მალაიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
 
== ისტორია ==
პროტო-მალაიები ავსტრონეზიული წარმომავლობის ხალხი იყვნენ და ნავარაუდებია, რომ მათი მიგრაცია [[მალაის არქიპელაგი|მალაის არქიპელაგისკენ]] რამდენიმე ტალღად მოხდა ძვ. წ. 2500-დან ძვ. წ. 1500-მდე. ყველაზე მიღებული მოდელის თანახმად პროტო-მალაიების მიგრაცია მოხდა [[იუნანი|იუნანიდან]] მდინარე [[მეკონგი|მეკონგის]] გამოყენებით. არსებობს ძველი [[ჩინელები|ჩინელი]] და ინდოელი მოგზაურების ჩანაწერები, მათგან უძველესი დაახლოებით ძვ. წ. 600 წლის, სადაც საუბარია აგრარული კულტურამიწათმოქმედებასა და მეტალის წარმოებაზე მალაიების სოფლებში. მალაიების პირველი ისტორიულად არსებული პოლიტიკური ერთეული არის მალაკას სასულთნო (1402-1511), თუმცა [[შრივიჯაია|შრივიჯაიას]] იმპერიის ისტორიულ წყაროებში დაახლოებით 700 წლისთვის არის „მალაიას“ ხსენება, რაც ნიშნავს რომ ამ დროისთვის მალაიებს უკვე ჰქონდათ შესამჩნევი პოლიტიკური ერთეული. მალაკას სასულთნო, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა სრულიად დამოკიდებული იყო მის უნარზე ეკონტროლებია [[მალაკის სრუტე]], გახდა [[ისლამი|ისლამის]] ცენტრი [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში]], საიდანაც რელიგიამ ფეხი მოიკიდა მთელ რეგიონში. რელიაგიას ავრცელებდნენ სწავლულები და [[სუფიზმი|სუფები]]. 1500-დან 1800 წლებამდე [[მინანგკაბაუ|მინანგკაბაუები]], ბუგისები და აცენისები, დღევანდელ [[ინდონეზია|ინდონეზიაში]] მცხოვრები ეთნოლინგვისტური ჯგუფები, ცდილობდნენ მალაკის ნახევარკუნძულზე კონტროლის დამყარებას, ხოლო [[ნიდერლანდები]] და სხვა ევროპული კოლონიური სახელმწიფოები მალაკის სრუტეზე მონოპოლიის მოპოვებისთვის იბრძოდნენ. 1786 წელს [[ბრიტანეთის იმპერია|ბრიტანელებმა]] დაარსეს პინანგი, შექმნეს [[სინგაპური]] და დაიპყრეს  ქალაქი მალაკა, რათა შეექმნათ სრუტის დასახლებები, სტრეიტს სეტელმენტსი. შემდეგ ჩაერივნენ ნახევარკუნძულის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაში და შექმნეს ფედერაციული მალაიების შტატები, რომელიც 1909 წელს შეუერთეს არაფედერაციულ შტატებს და შექმნეს ბრიტანეთის მალაია. [[კალა|კალას]], [[კაუჩუკი|კაუჩუკის]] და [[პალმის ზეთი|პალმის ზეთის]] წარმოებისთვის ბრიტანეთის მალაიამ დაიწყო ჩინელების და ინდოელების ჩამოსახლება, ამან გამოიწვია პლურალური საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ეთნიკური მალაიების რიცხვი მოსახლეობის ნახევარს გაუტოლდა. მეორე მსოფლიო ომში მალაიზია [[იაპონიის იმპერია|იაპონია]]<nowiki/>ს ჰყავდა დაპყრობილი. ოკუპაცია იაპონიის დამარცხებასთან ერთად დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო 12 წლიანი ომი, რომლის შედეგადაც მალაიზიამ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოკლეხნიანმა ომმა ინდონეზიასთან კალიმანტანზე ტერიტორიული დავები მოაგრვარა. ეთნიკურმა დაძაბულობამ მალაიებსა და ჩინელებს შორის გამოიწვია სამოქალაქო არეულობა, რასაც 1969-1972 წლებში ხელისუფლების ცენტრალიზება მოჰყვა, მაგრამ კრიზისის დასრულებიდან დღემდე მალაიზიაში ჩამოყალიბდა მყარი პარლამენტი ხშირი კოალიციებითა და მრავალფეროვანი შემადგენლობებით. <ref name=":0" />
 
== კულტურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მალაიები“-დან