ამიშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
 
=== გვარები ===
შვეიცარიელ ამიშებს აქვთ განსხვავებული გვარები , რომლებიც არ გვხვდება სხვა ამიშებში. ეს გვარებია  : შვარცი, ვიტმერი, ლენგახერი და ა.შ. შვეიცარიელი და გერმანელი ამიშები ძირითადად ერთმანეთზე არ ქორწინდებიან.
 
როგორც უკვე ვთქვით, ამიშები ინტერესის სფეროში მოექცნენ 1693 წელს,როდესაც შვეიცარიული და გერმანული ანაბაპტისტები გაიყვნენ ორ ნაკადად: ამიშები და მენონიტები. ჯეიკობ ამანი, ალსაიტური ეკლესიის უხუცესი ,1693 წელს ცდილობდა რომ კვლავ გამოეცოცხლებინა ანაბაპტისტური მოძრაობა. მან წამოაყენა ინიციატივა რომ ზიარება მიეღოთ წელიწადში ორჯერ განსხავებით შვეიცარიელი ანაბაპტისტებისა რომლებიც ზიარებას წელიწადში ერთხელ ღებულობდნენ. ის ეწინააღმდეგებოდა ქრისტიან ანაბაპტისტებს იმაში , რომ ქრისტეს შესაბამისად  მათ ერთმანეთისთვის ფეხები უნდა დაებანათ, რომ ზიარება მიეღოთ. ხელი რომ შეეწყო დოგმატური სიწმინდისთვისა და სულიერი დისციპლინისთის მან აკრძალა მოდური ტანსაცმელი და წვერის გაპარსვა და მან დაამყარა მკაცრი დისციპლინა თავის დაჯგუფებებში. ახალი აღთქმის წინააღმდეგ ამანმა მხარი დაუჭირა აღკვეთილი წევრებისგან თავის არიდებას. ამანის მიმდევრები ამიშები მალევე ჩამოყალიბდნენ ახალ სექტად ანაბაპტისტურ ოჯახში.
ხაზი 75:
ამიშებს აქვთ წესი, როდესაც მოზარდს შეუსრულდება 16 წელი მას აქვს ორი გზა: ან უნდა მოინათლოს გააზრებულად ამიშების ტაძარში, ან უარი უნდა თქვას მონათვლაზე და დატოვოს ამიშების საზოგადოება. მოზარდს ამ ასაკში ქვია „რუმსპრინგი“. მოზარდს შეუძლია ნახოს ყველა ასპექტი სამყაროსი, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, როგორც სასიამოვნო მოვლენები ასევე საშიშროება და გაჭირვება. ამის შემდეგ კი მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება იცხოვროს „სამყაროში“ თუ ამიშების რელიგიურ თანამეგობრობაში. ამის გააზრება მნიშვნელოვანია მათთვის: რაც არ უნდა უცნაური იყოს სხვა ადამიანებისთვის მათი ცხოვრების სტილი, თვითოეულმა ამიშმა ეს გზა თვითონ აირჩია, როდესაც ჰქონდათ სხვა ალტერნატივაც. ამ გზის არჩევის შემდეგ, ამიში უნდა წავიდეს კომპრომისებზე სხვა სამყაროსთან- ეს საკითხი ამიშების სხვადასხვა ჯგუფებში განსხვავებულად წყდება.
 
=== '''სათემო, ოჯახური და პირადი ცხოვრება''' ===
 
==== ოჯახი ====
ხაზი 82:
„ქმრის უფროსი- ქრისტეა, ცოლის კი ქმარი. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოთხოვნა ჩვენი დროის - ეს არის კაცი, რომელიც თავის მხრებზე აიღებს იმ ვალდებულებას, რომელსაც უფალი დაადებს მას მხრებზე. არ აიღო ეს ვალდებულება ნიშნავს ღმერთის ნების დარღვევას“.
 
==== '''ბავშვების დისციპლინა''' ====
ამიშები ბავშვებისგან ითხოვენ მკაცრ მორჩილებას. ისინი ემორჩილებიან მშობლებს და მქადაგებლებს. ბიბლიაში არსებული რამდენიმე ეპიზოდი არის ბავშვებთან ესეთი ფორმით აღზრდის საფუძველი. მათ ბავშვებს, როგორც სხვა ბავშვებს შეუძლიათ არ დაეთანხმნონ მშობლებს, მაგრამ ჩხუბი, ყვირილი და დაუმორჩილებლობა აქ იშვიათად გვხვდება, იმიტომ რომ, აქ ძალიან მძიმე ფიზიკური სასჯელია, ბავშვებმაც იციან ამიშ შესახებ. ყველანაირი სახის უკმაყოფილება ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოხატონ სიტყვიერად.
 
==== '''ყრმობა და ახალგაზრდობა''' ====
ახალგაზრდობის პერიოდი ამიშებში არის ასევე მთავარი გადაწყვეტილების მისაღებია პერიოდიც. მოზარდს ამ პერიოდში ამიშები ეძახიან „რუმსპრინგს“. ეს სიტყვა თვითონ მოდის გერმანული ენის პენსილვარიული დიალექტიდან, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი ტერმინი, რომელიც გამოიყენაბ ამიშების ცხოვრებაში. პენსილვანიურიდან  ''Rumspringa'' (ვარიანტები  : ''Rumschpringe''''Rumshpringa),'' გამომდინარეობს, RUM – ირგვლივ, გარშემო და SPRINGEN - ხტომა. ანუ საბოლოო ჯამში ვღებულობთ „ირგვლივ მორბენალი“. ამ სიტყვას კი იყენებენ იმისთვის რომ ახალგაზრდის მდგომარეობა გამოხატონ როგორც, გაურკვეველი, დაეჭვებული, მერყევი ახალგაზრდა კანდიდატი ამიშების ეკლესიის, რომელსაც არააქ გადადგმული საბოლოო ნაბიჯი მონათვლასთან დაკავშირებით. 
 
რუმსპრინგობის პერიოდი ყმაწვილს ეწყება პირველ სიყვარულთან ერთად, ანუ პირველი სერიოზული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, როდესაც ყმაწვილი იწყებს ზრუნვას მეორე ნახევრისთვის. როგორც არაამიშურ ოჯახებში, აქაც ესმით, რომ ამ ასაკში შეუქცევადია მათი ნორმებისგან გადახვევა, მაგრამ ამიშებთან ეს მომენტი იგნორირდება. ამ პერიოდის გავლის შემდეგ გაზრდილი ამიში იღებს მონათვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში თუ მოისურვებს მონათვლას ხდება ეკლესიის წევრი და მალე ქორწინდება, რადგან დაქორწინება შეუძლიათ მხოლოდ ამიშებთან. ახალგაზრდა თუ გადაწყვეტს, რომ არ უნდა მონათვლა, ის ტოვებს ამიშებს და ასევე შეუძლია არაამიშელი ცოლის მოყვანაც.
ხაზი 92:
ასაკს რაც შეეხება, როდესაც უკვე შესაძლებელია სხვა ადამიანეზე ზრუნვა ამიშებში იწყება 16 წლიდან ბიჭებში, ხოლო 14 წლიდან გოგონებში. ამიში ქალ-ვაჯები ერთმანეთს იცნობენ ძირითადად მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებიდან, რომელიც იმართება ორ კვირაში ერთხელ და ისინი სიმღერით ირთობენ თავს. საღამოობით ძირითადად მღერიან იმ შენობაში ან სახლში, სადაც დილით ჩატარებული იყო ღვთისმსახურება. ახალგაზრდებს ასევე შეუძლიათ ასევე ჩამოვისნენ მეზობელი რაიონებიდანაც, რათა ერთმანეთში ჰქონდეთ უფრო ახლო ურთიერთობა. ამ დღეს ახალგაზრდა იცმევს სადღესასწაულო კოსტიუმს, წმენდს ცხენს და ორთვალას. მასთან ერთად წამოსვლა შეუძლია მის დას და დის მეგობარს. ძირითად შემთხვევაში ვაჯს მისი მეგობარი გოგოს წამოყვანა არ შეუძლია. სიმღერის დროს ყმაწვილები დგანან ერთად მაგიდის ერთ-ერთ მხარეს, გოგონები კი მაგიდის მეორე მხარეს დგანან. თვითოეულ მონაწილეს შეუძლია აარჩიოს თუ რას იმღერებენ, ხოლო გაითვალისწინებენ იმის აზრს, ვინც პირველი იტყვის სიმღერის სათაურს. სიმღერებს ფორმალურად ამთავრებენ ათი საათისთვის, ხოლო შემდეგ დგება დრო პირადი საუბრებისთვის, ხუმრობებისთვის და ვიზიტებისთვის. ამის შემდეგ ახალგაზრდა აკითხავს მეგობარ გოგონას ღია ორთვალით. თუ 16 წლამდე ახალგაზრდა ყმაწვილი გაბედავს მისვლას ამ ღონისძიებაზე, მას მიახვედრებენ, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ბიძაშვილ მამიდაშვილის ცოლად მოყვანა ამიშებს არ შეუძლიათ.  
 
==== '''ხანდაზმულობა''' ====
ამიშებს არ აქვთ ფიქსირებული ასაკი, როდესაც მოხუცი უნდა გავიდეს საქმიდან პენსიაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი და მისი ოჯახის საჭიროებები- თანამშობს ძალიან დიდი როლს იმის გარკვევაში, როდის უნდა გავიდეს მოხუცი პენსიაზე. საშუალოდ ეს ასაკი მერყეობს ორმოცდა ათი სამოცდა ათ წლებს შორის. მოხუცი ამიშები არ მიდიან სახელმწიფო მოხუცთა დაწესებულებაში, ისინი რჩებიან თავიანთ სახლში. მაგრამ ამიშების სოფლებშ გვხვდება „ბაბუების სახლი“(Groosdaadi Haus), სადაც ბებიები და ბაბუები ერთად ცხოვრობენ. საქმიდან გამოცილებულები მაინც ეხმარებიან შეძლებისდაგვარად თავიანთ ოჯახის წევრებს ფერმაში ან სახლში. ეს ფაქტორი მათ აძლევს პირველ რიგში დამოუკიდებლობას, და ოჯახთან ახლოს რჩება ხანდაზმული. ხანდაზმული საზმიდან გასვლის შემდეგ ინარჩუნებს ურთიერთობას ოჯახთან. მათ არ აქვთ მარტოობის პრობლება, რადგან ისინი ინარჩუნებენ სოციალურ კონტაქტს სხვა ამიშებთან მონაწილეობის მიღებით სხვადასხვა ღონისძიებებში, თამაშებში, ქორწილებში ან აუქციონებში.
 
ხაზი 130:
ინგლისურის გარდა, ამიშები ასევე საუბრობენ გერმანულ დიალექტზე, რომელიც პენსილვანიის გერმანული დიალექტის სახელითაა ცნობილი. ეს დიალექტი წარმოიშვა მე-18 საუკუნის პფალცის საკურფიურსტოდან. ენაზე იმოქმედა ამერიკულმა ინგლისურმა და იგი დიდად განსხვავდება ანაბაფტისტების სხვა დიალექტებისგან. თავდაპირველად, პენსილვანიის დიალექტზე საუბრობდნენ გერმანელ-ამერიკელი იმიგრანტები პენსილვანიაში და მის გარშემო ტერიტორიაზე., განსაკუთრებით 1800 წლამდე ჩამოსულები. ახლა ამ დიალექტზე მხოლოდ ძველი ყაიდის ამიშები და მენონიტები საუბრობენ. ზოგიერთ ამიშების საკმაოდ დიდ გაერთიანებებში (ხშირ შემთხვევაში ძველი ყაიდის ამიშების) საუბრობებ გერმანულის შვეიცარიულ დიალექტზე. იმ ამიშების კატეგორია, რომელიც დაიბადა 1960 წელს და გვიან, სახლში სასაუბროდ იყენებს ინგლისურ ენას. არსებობს პატარა განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ამიშების დიალექტებს შორის. ამიშებს გათვითცნობიერებული აქვთ განსხვავება დიალექტებს შორის, ხშირად ეს განსხვავება ხალს უშლის მათ ერთმანეთთან საუბარში.  
 
=== '''ამიშების მუსიკა''' ===
ამიშების მუსიკა, ძირითადად, სათავეს გერმანული მუსიკისგან იღებს და უძველესი სიმღერის სტილს ინარჩუნებს, მაგრამ ამასთანავე გერმანულ დიალექტზე შესრულებულ ახალ ჰიმნებსაც მოიცავს. უძველესი ამიშების ჰიმნები ერთხმიანია, გაწელილი ტონებით და ნელა წარმოთქმული ორნამენტიკებით. ჰარმონია ხშირ შემთხვევაში არ არსებობს, ხოლო ახალ ჰიმნებს ეტყობა აფროამერიკული და ბრიტანული მუსიკის ზეგავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამიში სწავლობს ტრადიციულ საკრავზე დაკვრას, მაგალითად აკორდეონზე ან ჰარმონიკაზე, სახალხოდ დაკვრა მაინც აკრძალულია. შესაბამისად, სიმღერას თან არ ახლავს საკრავის ხმა. ღვთისმსახურების დროს მღერიან გერმანულად, ხოლო სხვა ღონისძიებების დროს ინგლისურად. სიმღერა ღვთისმსახურების დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ზოგი სიმღერა თხუთმეტ წუთსაც კი გრძელდება. "დიფირამბი" - ამიშების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. ღვთისმსახურებისას იგი რიგით მეორე სრულდება, ასევე ხშირია ქორწილების მსვლელობის დროს. სიმღერის საღამოები ტარდება ხოლმე ღვთისმსახურების შემდეგ და ამ პროცესს გასათხოვარი და დასაქორწინებელი ახალგაზრდები ესწრებიან. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამიშ ქალებზე ზრუნვის ერთადერთი საშუალებაა.
 
ხაზი 166:
რაც დრო გავიდა, ამიშებმა შენიშნეს ზეწოლა თანამედროვე სამყაროსგან. მათი ტრადიციული ცხოვრება დღითიდღე იცვლება დღევანდელ დღესთან მიმართებაში. ამიშები გადაწყვეტილებებს ჯანდაცვაზე, განათლებასა და ურთიერთობაზე აკეთებენ ბიბლიური ტექსტების მიხედვით. 
 
=== '''განათლება''' ===
ამიშები თავიანთ შვილებს მერვე კლასამდე აძლევენ განათლებას. მათი აზრით, ზოგადი განათლება, რომელსაც ბავშვები მერვე კლასამდე იძენენ, საკმარისია ამიშური ცხოვრების დასაკმაყოფილებლად. თითქმის არცერთი ამიში არ სწავლობს უნივერსიტეტსა და კოლეჯში. ბევრ ამიშურ საზოგადოებაში, ხალხს აქვს თავიანთი სკოლები, რომლებიც ერთოთახიანი პატარა სახლებია. მასწავლებლები ხშირად ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალები არიან. ამ სკოლებში ბავშვებს ბევრი ხელობის სწავლა შეუძლიათ, რაც ადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. არიან ამიში ბავშვები, რომლებიც საჯარო სკოლებში სწავლობენ. მაგალითად, ყოფილან ამიში ბავშვები, რომლებიც ლიდსბურგის სკოლაში სწავლობდნენ, ქალაქ ლიდსბურგ, შტატ ინდიანაში, რადგან მათი ოჯახები სკოლის მახლობლად ცხოვრობდნენ. წარსულში, სერიოზული კონფლიქტები მომხდარა ამიშებსა და გარე პირებს შორის ბავშვების განსწავლის საკითხებთან დაკავშირებით. ეს კონფლიქტები გადაიჭრა და აღმზრდელობითი ორგანიზაციები აძლევენ ამიშებს უფლებას თავიანთი ხერხებით და ტრადიციებით აღზარდონ ბავშვები.
 
=== '''თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება''' ===
ამიშები ცნობილები არიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოუყენებლობით. ამიშები ტექნოლოგიებს "ბოროტად" არ მიიჩნევენ, ამიშ ხალხს განცხადებების და პეტიციების გაკეთება შეუძლია რის მიხედვითაც გარკვეული მოწყობილებები და ტექნოლოგიები შეიძლება ამიშურ საზოგადოებაში გამოყენებული იქნას. პენსილვანიის შტატში, ყოველ გაზაფხულს, ამიშ ეპისკოპოსებს შეხვედრა აქვთ და დისკუსიებს მართავენ ახალი ტექნოლოგიების გარშემო. აქ გადაწყვეტილებებს იღებენ გამოიყენონ თუ არა ეს ტექნოლოგიები და საბოლოო აზრის მიღების შემდეგ, ინფორმაციას სხვა შტატებსა და ქალაქებში ავრცელებენ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამიშები“-დან