Sahelanthropus: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
2001 წლის პირველ ნოემბერს, მარჯვენა ზედა კბილი, რომელიც თავის ქალას ეკუთვნოდა, აღმოჩნდა ზუსტად იმ ადგილას სადაც თავის ქალა იპოვეს ფანონე გონგდიბეს მიერ. კბილი შეიცავდა ორ ფრაგმენტს, რომლებიც ზუსტად ჯდებოდა მარჯვენა კბილის ფესვში. TM 266-02-154-1( მარჯვენა ქვედა ყბა P4–M2-ით და P3-ის დ ა M3-ის ფესვები) და TM 266-02-154-3 (გვირგვინი მარცხენა M3-ის) აღმოაჩინეს, 2002 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 105 მეტრის დაშორებით ტოუმაის თავის ქალის აღმოჩენის ადგილიდან ჩრდილოეთით. TM 266-02-154-2 (ქვედა კბილი) პირველად იპოვეს 2002 წლის 30 იანვარს, ნ’დჯამენაში, როდესაც ხდებოდა ნარჩენების სკრინინგი და აღმოაჩინეს M3. აღმოჩენისას, იგი იყო მთლიანად ქვიშით ინკრუსტირებული, რის გამოც შეუძლებელი იყო ფოტოს გადაღება აღმოჩენის დროს. საბოლოოდ, TM 266-02-203 (ქვედა სიმფიზი პრემოლართან ერთად(დიდი კბილისა და ეშვსს შორის მდებარე კბილი), ეშვების ფესვები და მჭრელი კბილის ალვეოლური ნაწილი) აღმოაჩინეს 2002 წლის 12 მარტს, 12 მეტრით სამხრეთით, სადაც ნაპოვნი იქმნა მოშორებით ქვედა ყბა და მესამე დიდი კბილი(M3). ტომოგრაფიულ სურათებში ნაჩვენებია, რომ M3ის ფესვები დაზიანებულია, ხოლო 2 ფესვი გატეხილი, მისი გვირგვინი კი შემონახული შემორჩა, იგი იპოვეს რამოდენიმე დეციმეტრის მოშორებით, იმ ადგილიდან სადაც ქვედა ყბა იქნა აღმოჩენილი. ამ კბილს შემდგომში რეკონსტრუქცია ჩაუტარეს პოიტიერსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.
TM 292-02-01 არის ნაწილობრივი ქვედა ყბის ფრაგმენტი, რომელსაც აკლია მარჯვენა და მარცხენა უკანა მოლარები -M2. კორტიკალური ძვალი კარგადაა შემონახული, გარდა სიმპისიალური რეგიონის ანტერო-მედიალურ ქვედა ნაწილში, ასევე საჭრელი კბილების რეგიონის ალვეოლურ პროცესში. მარცხენა I2,C 1,M 1 და M2 ფესვები და მარჯვენა I1–I2,P 3 და M1–M2 ფესვები შემონახულია. მარცხენა M1,M 2-ის გვირგვინები და მარჯვენა M1ნაწილობრივ შენახულია, ასევე კარგ მდგომარეობაშია მარცხენა საჭრელი კბილის გვირგვინი. TM 247-01-02 არის ფრაგმენტული მარჯვენა ქვედა ყბის კორპუსი. ყველა ფესვი კარგადაა შემონახული. P3–M1-ისგვირგვინები ნაწილობრივ შენახულია, მაგრამ დაკარგულია M2–M3 კბილები. TM 292-02-01-ის კორპუსი გაცილებით წვრილია( მაქსიმალური სიგანე M1-ის, მართობული კორპუსის სიმაღლის არის 14.5მმ) ვიდრე წინათ აღმოჩენილი ეგზემპლარი- TM 266-02-154-1 (სხეულის მაქსიმალური სიგანე M1-ში არის 20.0მმ), ისევე როგორც ახლად აღმოჩენილ TM247-01-02 (სხეულის სიგანე M1-ში არის 16.1მმ).
ლოკაციაზე ნაპოვნი ქვედა ყბა ხასიათდება შემდეგი თვისებებით: აკლია მარჯვენა მესამე დიდი კბილი, P3-ის ფესვები მკაფიოდ დანახვადია შიდა დახრილი ხედით, ეს ფესვები ღრმადაა განფენილი ქვედა ყბის მთელ კორპუსში. ზედმეტად დიდი ბუკალური არე მედიალური ფესვის, აჩვენებს, რომ ეშვების დიდი ფესვი და ფესვის ზედა ნაწილი აშკარად მდებარეობდა უფრო შორს ვიდრე მისი ყელი. ეშვის ფესვის დიდი ზომა ბადებს ჰიპოთეზას, რომ ეს ქვედა ყბა მამაკაცს ეკუთვნოდა.<ref>{{Cite web|url=http://tchadberceauhumanite.monsite-orange.fr/file/b7ae808f9ddbb5711b4837eb56614517.pdf|title=Further details concerning fossils attributed to Sahelanthropus tchadensis (Toumaï)|last=|first=|date=|website=|publisher=Alain Beauvilain and Yves Le Guellec|access-date=}}</ref>
 
== პალეოეკოლოგიური შედეგები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Sahelanthropus“-დან