ყაზახები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჩავამატე ისტორია
ისტორიის ციტირება
ხაზი 14:
პირველი არქეოლოგიური გათხრა 1940 წელს ჩატარდა. ქართაუს მთებში აღმოჩენილი გამოქვაბულები [[ქვედა პალეოლითი|ქვედა პალეოლოთის]] პერიოდს მიეკუთვნება, ხოლო აღმოსავლეთ ყაზახეთში აღმოჩენილია [[შუა პალეოლითი|შუა პალეოლითის]] კაჟის საფხეკები. ყაზახეთის ტერიტორიის ფართო ნაწილში ნაპოვნია იარაღები და რელიგიური ობიექტები, რომელიც ასევე პალეოლითს მიეკუთვნება. სტეპებში აღმოაჩინეს [[ზედა პალეოლითი|ზედა პალეოლითის]] დაუმუშავებელი იარაღები და [[ნეოლითის ხანა|ნეოლითის]] პერიოდის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ცნობილია, რომ ყაზახებმა [[ენეოლითის ხანა|ენეოლითის]] პერიოდში დაიწყეს საქონლის მომრავლება და სოფლის მეურნეობა. [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანას]] მიეკუთვნება ანდრონოვოს კულტურის ნაშთები, რომლებიც სტეპებში გვხვდება და მომთაბარე ხალხის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანით დათარიღებული 100-ზე მეტი დასახლება.
 
ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში სამხრეთ ყაზახეთი მოექცა [[სკვითები|სკვითების]] ტომთა გაერთიანების ქვეშ. სკვითები არიან ირანული წარმომავლობის ხალხები, რომლებმაც დაიკავეს [[ცენტრალური აზია]] და სამხრეთ რუსეთი [[შავი ზღვა|შავი]] და [[კასპიის ზღვა|კასპიის]]  ზღვების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით. მათ იცნობდნენ როგორც გამოცდილ ცხენოსნებსა და მეომრებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტეფაქტია  სკვითი მეომრის, ანუ „ოქროს კაცის“ ოქროს საბრძოლო ტანისამოსი. <ref name=":0" /><ref name=":2" />
 
ძვ.წ 300-200 წლებში გამოჩნდნენ [[ვუსუნები]] (თურქულად მოსაუბრე მონღოლური მოსახლეობის ჯგუფისგან შემდგარი ტომების გაერთიანება), რომლემაც განდევნეს სკვითები. მათი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას მისდევდა, ნაწილი კი პერმამენტულად სახლობდა ერთ ადგილას. ძვ.წ 73 წელს მათი რაოდენობა შეადგენდა 600,000 და სათავეში ედგა  ლიდერი, კუნმრი. ვუსუნები ორ ჯგუფად დაიყვნენ: [[ქანგლი]]- ცხოვრობდნენ ქართაუს მთისა და [[სირდარია|სირდარიის]] შუა ნაწილში და  [[ალანი]]-  <nowiki/>[[არალის ზღვა|არალის ზღვის]] ჩრდილოეთი ნაპირებიდან კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მიგრირებულნი. ვუსუნები გარკვეულწილად ენათესავებოდნენ [[ჰუნები|ჰუნებს]], რომლებიც ასევე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და ბრწყინვალე მეომრები იყვნენ. ისინი ცენტრალური აზიის ექსპანსიას ახორციელებდნენ. ჰუნების წინამძღოლის, [[ატილა|ატილას]], გარდაცვალების შემდეგ იმპერია განადგურდა.<ref name=":16">"Kazakhstan." Worldmark Encyclopedia of Nations. 2007. [http://encyclopedia.com/ Encyclopedia.com.] (July 6, 2016). და ეგ ავტორი უნდა http://www.encyclopedia.com/doc/1G2-2586700206.html</ref>
ხაზი 32:
სტაბილური მდგომარეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. დაპირისპირება ჩამოვარდა უზბეკთა ხაკანათის, ხან ბარაკსა, და თემურ ლენგის შვილ, ულუღ ბეგს, შორის. ბარაკის გარდაცვალების შემდეგ უზბეკთა ხაკანათს სათავეში ჩაუდგა [[აბულ ხაირ ხანი|აბულ ხაირი]], რომელმაც გააერთიანა თურქული ტომები და დაიწყო სამხედრო ექსპანსია. იგი მონღოლურმა ტომებმა, [[ოირატები|ოირატებმა]], დაამარცხა, რითაც ისარგებლეს ქერეიმ და ჯანიბეკმა.მონღოლთა იმპერიის თეთრი ურდოს ხანის ბარაკის ორმა ვაჟმა აჯანყება მოაწყო აბულ ხაირის, უზბეკთა ხანის წინააღმდეგ. ისინი გათავისუფლდნენ უზბეკთა ბატონობისგან და მომხრეებთან ერთად გადაინაცვლეს დასავლეთ სემირეჩეში (ტერიტორია მდინარეებს ჩუსა და ტალას შორის), რომელსაც უწინ აკონტროლებდნენ უზბეკები. დროის გასვლასთან ერთად მათი ტერიტორიაც გაფართოვდა და მოსახლეობამაც იმატა. მათ შექმნეს ხაკანათი, რომლის ცენტრი იყო ბეთფაქ-დალას უდაბნო, რომელიც მდინარეებს შორის მდებარეობდა. ყაზახთა ხაკანათი მე-16 საუკუნისათვის უკვე მოიცავდა ბ<nowiki/>[[ბალხაშის ტბა|ალხაშის ტბის]] მიმდებარე ტერიტორიას, მდინარე [[თურღაის ხეობა|თურღაის]] ჩრდილოეთ ნაწილს, არალის ზღვის დასავლეთ მიწებსა და ტერიტორიას სირდარიის ზედა და ქვედა ნაწილში. რაც შეეხება ყაზახეთა და უზბეკთა ხაკანათს შორის არსებულ დაპირისპირებას, მას წერტილი დაესვა 1500 წელს სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელიც დიდი სისხლისღვრის შემდეგ დაიდო.
 
ცენტრალიზებული და გაერთიანებული ყაზახთა ხაკანათის შექმნა [[აბუ ლ-კასიმი|აბულ კასიმს]] მიეწერება. მის დაქვემდებარებაში იყო 200,000 ცხენოსანი მეომარი, რომელსაც მეზობელი ხაკანათები უფრთხოდნენ. მე-16 საუკუნის მიწურულს, ყაზახები სამ ტომად დაიყვნენ: დიდი ურდო (სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი, ტიან შანის ჩრდილოეთი); საშუალო ურდო (ჩრდილო-ცენტრალური რეგიონი, არალის ზღვის აღმოსავლეთი); პატარა ურდო (დასავლეთი; არალსა და ურალს შორის).<ref name=":14">Svanberg, I. (1999). Kazak Nation. ''Contemporary Kazaks : Cultural And Social Perspectives''. New York: St. Martin’s Press. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rq02-013</nowiki></ref>
 
მე-17 საუკუნეში ყაზახეთის ტერიტორიაზე [[რუსები]] გამოჩნდნენ. 1645 წელს მათ ააგეს საგუშაგო [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] ჩრდილოეთ სანაპიროზე. ასეთი ადგილები გაჩნდა ურალის მდინარეზეც, რომელსაც სამხედრო და სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა. ამავე დროს ყაზახებს მოუწიათ [[ყალმუხები|ყალმუხებთან]] დაპირისპირება. მათ დაიკავეს მიწების დიდი ნაწილი, იქიდან აყრილმა მოსახლეობამ კი თავშესაფრის ძიება რუსებთან დაიწყო. „დიდი უკანდახევა“, „კატასტროფის წლები“, -ასე მოიხსენიებენ მე-18 საუკუნის პირველ ნახევარს ყაზახთა ისტორიაში. დამპყრობლებისგან შევიწროვებულმა მცირე ურდომ და მისმა მმართველმა აბულ ხაირმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს და მასთან ალიანსი დაამყარეს 1731 წელს. ამ ხელშეკრულებამ რუსეთს განუზომელი ძალაუფლება მიანიჭა და მალე დაიწყო მცირე ურდოზე თავისი გავლენის გაფართოება.<ref name=":14" />
 
[[რუსეთი|რუსეთისგან]] პროტექციონიზმის მიღებას დასთანხმდა საშუალო ურდო, რომელიც 1798 წელს შეიერთა. გაცილებით დიდხანს გასტანა დიდმა ურდომ. მხოლოდ 1820იან წლებში სამხრეთით ქუგენის ხაკანათის გაფართოებამ აიძულა იგი რუსეთთან ხელშეკრულება დაედო. ამ წლებში რუსეთის მეფე ა<nowiki/>[[ალექსანდრე I|ლექსანდრე პირველმა]] ახალი ადმინისტრაციული სისტემა გააცნო ყაზახებს. ტერიტორია დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად, რომელიც ცარისტებს გადასახადების ეფექტურად აკრეფის საშუალებას აძლევდა. ამოიძირკვა სამივე ხაკანათი: საშუალო-1822; მცირე - 1824; დიდი - 1848. ყაზახები ანექსორებს წინააღმდეგობას უწევდნენ. აჯანყებულთა სათავეში საშუალო ურდოს ხანი კენენი იდგა, რომელიც თავის მიმდევრებთან ერთად 1836-47 წლებში უპირისპირდებოდა რუსეთს. რუსებმა წინააღმდეგობის ჩახშობა მოახერხეს და 1847 წელს მოკლეს კენენ ხანი. იგი ყაზახეთის პირველ ნაციონალურ გმირად შეირაცხა.<ref name=":14" /> <ref name=":1" /><ref name=":16" />
 
რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა მომთაბარე ცხოვრების წახალისება. ფორტების მომრავლებამ შეამცირა საქონლის საძოვრად გამოსაყენებელი მიწები. 1870იანებისთვის ანექსია დასრულებული იყო. ცოტა ხანში, 1890იან წლებში, იმპერიამ გასცა ბრძანება უკრაინელი და რუსი გლეხები დაესახლებინათ ნაყოფიერ მიწებზე. 1906-12 წლებში რუსებმა ნახევარ მილიონზე მეტი ფერმა დაარსეს. ამას მოჰყვა ადგილობრივი მომთაბარე მოსახლეობის გადასახლება [[ჩინეთი|ჩინეთსა]] და [[მონღოლეთი|მონღოლეთში]], შიმშილი და სიღარიბე.<ref name=":1" />
ხაზი 42:
1916 წელს ყაზახები [[გერმანელები|გერმანელების]] წინააღმდეგ გაიწვია რუსეთმა, მაგრამ წინააღმდეგობას შეხვდა. ცარისტულმა მთავრობამ გადაწყვიტა სამხედრო საქმეს ჩამოშორებული ყაზახები სამუშაო ერთეულებად დაეყო. სტეპებში აჯანყება დაიწყო, რაც ჩახშობით დასრულდა. 50,000 აჯანყებული დასაჯეს. მათ ჩამოერთვათ მიწები და ამ მიწებზე რუსები დაასახლეს. 1917 წელს რუსეთი შიდაარეულობამ დაასუსტა. რუსეთის რევოლუციას მოჰყვა იმპერიის დაცემა და სამოქალაქო ომი, რითაც ისარგებლეს ყაზახებმა. შეიქმნა პოლიტიკური პარტია Alash Orda (Horde of Alash) და ასევე ამავე სახლეწოდების სახელმწიფო, რომელმაც მხოლოდ 1918-20 წლებში იარსება. საბოლოოდ, [[სსრკ|სსრკ-მ]] ყაზახეთი ისევ თავის გავლენას დაუქვემდებარა და [[კომუნიზმი]] დაამყარა. მატერიალური და ადამიანური დანაკარგი დიდი იყო.
 
1920 წლის 26 აგვისტოს ყაზახეთის ტერიტორია აღიარეს „ყირგიზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად“. 1925 წელს სახელი შეეცვალა, როგორც „ყაზახეთის ასსრ“, მაგრამ 1936 წელს სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკა გახდა და „[[ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|ყაზახეთის სსრ]]<nowiki/>“ ეწოდა. მმართველებად ძირითადად უცხოელები ინიშნებოდნენ. 1920-30იან წლებში [[იოსებ სტალინი|სტალინის]] ტერორის შედეგად სტეპები გახდა გულაგის არქიპელაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქ აარსებდნენ ბანაკებს და ჩამოჰყავდათ სსრკ-დან დევნილი ინტელექტუალები და სხვა „კომუნიზმის მტრები“. სტალინმა ასევე განახორციელა [[კოლექტივიზაცია (გაზეთი)|კოლექტივიზაციის]] გეგმა. მოსახლეობა აჯანყდა, დაიწყეს საქონლის ხოცვა-ჟლეტა. დაიხოცა საქონლის 80% და 1,5 მლნ-მა ყაზახმა დატოვა ქვეყანა. მილიონ ნახევარს აღემატემოდა [[პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში|რეპრესიების]] შედეგად დახოცილთა რიცხვი. [[ინდუსტრიალიზაცია|ინდუსტრიალიზაციის]] პროცესმა და აგრარული სექტორის განვითარებამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გამოასწორა და ხალხის მდგომარეობაც გამუმჯობესდა.<ref name=":1" /><ref name=":9" />
 
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] პერიოდში [[გერმანია]] ტერიტორიულ ექსპანსიას ეწეოდა, [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ-ს]] კი ეშონოდა გერმანელებს გაველნა არ გაევრცელებინათ ყაზახეთის ტერიტორიაზე. სსრკ-ს ინდუსტრიულმა ცენტრმა გარკვეული დროის განმავლობაში აქ გადმოინაცვლა.  ომის შემდგომ ყაზახეთის ტერიტორიას იარაღების საცდელად იყენებდნენ. ატომური ბომბების გამოცდა გრძელდებოდა სსრკ-ს მმართველობის დასრულებამდე. იმატა დაავადებების, კიბოსა და დეფექტების რიცხვმა. 1953-65 წლებში სტალინის შემდეგ მოსულმა [[ნიკიტა ხრუშჩოვი|ნიკიტა ხრუშჩოვმა]] გადაწყვიტა სტეპების არაპროდუქტიული მიწები გაენაყოფიერებინა და მარცვლეული მოეყვანა. წამოიწყო ,,უბიწო მიწების“ კამპანია, რასაც ყაზახები რუსიფიკაციის ნიშნად აღიქვამდნენ. მიზეზი იყო ათასობით რუსისა და არაყაზახის ჩამოსვლა და დასახლება ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამ პროგრამასთან შექმნილი სირთულეების გამო ხრუშჩოვმა [[ლეონიდ ბრეჟნევი|ბრეჟნევი]] გაგზავნა პარტიის ლიდერად, მაგრამ იგი 1956 წელს თავად დასჭირდათ და პირველ მდივნად ყაზახი დინმუჰამედ კუნაევი დაინიშნა. ჯერ ბრეჟნევის გამო იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, შემდეგ კი მის მარჯვენა ხელად გადაიქცა. მისი მმართველობის პერიოდში ყაზახეთის ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. 1970-80იან წლებში ინდუსტრიალიზაციის პროცესი გაიზარდა. რუსული ენა და განათლება დომინანტური გახდა.<ref name=":14" />
 
1986 წლის 16 დეკემბერს, მიხეილ [[მიხეილ გორბაჩოვი|გორბაჩოვმა]] ყაზახეთის ლიდერი შეცვალა, რასაც მოჰყა პირველი ნაციონალური პროტესტი და სამდღიანი აჯანყება. ხელისუფლების სათავეში მოვიდა [[ნურსულთან ნაზარბაევი|ნურსულთან ნაზარბევი]], ყოფილი ინჟინერი და წარმოშობით ყაზახი. მან ქვეყნის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანა დაიწყო. 1990 წელს პარლამენტმა პრეზიდენტად აირჩია. საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 1 დეკემბერს მოიგო უკონკურსო საპრეზიდენტო არჩევნები. 16 დეკემბერს ყაზახეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
 
ნაზარბაევის პოლიტიკურ კურსს უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის ბედი. დამოუკიდებლობის მომდევნო წლებში დაიწყო ზომიერად დემოკრატიული რეფორმების გატარება. უნდოდა განემუხტა ეთნიკური დაძაბულობა ყაზახებსა და სლავებს შორის. 1993 წელს პირველი კონსტიტუცია მიიღეს. [[კონსტიტუცია]] დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა [[პარლამენტი|პარლამენტს]]. 1995 წელს პარალამენტი დაშალა და ახალი არჩევნები დანიშნა. ასევე გაზარდა თავისი პრეზიდენტობის წლები 2000წლამდე, მაშინ, როცა რეალურად ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 1996-ში უნდა ყოფილიყო. რეფერენდუმის შედეგად ნაზარბაევმა დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.<ref name=":2" /><ref name=":0" />
 
შემდეგი არჩევნები 2000 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თარიღი ისევ გადმოწიეს 1999 წლის იანვრისათვის. ასე მოხდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც - ჩატარდა 2005 წელს. ნაზარბაევი არჩვენებში იმარჯვებდა და აგრძელებდა მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების შევიწროვებას. მაგალითად, 2001 წელს პარტია „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის“ ლიდერები დააპატიმრა. მის მთავრობას ადანაშაულებდნენ კორუფციასა და ნეპოტიზმში, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაზახები“-დან