ყაზახები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავამატე ახალი თავი "სოციალური სტრუქტურა" ციტირებით
ჩავამატე ინფორმაცია ყაზახების ტრადიციების შესახებ
ხაზი 160:
 
მაშინ როცა ჩვეულებრივი ხალხი ფლობს ქონებას, არსებობენ ღარიბებიც, რომელთაც პირუტყვი არ ჰყავთ და წარუმატებლობის თუ წინაპრებში არ გამართლების გამო გახდნენ დამოკიდებული მდიდარ ხალხზე, რომელთა ნახირსაც უვლიან. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე ყაზახებში არსებობდა მონობა, მაგრამ უმრავლესობა მათგანს ქალაქის ბაზრებში თავიდან ყიდნენ.<ref name=":3" /><ref>Arghynbaev, K. (Khalel). (1984). Kinship System And Customs Connected With The Ban On Pronouncing The Personal Names Of Elder Relatives Among The Kazakhs. ''Kinship And Marriage In The Soviet Union : Field Studies'', 40–59. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rq02-009</nowiki></ref>
 
== ტრადიციები და კულტურა ==
 
=== ჩაის სმა და სტუმარ - მასპინძლობა ===
ყაზახებს სტუმართმოყვარეობა ახასიათებთ და სტუმრებს გულითადად უმასპინძლდებიან. სტუმრები პატივისცემის ნიშნად ლამაზად იცვამენ, მასპინძლის სახლში შესვლის წინ ფეხზე იხდიან და მასპინძელს საჩუქარს მიართმევენ ხოლმე, საჩუქრები არაპომპეზურია და სტუმრის დასანახად იხსნება. ყაზახები სტუმარს მწვანე ან შავ [[ჩაი|ჩაის]] პატარა ფინჯნით მიართმევენ ხოლმე. ტრადიციულად მასპინძელი ფინჯანს ნახევრად გაუვსებს სტუმარს და დანარჩენს შემდეგ დაუმატებს, რათა მას ჩაი არ გაუცივდეს. ამგვარი ჟესტი ერთგვარი შეთავაზებაა იმისა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობით მშვიდ და შინაურულ გარემოში დატკბნენ. მეორეს მხრივ თუ მასპინძელი ჭიქას ბოლომდე გაავსებს, სტუმარი ჩათვლის რომ მალე უნდა წავიდეს შინ. ყაზახები შავ ჩაის ძირითადად [[რძე|რძითა]] და ნაღებით მიირთმევენ, მწვანე ჩაის კი არაფერს აყოლებენ. თუ ჩაი ძალიან ცხელია სტუმარმა ის მორევით უნდა გააციოს და არა შებერვით. ჩვეულების თანახმად სტუმარმა ჩაი მარჯვენა ხელით უნდა გამოართვას მასპინძელს და ამავე ხელით მიირთვას, რადგან მარცხენა ხელი ასოცირდება პირად ჰიგიენასთან და უწმინდურად ითვლება, ამას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თუ მასპინძელი ღრმად მორწმუნე [[მუსლიმი|მუსლიმია]]. პურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მოწიწებით ეპყრობიან არა მარტო ყაზახებში, არამედ მთელს [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]]. პურს ყაზახები სტუმარს სთავაზობენ ჩაისთან ერთად, მაგრამ თუ სტუმარს დრო არ აქვს ხანგრძლივი ვიზიტისთვის მაშინ ჩაის გარეშეც. თუ სტუმარს პური მორჩება არ უნდა გადააგდოს და მაგიდაზე უნდა დატოვოს, რომ არ შეურაცხყოს მასპინძელი.<ref name=":0" /><ref name=":10">Kurylev, Vadim Petrovich. 2011. “Culture Summary: Kazakh.” New Haven, Conn.: Human Relations Area Files. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rq02-000</nowiki>.</ref>
 
=== სადილობა ===
სადილობა ყაზახებისთვის სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ყაზახები ჭამამდე სტუმრებს წესისამებრ ხელს აბანინებენ, რადგან მათ შესაძლოა ზოგი კერძის მირთმევა ჭურჭლის გარეშე მოუხდეთ. სტუმრები თავიანთი ნებით არ უნდა დასხდნენ, არამედ უნდა დაელოდონ მასპინძელს, რომელიც მათ საოჯახო იერარქიის მიხედვით მიუჩენს ადგილებს. სასადილო ადგილი იატაკზე დაფენილი ქსოვილია, რომელსაც [[დასტრახანი]] ეწოდება. სტუმრები ყურადღებით უნდა იყონ რომ ამ ქსოვილს ფეხი არ დაადგან, რადგან ეს სხვა სტუმრებისა და მასპინძლის უპატივცემულობად ჩაეთვლებათ. ასევე დასტრახანთან ჯდომისას სტუმარმა ფეხის ტერფები არ უნდა მიუშვიროს სხვა სტუმრებს. ზოგიერთ მასპინძელს სადილობამდე ლოცვის თქმაც სჩვევია. ჭამა იწყება პურით, ჩაით, ხილით, თხილეულობით, ტკბილეულობით და სხვა სასუსნავებით. ყაზახების ტრადიციული და ყველაზე საყვარელი სასმელი, რომელსაც სადილობისას მიირთმევენ არის ცხენის რძე. ყაზახები იცავენ დანა-ჩანგლის ეტიკეტს. სტუმრებს შეუძლიათ თვითონაც გადაიღონ კერძი ან დაელოდონ მასპინძელს. მთავარი კერძებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი, რომელიც დელიკატესად ითვლება არის მოხარშული ცხვრის თავი. ცხვრის თავის დაჭრის ვალდებულება აკისრია სტუმარს, რომლის საპატივცემულოდაც იმართება სუფრა. სტუმარი [[ცხვარი|ცხვრის]] თავს დაჭრის და დაურიგებს ოჯახის წევრებს იერარქიის მიხედვით. ბავშვებს წილად ხვდებათ ცხვრის ყურები, რაც სიმბოლურად გულისხმობს რომ ისინი მშობლებს უფრო ყურადღებით მოუსმენენ. [[ოჯახი|ოჯახის]] საუკეთესო მეგობრებს მზრუნველობისა და ყურადღების ნიშნად მიართმევენ თვალებს. ცხვრის ხორცის დარჩენილი საუკეთესო ნაწილები მოხუცებს და სხვა სტუმრებს ეკუთვნით. მასპინძლები მოელიან რომ სტუმრები გემრიელად შეექცევიან თავიანთ წილს და როცა თეფშს დააცარიელებენ ისევ დაუმატებენ ხოლმე. თუ სტუმარს აღარ უნდა რომ კიდევ დაუმატოს მასპინძელმა საჭმელი, მაშინ თეფშზე მცირეოდენი ულუფა შეუჭმელად უნდა დატოვოს, რაც დანაყრების ნიშნად ითვლება. სტუმრებმა აუცილებლად უნდა უთხრან და მთელი სადილობის განმავლობაში უმეორონ მასპინძელს კომპლიმენტები კერძის ხარისხთან დაკავშირებით. სადილობის დასასრულს ყაზახები ლოცულობენ და სტუმრები მასპინძელს მადლობას უხდიან. <ref name=":0" /><ref name=":10" />
 
=== სამზარეულო ===
ყაზახური სამზარეულოს მთავარი შემადგენელი ნაწილია ხორცი. [[ვეგეტარიანელობა]] ყაზახებისთვის დამახასიათებელი არ არის. ცხვრის, საქონლისა და ცხენის ხორცი ყაზახებს ყველაზე მეტად უყვართ. გამორჩეული ყაზახებისთვის არის ცხენის ხორცი, რომლისგანაც ისინი ამზადებენ  ნაწლავებში გახვეულ სოსისებს. უყვართ შებოლილი ცხენის ხორცი და კისრის ქონიც. „ხუთი თითი“ არის ყველაზე პოპულარული ყაზახური საჭმელი, რომელიც მზადდება მოხარშული ცხვრის ან ცხენის ხორცისგან, ხახვისგან და მაკარონისგან. პოპულარული ყაზახური კერძია [[კუურდაკი]], რომელიც ცხოველების გულ-ღვიძლისგან, თირკმლებისგან და ცხიმისგან მზადდება. ბატკნის ხორცისგან ყაზახები ამზადებენ გუფთას. გარდა წითელი ხორცისა ყაზახები ჭამენ წიწილის ხორცს და [[თევზები (მრავალმნიშვნელოვანი)|თევზს]], [[ხიზილალა]] კი დელიკატესად ითვლება. როგორც ტიპიური აზიელები ყაზახებიც ამზადებენ ხორცისა და ბოსტნეულის ფლოვს. ყაზახების სამზარეულოში შედის ხორცის ბულიონიც და რძის პროდუქტებიც. ყაზახური სასმელებია აქლემის რძე, ცხენის რძე და [[არაყი]].<ref name=":0" />  
 
=== ჩაცმულობა ===
ყაზახურ ტრადიციულ [[ტანისამოსი|ტანისამოსს]] დიდი ხნის ისტორია აქვს. დღეისთვის ყაზახები ტრადიციულ ტანისამოსს ყოველდღიურად აღარ იცვამენ და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისათვის იყენებენ. კაცის ტრადიციული ყაზახური სამოსის აუცილებელი ატრიბუტია სარტყელით შეკრული შალის [[მანტია]], რომელის შიგნით ყაზახებს თეთრი მაისური ეცვათ. ყაზახი კაცები ჩითის შარვალს ტყავის მაღალყელიან ფეხსაცმელთან იცვამდნენ. ყაზახების ტრადიციული, პასტორალური ეკონომიკის გავლენით ძველად ტანსაცმელი მზადდეობდა შალისგან, აქლემის ბეწვისგან, ცხოველის ტყავისგან და მატყლისგან. დღეს ყაზახური მოსასხამები მდიდრულადაა მოქარგული და [[ხავერდი|ხავერდისგან]] მზადდება. ყაზახი კაცები ბეწვის ქურქებსაც ატარებენ. ტანისამოსის შერჩევა ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით არის განპირობებული. ზაფხულში ყაზახ კაცებს ეხურათ ე.წ. „[[კალპაკი]]<nowiki/>“ რომელიც მათ მზისგან კარგად დაიცავდათ, ხოლო ზამთარში იხურავდნენ  „[[ტუმაკს]]<nowiki/>“ რომელიც ყურებსა და შუბლს ფარავდა.
 
ყაზახი ქალის ტრადიციული ტანისამოსი შედგება ხავერდისა და [[ბამბა (ბოჭკო)|ბამბისგან]] დამზადებული, მოვერცხლილი ქამრით შეკრული უსახელო გადმოსაცმელისგან და გრძელი კაბისაგან. საცერემონიალო ტანისამოსი მდიდრული ნაქარგებით გამოირჩევა და სამკაულებით არის გაფორმებული. ყაზახი გოგონები თავზე ლამაზ წითელ შარფს იხვევდნენ, რომელსაც ფარჩით აფორმებდნენ, ზამთარში კი [[თახვი|თახვის]] ბეწვის ქუდს იხურავდნენ. ქალისა და ქალიშვილის განსხვავება იმით შეიძლებოდა რომ ქალი თმას 8-14მაგად იპწნიდა ხოლო გოგონას ნაწნავი ორმაგი ან ოთხმაგი იყო. ყაზახი ქალების სამკაულები ძირითადად მეტალისგან მზადდებოდა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აზიური ორნამენტებით და მონეტებით იყო გაფორმებული. როგორც ქალებში ისევე კაცებში პოპულარული იყო კონუსური ქუდები და ამულეტების ტარება. <ref name=":11">Hudson, Alfred E. (Alfred Emmons). 1938. “Kazak Social Structure.” ''Yale University Publications In Anthropology''. New Haven, Conn.: Published for the Department of Anthropology Yale University, by the Yale University Press ; H. Milford, Oxford University </ref><ref name=":0" />
 
=== მისალმება და კომუნიკაცია ===
ტრადიციული ყაზახური მისალმება [[გენდერი|გენდერსა]] და სოციალურ ურთიერთობებს ეფუძნება. კაცები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით ესალმებიან, მისალმებისას იღიმებიან და აუცილებლად თვალებში უყურებენ ერთმანეთს. ახლო მეგობრებში ჩახუტებაც მიღებულია. ქალებს შეუძლიათ ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით ან თავის დაკვრით მიესალმონ, თუ ისინი ახლობლები არიან ლოყაზე კოცნის უფლებაც აქვთ. ქალსა და კაცს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ მისალმებისას ხელის ჩამორთმევის უფლება, თუ ისინი არ არიან ღრმად მორწმუნე [[მუსლიმები]] და შეხება არ ეკრძალებათ. კაცმა ქალს უნდა აცადოს მისალმების ინიციატივის გამოჩენა.<ref name=":11" />
 
=== ქორწინება ===
ყაზახებში ქორწილს სიძისა და პატარძლის ოჯახი ერთად აწყობდა. ზოგჯერ გოგოსა და ბიჭის დანიშვნა მათი დაბადებისთანავე ხდებოდა და შემდგომ ოჯახებს შორის ქორწილის თაობაზე მოლაპარაკებები წარმოებდა. ძირითადად ქორწინება [[ოჯახი|ოჯახის]] გამდიდრებისა და კლანის გაფართოების ინტერესებს ემსახურებოდა და არა სიყვარულს, ამიტომაც აკრძალული იყო [[ეგზოგამია]]. დღეს სიტუაცია შეცვლილია, ახალგაზრდები თავისი სურვილით ირჩევენ მეუღლეს, თუმცა, მშობლების აზრი გადამწყვეტია. [[მზითვები]] ოდითგანვე ქორწინების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო, სიძისა და პატარძლის მშობლები ერთად მსჯელობდნენ ხოლმე პატარძლის ფასზე. ქორწილის სისრულეში მოსაყვანად სიძის ოჯახი პატარძლის ოჯახს წარუდგენდა ძვირფასეულობასა და ბუს ბუმბულებს. პატარძლის ოჯახი დიდ სკანდალს გადარჩებოდა თუ პატარძალი დროულად დაფეხმძიმდებოდა. ყაზახეთში არსებობდა პატარძლის მოტაცების ტრადიციაც, რომელიც შემდეგ ყაზახურ გამონათქვამს ეფუძნებოდა „ თუ გაძლევენ ხელიდან აიღე, თუ არ გაძლევენ-გზიდან“.
 
თუ ყაზახი ოჯახი თავგამოდებული მუსლუმანი არ იყო, მაშინ [[ისლამური კულტურა]] დიდ როლს არ თამაშობდა ყაზახური ქორწილის ცერემონიაში. პირველ რიგში პატარძლის ოჯახი ვალდებული იყო გაემართა საქორწინო წვეულება, რაც პატარძლის სახლიდან ღირსეულად გაცილებისთვის იყო საჭირო. ყველაზე ცნობილი ტრადიცია რომელსაც ყაზახური ქორწილი შეიცავს იყო „ბეტაშარის“ ცერემონია, პატარძლის სიძის ოჯახის წინაშე წარდგენა. ხშირად სიძე და პატარძალი პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს ქორწილში. პატარძალს თავზე თავსაფარს შემოაკრავდნენ ხოლმე რაც ხაზს უსვამდა რომ ის გათხოვილი იყო. საქორწინო ცერემონია სრულდებოდა სიძის ოჯახში გამართული სადღესასწაულო ცერემონიით, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, რადგან რამდენიმე დღე გრძელდებოდა.<ref name=":11" /><ref name=":10" />
 
=== დაკრძალვა ===
ყაზახური დაკრძალვის ცერემონია როგორც ისლამურ ისე პრე-ისლამურ ელემენტებს შეიცავს. გარდაცვლილის ცხედარი სამი დღე ინახებოდა [[იურტა|იურტაში]], ყაზახების აზრით სულს 72 საათი სჭირდებოდა რომ სამოთხისთვის მიეღწია. ცხედარი იგივე სქესის წარმომადგენელ ოჯახის წევრებს უნდა დაებანათ და თეთრ სუდარაში გაეხვიათ. საბოლოოდ ცხედარი სასაფლაოზე მიჰქონდათ სადაც მოლა [[ლოცვა|ლოცვებს]] წაიკითხავდა. დასაფლავების ცერემონიაზე ქალები არ დაიშვებოდნენ, მათ მხოლოდ დასაფლავების შემდეგ შეეძლოთ საფლავის მონახულება. განსვენებულის ტანსაცმელი რჩებოდათ მათ ვინც მის გაპატიოსნებაში და დაკრძალვაში იღებდნენ მონაწილეობას. სამგლოვიარო პერიოდი გრძელდებოდა ერთი წელი. მესამე, მეშვიდე და მეორმოცე დღეს იმართებოდა სარიტუალო და საზეიმო თავყრილობები. წლისთავზე იმართებოდა გრანდიოზული სუფრა. გარდაცვლილის საფლავი მოპირკეთებული იყო ძირითადად ქვითა და აგურით. <ref name=":10" />
 
=== მუსიკა ===
ყაზახური ტრადიციული მუსიკა ვოკალურ-ინსტურმენტალური და [[ფოლკლორი|ფოლკლორულია]]. ვოკალური მუსიკა ძირითადად ცერემონიებზე და ფესტივალებზე იკვრებოდა. სიმღერის ტექსტი შეეხებოდა ისტორიულ მოვლენას, სიყვარულს, ოჯახის ისტორიას ან „ტერმეს“ ტიპის იყო და მორალს გადმოსცემდა. ყველაზე პოპულარული ყაზახური ტრადიციული მუსიკა არის „აიტისი“ რომელიც შეჯიბრებითი ხასიათისაა, ორი ადამიანი „აკინი“ ერთმანეთს სწრაფ იმპროვიზაციაში ეჯიბრება და ტექსტი ძირითადად სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს ეხება. ყაზახური პოპულარული მუსიკალური საკრავებია [[დობრა]] და [[კობიზი]], რომელთა კომპოზიციით იქმნება ყაზახური ფოლკლორის ნიმუშები, ე.წ. „კუის ხელოვნება“ რომლის ტექსტები ეხება ერის სულს, ბუნებას და ქალის სილამაზეს. <ref>Sadykova, Galiya Temirtonovna. "Kazakh Traditional Musical Culture: Worldview Universals." Middle-East Journal of Scientific Research, 2013. </ref>
 
=== ნოვროზობა ===
ყაზახები ყველაზე უფრო აქტიურად აღნიშნავენ ნოვროზის დღესასწაულს, რომელიც გაზაფხულის მოსვლისა და ცხოვრების ახალი ციკლის დაწყების აღნიშვნას უკავშირდება. ყაზახები ნოვროზს ზუსტად გაზაფხულის [[ბუნიაობა|ბუნიობის]] დღეს, 22 მარტს, აღნიშნავენ. ხელახლა დაბადება არის ნოვროზის მთავარი პასაჟი, გაზაფხული ნიშანია ზამთრის ყინულის დნობის დაწყების და საძოვრებისაკენ მიგრაციის დაწყების. განახლების აღსანიშნავად ყაზახები ყველაფერს ასუფთავებენ და ახალ ტანსაცმელს იცვამენ. საჭმელი დიდი რაოდენობით მზადდება სტუმრებისთვის გასანაწილებლად. ტრადიციულად ამ დღესასწაულისთვის ცხენის ხორცის კერძები და და იოგურტის სუპი მზადდება, რომელიც შვიდ ინგრედიენტს შეიცავს იმის ნიშნად რომ ნოვროზზე აღინიშნება შვიდი სათნოება:  ხელახლა დაბადება, ჯანმრთელობა, ბედნიერება, კეთილდღეობა, სიხარული, მოთმინება და სილამაზე.
 
სამხრეთ ყაზახეთში, სადაც თავგამოდებული მორწმუნე მუსლიმი ყაზახები ჭარბობენ, ნოვროზის დღესასწაული რელიგიური მნიშვნელობისაა და [[იმამი|იმამის]] თანხლებით აღინიშნება. ურბანულ მხარეებში ნოვროზის დღესასწაული როგორც [[სეკულარიზმი|სეკულარული]] მოვლენა ისე აღინიშნება. ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობა აწყობს საჯარო მსვლელობებს, სხვადასხვა შოუებს, ნაირ-ნაირი საჭმლითა და მუსიკის თანხლებით აძლევს დღესასწაულს კარნავალის სახეს.<ref>Eitzen, Hilda C. 1999. “Nawrïz In Kazakstan: Scenarios For Managing Diversity.” ''Contemporary Kazaks : Cultural And Social Perspectives''. New York: St. Martin’s Press. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rq02-016</nowiki>.</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაზახები“-დან