აგრიპინა უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 102:
29 წელს, ტიბერიუსის ბრძანებით, აგრიპინა და მისი ვაჟები, ნერონი და დრუზუსი დააპატიმრეს. ტიბერიუსმა აგრიპინას დააბრალა, რომ იგი გეგმავდა ავგუსტუსის გამოსახულებასთან ან საზღვარგარეთ, რომის არმიაში თავშესაფრის მიღებას. ის და მისი შვილები რომის სენატმა გაასამართლა. იმპერატორის ბრძანებით, აგრიპინა კამპანიის სანაპიროსთან, ტირენის ზღვაში მდებარე კუნძულ პანდატარიაზე (დღეს ვენტოტენეს უწოდებენ) გადაასახლეს, სწორედ იმ კუნძულზე, რომელზეც დედამისი იყო გაძევებული.
 
პანდატორიის ციხეში აგრიპინა სასტიკ პროტესტს გამოხატავდა. ერთ შემთხვევაში ტიბერიუსმა დაცვას მისი გამათრახებაც კი უბრძანა, რის დროსაც მას თვალი უნდა დაეკარგა.<ref name="Salisbury2001"/> ჭამაზე უარის თქმის შემდეგ აგრიპინას ძალით კვებავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, მან მაინც შიმშილით მოიკლა თავი.<ref name="Salisbury2001"/> აღსანიშნავია, რომ ტაციტუსი არც იმ შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ იგი ციხეში მოკლებული იყო საკვებს და რომ მისი სიკვდილი ნებაყოფლობითი არ იყო.<ref name="tac1">Tacitusტაციტუსი, The Annalsანალები [[s:The Annals (Tacitus)/Book 6#25|6.25]]</ref> როგორც არ უნდა ყოფილიყო, იგი 33 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.<ref name="tac1"/> აგრიპინას ვაჟი, დრუზუსი შიმშილით მოკვდა რომში პატიმრობისას, ნერონმა კი სასამართლოს შემდეგ მალევე თავი მოიკლა.<ref name="Salisbury2001"/> სეიანუსი 31 წელს მოკლეს ტიბერიუსის ბრძანებით, რადგანაც ეს უკანასკნელი ეჭვობდა, რომ იგი მის დამხობას გეგმავდა.
 
აგრიპინას გარდაცვალების შემდეგ, ტიბერიუსმა შეურაცხყო მისი სახელი და მისი დაბადების დღე სენატს ცუდ [[ომენი|ომენად]] გამოაცხადებინა.<ref name="Salisbury2001"/>