ყაზახები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავამატე ციტირება
ციტირების შესწორება
ხაზი 25:
ყაზახურის ძირითად დიალექტებს წარმოადგენენ ჩრდილო-ყაზახური, სამხრეთ-ყაზახური და დასავლეთ-ყაზახური. დიალექტებს შორის სხვაობა უმცირესია.
 
ყაზახურსა და დანარჩენ [[თურქული ენები|თურქულ ენებს]] საკმაოდ ახლო კავშირი აქვთ ერთმანეთთან და მათ შორის  მეტყველების გარკვეულობის საკმაოდ მაღალი დონე შეინიშნება. მაგალითად, ყაზახური და [[კარაკალპაკი]] განსაკუთრებით ახლოს არიან. როგორც ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, [[კარაკალპაკი]] ყაზახურის დიალექტს წარმოადგენს.<ref name=":5" />
 
=== ორთოგრაფია ===
ყაზახური, ისტორიულად [[მუსლიმანობა|მუსლიმი]] ხალხის ენა, 1929 წლამდე [[არაბული ანბანი|არაბული ანბანით]] იწერებოდა. რომაულით - 1929-დან 1940-მდე;  ხოლო საბჭოთა [[ოკუპაცია|ოკუპაციიდან]], 1940 წლიდან, [[კირილიცა|კირილიცათი]]. 1954 წელს დამწერლობამ მსუბუქი მოდიფიკაცია განიცადა. ახლა გამოიყენება სტანდარტული რუსული კირილიცას 33 ასო, რომელსაც ემატება ყაზახური ენის ჟღერადობის სპეციფიკური სიმბოლოები.<ref name=":5" /> 
 
=== ლინგვისტური სქემა ===
ხაზი 35:
ყაზახურ ენაში არსებული სუბიექტი-ობიექტი, [[ზმნა]] და სიტყვათა წყობა [[თურქული ენები|თურქული ენების]] სპეციფიკის ტიპური წარმომადგენელია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სხვა წყობების გამოყენება გარკვეული დისკორს სიტუაციის დროს.
 
ყაზახური განიცდის [[არაბული ენა|არაბული]], [[სპარსული ენა|სპარსული]] და [[რუსული ენა|რუსული]] ენების ლექსიკურ გავლენას.<ref name=":5">Comrie, B. 1992. "Turkic Languages." In W. Bright, ed. International Encyclopedia of Linguistics, Vol. 4:187-190. New York and Oxford: Oxford University Press.</ref>
 
=== როლი საზოგადოებაში ===
ხაზი 51:
მკვეთრი [[ორთოგრაფია|ორთოგრაფიული]] ცვლილებების გატარების რეფორმას უამრავი ოპონენტი ჰყავს. ყაზახეთის შემთხვევაში, ბევრი ადგილობრივი ინტელექტუალი და საზოგადო მოღვაწე ამტკიცებს, რომ კირილიცას ანბანის შეცვლით, მეოცე საუკუნის ყაზახური მწერლობა მომავალი თაობებისთვის ხელმიუწვდომელი და გაუგებარი გახდება. რის შედეგადაც, [[ყაზახეთი]] დაკარგავს თავის ლიტერატურულ ისტორიასა და იდენტობას. ასევე, ცვლილება საჭიროებს მასიურ გარანტიებს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, არა მხოლოდ [[გაზეთი|გაზეთებსა]] და [[ნოველა|ნოველებს]], არამედ სასკოლო სახელმძღვანელოებს, [[საგზაო ნიშნები|საგზაო ნიშნებს]], ქუჩების სახელებსა და ლინგვისტური ლანდშაფტის სხვა ყოველდღიურ მახასიათებლებს მოუწევთ სადამწერლობო [[სიმბოლო|სიმბოლოების]] შეცვლა.
 
დამწერლობის ცვლილების სურვილი შეიძლება გამოწვეული იყოს ყაზახური ენის რუსული ენის ჩრდილისაგან თავის დაღწევის, უფრო მეტიც, თავად ყაზახეთის სახელმწიფოს [[რუსეთი|რუსეთის]] გავლენისაგან გათავისუფლების სურვილით. მიუხედავად [[ნურსულთან ნაზარბაევი|ნაზარბაევის]] კომენტარისა, რომ ცვლილებას არაფერი აქვს საერთო გეოპოლიტიკურ მიზეზებთან, ანბანის ცვლილებას ზოგიერთი მოაზროვნე მაინც უკავშირებს პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას, რადგან მათი აზრით, უფრო გლობალური მისწრაფებები აღნიშნავს დასავლური იდეებისა და ღირებულებებისაკენ სვლას.<ref name=":6" />
 
გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ თუ [[კირილიცა|კირილიცას ანბანი]] პირდაპირი კავშირში აქვს [[რუსული ანბანი|რუსულთან]] და მასთან ასოცირდება, [[ლათინური დამწერლობა|ლათინური ანბანის]] მსგავსი იდენტიფიცირება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით არ ვლინდება. კირილიცასა და რუსეთის შემთხვევის საპირისპიროდ, ლათინურ დამწერლობას იყენებს რიგი სახელმწიფოებისა, რომლებიც ამავდროულად მნიშვნელოვან აქტორებს წარმოადგენენ საერთაშორისო სისტემაში. მკვლევართა ვარაუდით, ლათინურ დამწერლობაზე გადასვლამ შეიძლება ყაზახეთს მისცეს შანსი განავითაროს საკუთარი სახელმწიფოებრივი იდენტობა, რუსეთისგან დამოუკიდებლად.
 
ყაზახეთის გადაწყვეტილება (შეცვალოს თუ დაიტოვოს ამჟამინდელი დამწერლობა) სამომავლო პერსპექტივაში გარკვეული შედეგის მომტანი იქნება. არსებობს ვარაუდი, რომ ლათინურზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს [[პოსტსაბჭოთა სივრცე|ყოფილი საბჭოთა ქვეყნების]] მოტივირება, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, თავიანთი დამწერლობა [[კირილიცა|კირილიცასთვის]] მოერგოთ. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ რუსული ანბანის შენარჩუნება მანიშნება იქნება იმაზე, რომ ყაზახეთს არ სურს  თავის ახლო წარსულთან კავშირის გაწყვეტა. მეცნიერები გადაჭრით ვერაფერს ამბობენ, შედეგებზე მსჯელობა და წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია, რადგან მხოლოდ დრო გვიჩვენებს რომელ ასოთა წყობას შეითვისებს და შეინარჩუნებს [[სტეპი|სტეპების]] ენა.<ref name=":6">Furst, Jan. (2013) “Russian Language Still Important, While Kazakh Need To Be Learned, President Says”. ''The Astana Times.'' Magazine On-line. Available from<nowiki/>http://astanatimes.com/2013/10/russian-language-still-important-while-kazakh-need-to-be-learned-president-says/ ბოლო ნახვა 3 ივლისი, 2016.</ref>
 
== რელიგია ==
ხაზი 62:
ყაზახების რწმენას  [[თენგრიზე]] დასაბამი მისცა თურქულმა და მონღოლურმა ტომებმა. [[თენგრი]] ცის კულტს ნიშნავს.  თენგრის მიმდევრები საკუთარ არსებობას დაუსრულებელ ლურჯ ცას უკავშირებენ. მათი რწმენით ბუნების სულები იცავენ ადამიანებს. ყაზახების ნომადური ცხოვრების სტილი დაკავშირებული იყო მეცხოველეობასთან და სეზონურ მიგრაციასთან, ამიტომ დღეისთვის ყველა კარგად შესწავლილი რელიგიური სისტემა ბუნებას უკავშირდება. ყაზახების რელიგიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა [[ანიმიზმი|ანიმიზმსა]] და [[ტოტემიზმი|ტოტემიზმს]], მათ სწამდათ დედამიწის სულის, წყლის სულის, ცეცხლისა და რქოსანი პირუტყვის სულების. ყაზახურ კულტურაში ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა წინაპართა სულების რწმენა. ისინი ფიქრობდნენ, რომ წინაპართა სულები ცხოვრობდნენ მზეში, მთვარეში, მრავალი სახეობის ცხოველში, მათ შორის შინაურ ცხოველებშიც კი. მათი რწმენით  ბოროტება ანუ ,,ქეზირ“ (kesir) გამუდმებით  ებრძოდა სიკეთეს ანუ ,,ქეის“ (kei). თენგრიზმთან ერთად გავრცელებული იყო [[შამანიზმი]]. შამანები, რომელთაც ყაზახები ბაშქებს (baskhy)    უწოდებდნენ, ატარებდნენ მსხვერპლშეწირვებსა და სხვა რიტუალებს. გარდა ამისა, ისინი კურნავდნენ ადამიანებს და კავშირს ამყარებდნენ სულებთან. შამანი შეიძლებოდა ყოფილიყო ქალიცა და კაციც. თითქმის ყოველთვის მას შეეძლო მუსიკალურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, რადგან მუსიკა ზოგიერთი რიტუალის განუყოფელი ნაწილი იყო.<ref>Privratsky, Bruce, G. 2001. "Muslim Turkistan : Kazakh religion and colective  memory. " Richmond : Curzon Press.</ref>
 
ისლამის გავრცელება ყაზახთა შორის დაიწყო მერვე საუკუნეში, მას შემდეგ რაც [[არაბები|არაბებმა]] დაიპყრეს [[ცენტრალური აზია]]. მიუხედავად ამისა, ამ რელიგიამ ფეხი ვერ მოიკიდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. [[კლიმატი|კლიმატისა]] და გეოგრაფიული გარემოს გამო ყაზახებს სპეციფიკური ცხოვრების სტილი ჩამოუყალიბდათ, რაც რთულ პირობებს ქმინდა ისლამის დასამკვიდრებლად. მუდმივი გადაადგილების გამო შეუძლებელი იყო ზოგიერთი რელიგიური ცერემონიის ზედმიწევნით შესრულება, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ცერემონიაა [[ნამაზი]]. ნომადური ცხოვრების სტილი ვერ ეგუებოდა რუტინულ რიტუალებსა და განსაზღვრულ დროს ლოცვას. ისლამი ბევრად უფრო მოწესრიგებული და განსაზღვრულია, ვიდრე თენგრიზმი და სხვა მკვიდრი რწმენები, სწორედ ამიტომ მისი გავრცელება ძალიან ნელა მოხდა.<ref name=":0" />
 
შედარებით უფრო სწრაფად გავრცელდა ისლამის მისტიკური ფორმა, [[სუფიზმი]], სამხრეთ ყაზახეთში.  სუფიზმი დაფუძნებულია თვითჩაღრმავების გზით ამ ქვეყნადვე [[ალაჰი|ალაჰთან]] პირდაპირ, პერსონალურ კავშირზე. სუფური საძმოები ერთიანდებოდნენ სულიერი ლიდერის, [[შაიხი|შაიხის]], ირგვლივ. ის ასწავლიდა მათ [[მედიტაცია|მედიტაციას]], ბუნების ჭვრეტას, მისტიკურ თუ ასკეტურ რიტუალებს. შაიხის გარდაცვალების შემდეგ მისი საფლავი წმინდა ხდებოდა საძმოსთვის. ამგვარი პრაქტიკა უფრო მეტად ერგებოდა ნომადური ცხოვრების სტილსა და ყაზახების რელიგიურ შეხედულებებს, მაგალითად, გარდაცვლილი შაიხის საფლავის სიწმინდედ აღქმა ერთიმხრივ ერგებოდა ნომადურ რწმენას წინაპართა სულებზე. ყაზახი პოეტები სუფურ იდეებს თავიანთ შემოქმედებაში გამოხატავდნენ. ისლამის პროპაგანდაში სუფებს საკმაოდ დიდი როლი შეჰქონდათ, სუფთა ორდენის დამაარსებელი სუფი [[ხოჯა ახმედ ისავი]] ნომადი მუსლიმებისთვის მეორე სულიერი ლიდერი გახდა წინასწარმეტყველი [[მაჰმადი|მუჰამედის]] შემდეგ.<ref name=":7">Eskaliyevich Moldagaliyev, Bauyrzhan. Smagulov, Murat. Menlibekovich Satershinov, Bakhitzhan. Sagikyzy, Ayazhan. “Synthesis Of traditional And Islamic Values In Kazakhstan”. European Journal of Science and Technology. (2015) Vol. 11, No. 5. Database On-line. Available from <nowiki>http://www.ejst.tuiasi.ro/Files/54/20_Moldagaliyev%20et%20al.pdf</nowiki></ref>
 
[[ორთოდოქსული ისლამ|ორთოდოქსულ ისლამსა]] და სუფიზმს შორის არსებობს გარკვეული დაშორება, თუმცა საბოლოოდ ყაზახურ კულტურაში მოხდა ორივე მათგანის სხვადასხვა ასპექტის სინთეზი. ამგვარად, წარმოშვა ისლამის არაფორმალური ვერსია, გარდა ამისა, შენარჩუნებულ იქნა ადგილობრივი ძირძველი რელიგიური პრაქტიკა. ცის კულტსა და შამანიზმს არ დაუკარგავს  აქტუალობა ყაზახურ საზოგადოებაში, მოხდა ერთგვარი შერწყმა ისლამის ღირებულებებთან.
 
მე-19 საუკუნეში, რუსული იმპერიის ბატონობის პერიოდში, ყაზახთა სტეპებზე ასახლებდნენ [[სლავები|სლავებს]], ძირითადად, [[რუსები|რუსებს]], [[უკრაინელები|უკრაინელებსა]] და და [[ბელარუსები|ბელარუსებს]], რათა გაევრცელებინათ რუსული [[მართლმადიდებლობა]] და [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ტრადიციები. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო ყაზახების რელიგიურ აღმსარებლობებს შორის სხვაობის გაღრმავებას.<ref name=":8">Prof. Dr. Edelbay, Sanya .2012. "Traditional Kazakh Culture and Islam. " USA: Centre for Promoting Ideas. Article On-line. Available from p://ijbssnet.com/journals/Vol_3_No_11_June_2012/15.pdf</ref>
 
ისლამი არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რევოლუციამდე, ის უფრო ყოფაცხოვრებაში მჟღავნდებოდა. ყაზახეთის [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში <nowiki/>[[ათეიზმი|ათეისტი]] მთავრობა ყოველგვარ რელიგიურ აქტივობას კრძალავდა. შამანები ფუნქციის გარეშე დარჩნენ, ისინი ვეღარ ქადაგებდნენ, ამასთან, საბჭოთა სამედიცინო სისტემამ მათი, როგორც მკურნალის, როლიც ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში ყაზახებს ჰქონდათ რელიგიური თავისუფლების გამოცდილება, საბჭოთა კავშირმა გარკვეული გავლენა მოახდინა შემდგომ რელიგიურ პრაქტიკასა და პოლიტიკაზე.
ხაზი 76:
გარდა ამისა, გაჩნდა უამრავი ახალი რელიგიური კონცეფცია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში შეიმჩნეოდა დიდი რაოდენობით [[მეჩეთი|მეჩეთისა]] და [[ეკლესია|ეკლესიის]]  რეკონსტრუქცია.  [[ყურანი|ყურანიცა]] და [[ბიბლია|ბიბლიაც]] ითარგმნა ყაზახურად.
 
ოფიციალური კვლევების მიხედვით დღესდღეობით ყაზახი მოსახლეობის 70% [[მუსლიმი|მუსლიმია]]. ამასთან, [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] [[ათეიზმი|ათეიზმის]] გავლენით მათი ნაწილი საერთოდ ინდიფერენტულია [[რელიგია|რელიგიის]] მიმართ, ეს  ტენდენცია უფრო მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაში შეიმჩნევა.<ref name=":7" />
 
ისლამის აღმავლობის პროცესი ერთი მხრივ დაკავშირებულია მის პოპულარიზაციასთან. [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] დაშლის შემდეგ გაიზარდა [[მეჩეთი|მეჩეთებისა]] და  მუსლიმური სასულირო სასწავლებლების რაოდენობა, მთავრობა ხელს უწყობდა რელიგიური ცხოვრების გამოცოცხლებას. დღესდღეობით ყაზახეთში 2,5 ათასი [[მეჩეთი|მეჩეთია]].  უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ხდებოდა [[მუსლიმანობა|მუსლიმური]] რელიგიის მიმდევარი. უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა მეჩეთში [[ჰაჯი|ჰაჯის]] შესასრულებლად.   [[ყურანი|ყურანის]] ყაზახურად თარგმნა დაეხმარა მოსახლეობას [[ნამაზი|ნამაზისთვის]] საჭირო [[ლოცვა|ლოცვების]] სწავლაში. ისლამის პოზიცია ასევე განმტკიცდა ოჯახურ ცხოვრებაში. მუსლიმანური ტრადიციების შესრულება უფრო მეტად იქცა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. რელიგიურ სასწავლებელთა დიდი ნაწილი შენდებოდა [[არაბული სამყარო|არაბული ქვეყნების]]   ინვესტიციებით, რომელთაც ისლამის პოპულარიზაციის სურვილი ამოძრავებდათ.<ref name=":8" />
 
ყაზახ მოსახლეობაში გავრცელებულია ისლამის განსხვავებული გაგება, გავრცელებული კონცეფციაა [[სუნიზმი|სუნიტური]] [[ისლამი|ისლამის]] სინთეზი პრე-ისლამურ რწმენასთან და [[ხოჯა ახმედ იასავის]] [[სუფიზმი|სუფურ]] დოქტრინასთან.  ყაზახებში რელიგიის სპეციფიკურობას სწორედ მისი განსხვავებულ ეროვნულ ტრადიციებთან დაკავშირება ქმნის. ყაზახები არ მიეკუთვნებიან ორთოდოქს მუსლიმანებს.  ისლამის კანონები და ტრადიციები მოითხოვს აქტიურ რელიგიურ ცხოვრებას. აუცილებელია, დღის განმავლობაში ხუთჯერ ლოცვა, თავის შეკავება ალკოჰოლისა და ღორის ხორცისაგან. ყაზახები მუსლიმურ კანონებს მკაცრად არ იცვენ, მაგალითად, მათი უმეტესობა დღეში ხუთჯერ არ ლოცულობს.
ხაზი 89:
 
==== რამადანი ====
[[რამადანი]] არის მეცხრე და უწმინდესი თვე ისლამის კალენდარზე. ამ პერიოდში მუსლიმებს ეძლევათ შესაძლებლობა განსაკუთრებული რწმენა გამოხატონ [[ალაჰი|ალაჰისადმი]].  ახალგაზრდებს, მოხუცებს, ავადმყოფებსა და ორსულ ქალებს აქვთ უფლება არ დაიცვან [[მარხვა]]. გარდა ამისა, მას, ვინც არ მარხულობს, შეუძლია მომარხულეს მოუმზადოს საჭმელი, რაც ასევე რწმენის გამოვლინებად ჩაითვლება. [[რამადანი|რამადანის]] დასრულებამდე მუსლიმები ტრადიციულად საკუთარ შემოსავალს უნაწილებენ ღარიბ ადამიანებს. მიუხედვად იმისა, რომ საკმაოდ ცოტა ყაზახი მარხულობს, ისინი  მაინც ამზადებენ განსაკუთრებულ ტრადიციულ კერძებს მზის ჩასვლის შემდეგ. სამხრეთ ყაზახეთში, სადაც ყველაზე მეტად არიან კონცენტირირებულნი  მორწმუნე [[მუსლიმანობა|მუსლიმანები]], ტურისტების მიერ  დღის განმავლობაში საკვების მოთხოვნა შეიძლება ცუდ ტონადაც კი ჩაითვალოს.<ref name=":0" />
 
==== ბაირამი ====
ფესტივალი ტარდება [[რამადანი|რამადანის]] დასრულების შემდეგ, ეს დღე დღესასწაულია ყველასთვის, მათთვისაც კი, ვინც არ მარხულობდა. ყაზახები წინასწარ ამზადებენ კერძებს და იცვამენ საუკეთესო ტანსაცმელს.  მეგობრები და ოჯახები ერთმანეთს დაუპატიჟებლად სტუმრობენ და ულოცავენ. ფესტივალზე არამუსლიმებსაც პატიჟებენ, მდიდარი ოჯახები მართავენ საჯარო დღესასწაულს.<ref name=":0" />
 
===== ყურბან -ბაირამი =====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაზახები“-დან