ჩრდილოეთი კორეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 118:
 
=== გენდერული როლები და სტატუსები ===
ჩრდილოლეთ კორეაში საყოველთაოდ მიღებულია, რომ მძიმე მრეწველობას მამაკაცები ანხორციელებენ, ხოლო ქალების საქმე უფრო მსუბუქი მრეწველობაა. რაც შეეხება საშინაო საქმეების განაწილებას, ქალს ბავშვის აღზრდა და ოჯახის მოვლა ევალება, მამაკაცს კი მუშაობა. ქალისა და მამაკაცის სტატუსი საზოგადოებაში არ არის ერთმანეთის ექვივალენტური და არ არსებობს გენდერული თანასწორობა. მამაკაცები უფრო პრივილეგირებულნი არიან. მაგალითისთვის,  მამაკაცს, ქალთან შედარებით, ბევრად დიდი შანსი აქვს იმის, რომ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ საქმიანობაში. ქალები კი, ქორწინების შემდეგ პრაქტიკულად არც განიხილებიან  რაიმე პოლიტიკური შესაძლებლობის და მომავლის მქონე პირებად. თუმცა, განსხვავება ამ შემთხვევაში გვხვდება  მაღალი სოციალური ფენის ოჯახებიდან წამოსული ქალების შემთხვევაში.  ჩრდილოეთ კორეაში ქალებისთვის გარკვეული წესებია დაწესებული. მაგალითად, ქალებს არ აქვთ შარვლის ტარების უფლება, თუ ისინი არ მუშაობენ საწარმოებში და ქარხნებში.<ref name=":1">North Korea. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.everyculture.com/Ja-Ma/North-Korea.html</nowiki></ref> 
 
=== ქორწინება და ოჯახი ===
ჩრდილოეთ კორეაში არ არის ნებადართული ერთი და იგივე წარმომავლობის მქონე ქალისა და კაცის ქორწინება. თუ ქალი და კაცი ერთიდაიგივე გვარის წარმომადგენლები არიან, მაშ ისინი და-ძმად მიიჩნევიან. ასევე აუცილებელია სოციალური ფენების ბალანსის დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად, მამაკაცი მაღალი ფენის წარმომადგენელია, ხოლო ქალი დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება, მათი ქორწინება საზოგადოებისთვის მიუღებელია. ქორწინებამდე წყვილს აძლევენ ბინას ან სახლს და უნდა წყვილმა მოიცადოს  იქამდე, სანამ მათ ბინადრობას არ დაამტკიცებს ხელისუფლება. ჩვეულებრივ, ქორწილი გულისხმობს პატარა ცერემონიას, სადაც იწვევენ მეგობრებს და ახლობლებს, იღებებენ ერთად სურთს, თუ ამის შესაძებლობა აქვთ და არეგისტრირებენ ქორწინებას. ამ ყოველივეს კი არ მოყვება არანაირი აღნიშვნა ან თაფლობის თვე.  საქორწილო კაბებიც კი, სახელმწიფო ფაბრიკებში მზადდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, თითქმის ყველა პატარძალი მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსია. როგორც წესი, სახლები პატარა ზომის აქვთ, რაც კრძალავს დიდი ოჯახის ყოლას.<ref name=":1" /> 
 
== კულტურა ==
ხაზი 136:
 
=== ჩრდილოეთ კორეის კულტურა ===
მძლავრი ისტორიული ჩინური კულტურის გავლენის ფონზე  კორეამ მაინც შექმნა საკუთარი დამოუკიდებელი კულტურა და უნიკალური ინდივიდუალურობა.  1910-1945 წლებში იაპონიის მიერ ხდებოდა  კორეის კულტურული ასიმილაცია. ისინი რიგ ხერხებს მიმართავდნენ, რათა წაეხალისებინათ  კორეელები, რომ ესწავლათ იაპონურად საუბარი, მიეღოთ იაპონურ გვართა სისტემა და ასევე მათი რელიგია. სკოლებში, ბიზნესისა ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იკრძალებოდა კორეული ენის გამოყენება.<ref>Harris, M. E. (2007). ''Inside North Korea''. San Francisco: Chronicle Books.</ref>
 
მას შემდეგ, რაც ნახევარკუნძული გაიყო 1945 წელს, საერთო კორეული კულტურიდან ორი ცალკეული კულტურა ჩამოყალიბდა: ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის.
ხაზი 142:
ჩრდილოეთ კორეის თანამედროვე კულტურა ეფუძნება კორეის ტრადიციულ კულტურას, მაგრამ განვითარდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის 1948 შექმნის შემდგომ.
 
ხელოვნება და ლიტერატურა ჩრდილოეთ კორეაში მთლიანად მთავრობის მიერ კონტროლდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეა განიცდის ხელოვნების სიღარიბეს, პირიქით აქ ვაწყდებით ხელოვნების მიმდინარეობების მრავალფეროვნებასა და განსხვავებულ მოდას, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება.<ref>Salter, C. L. (2003). ''North Korea''. Philadelphia: Chelsea House.</ref> 
 
=== ხელოვნება ===
ჩრდილოეთ კორეული ფერწერა ასახავს საბჭოთა კავშირისა და იაპონიის გავლენათა ერთობლიობას. ჩრდილოეთ კორეაში ყველა მხატვარი იძულებულია შეუერთდეს ხელოვანთა კავშირს და მხოლოდ მათგან საუკეთესოს შეუძლია მოიპოვოს ოფიციალური უფლება, რომ შექმნას ლიდერთა პორტრეტები და ქანდაკებები. ლიდერთა ეს გამოსახულებები ჩრდილო კორეულ ხელოვნებაში კლასიფიცირდება, როგორც „ნომერ პირველი ნამუშევრები“.  ჩრდილოეთ კორეას აქვს მკაფიო და განსვხვავებული გრაფიკული ხელოვნება, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული კორეული ხატვისა და დასავლური აკვარელით ხატვის ტექნიკის ნარევს. ფრესკები ძირითადად გვხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის  შენობებში, რომლის მთავარი თემაც, როგორს წესი, არის ლიდერთა თაყვანისცემა. თითქმის ყოველთვის, ამ ფრესკებზე შუაში, სხვებთან შედარებით მოზრდილი მასშტაბებით კიმ ირ სენი არის გამოსახული. მას გარს აკრავს ყველა ასაკის, საქმიანობისა და ჩაცმულობის ადამიანები, რომელთა თვალებშიც ლიდერის მიმართ სიყვარული და აღტაცება ჩანს. ასეთი სახის ხელოვნება სახელმწიფოს მიერ იქმნება და ამ თვალსაზრისით ჩრდილოეთ კორეაში არ არსებობს კერძო ხელოვანი. ასევე, ჩრდილოეთ კორეაში ძალიან პოპულარულია პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ქანდაკებები. როგორც წესი, ასეთი ქანდაკებები საბჭოთა კავშირის სტილში იგება. ნახატებისა და სკულპტურების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო სასტუმროების მაღაზიებში და არ არის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.<ref>Asia Times Online :: A window into North Korea's art world. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.atimes.com/atimes/Korea/NF16Dg02.html</nowiki></ref> 
 
=== ლიტერატურა ===
ჩრდილოეთ კორეაში არ არსებობს არანაირი ლიტერატურული საფუძველი და არ არსებობენ ცნობილი დისიდენტი მწერლები. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ყველა გამომცემლობას ფლობს სახელმწიფო, რადგან ჩრდილოეთ კორეაში ლიტერატურა მიჩნეულია, როგორც აგიტაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულია კორეის მუშათა პარტიის გამომცემლობა და  იგი აქვეყნებს როგორც კიმ ირ სენის ნაწარმოებებს, ასევე იდეოლოგიური განათლების მასალებსა და პარტიის პოლიტიკის დოკუმენტებს.  წვდომა უცხოურ ლიტერატურაზე შეზღუდულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის გამომცემლობები თარგმნიან ინდურ, გერმანულ, ჩინურ და რუსულ ზღაპრებს. ასევე უილიამ შექსპირის, ბერტოლტ ბრეხტისა და ერიხ კესტნერის ზოგიერთ ნაწარმოებებს. კიმ ირ სენის ნამუშევრები ითვლება „კლასიკურ შედევრებად“.  1980-2000 წლებში 4 მილიონზე მეტი ლიტერატურული ნაშრომი გამოქვეყნდა, თუმცა ყველა მათგანი მოქცეულია ერთიდაიგივე თემატიკის ქვეშ.  გამონაკლისის გარეშე, ჩრდილოეთ კორეული მხატვრული ლიტერატურა ცდილობს, რომ მკითხველს შთააგონოს მათთვის სასურველი პრინციპები. ხშირად ავტორები ბუნების აღწერის ხერხს მიმართავენ, როდესაც გმირის ემოციები ასახვას ჰპოვებს გარემოში. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამისა არის ის, რომ აქ მხატვრები სარგებლობენ პოლიტიკური შეზღუდვებისგან შედარებითი თავისუფლებით. მიუხედავად პორტრეტებისა და თემატიკისა,  ისტორიები ძირითადად ისწრაფის ოპტიმიზმისკენ და აქვთ ბედნიერი დასასრული.<ref>North Korea - Literature, Music, and Film. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://countrystudies.us/north-korea/39.htm</nowiki></ref> 
 
=== მუსიკა ===
ჩრდილოეთ კორეის მუსიკაზე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებზე, დიდი გავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ.  კორეის გაყოფის შემდეგ, ჩრდილოეთ ნაწილში რევოლუციური სახის სიმღერები, სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩაანაცვლა პატრიოტული ხასიათის სიმღერებმა. ასეთი ტიპის სიმღერებს კორეულად ''Taejung kayo''  ეწოდება და წარმოადგენს კლასიკური დასავლური სიმფონიური მუსიკისა და კორეული ტრადიციული მუსიკის ნაზავს.  როგორც ზოგადად კორეის, ისევე ჩრდილოეთ კორეის მუსიკა მოიცავს ხალხურ, კლასიკურ, პოპ და ქანთრი ჟანრებს. სიმღერები ძირითადად სრულდება ქალი შემსრულებლების მიერ, ბენდის ან ორკესტრის თანხლებით. სიმღრების ტექსტები ნათლად ოპტიმისტური და სოციალისტური ხასიათისაა. ბევრი ჩრდილოეთ კორეული პოპის  სიმღერები სრულდება ახალგაზრდა მომღერალი ქალების მიერ, რომელთაც, როგორც წესი, თან ახლავთ მოცეკვავეები. ზოგიერთი ჩრდილოეთ კორეული პოპის სიმღერა, სამხრეთ კორეაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩრდილოეთ კორეაში ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები ადაპტირდა, რათა კონკურენცია გაეწიათ დასავლური ინსტრუმენტებისათვის.<ref>Popular Music in North Korea. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://iias.asia/iiasn/26/theme/26T1.html</nowiki></ref> 
 
=== კინემატოგრაფია ===
ხაზი 162:
 
=== ამინდი ===
კლიმატი ჩრდილოეთ კორეაში არის ზომიერი და შედარებით მძიმე. მკვეთრი განსხვავებებია სეზონებს შორის. ზამთარში აზიის მთებიდან მოდის ცივი ჰაერი, რაც განაპირობებს ტემპერატური -6-დან -14 გრადუსამდე მერყეობას. ზაფხულში კი, ამინდს ოკეანის ჰაერის მალათა მოძრაობა განაპირობებს და საშუალო ტემპერატურა 18-22 გრადუსია.  საუკეთესო თვეები ჩრდილოეთ კორეის მოსანახულებლად არის მაისი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი.<ref>Северная Корея. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://nkorea.narod.ru/wheather.html</nowiki></ref> 
 
=== მასობრივი თამაშები ===