სემინოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''სემინოლე''' ამერიკულ-ინდიელთა ჯგუფია სამხრეთ ფლორიდაში. სემინოლი (Seminole) ინგლისური სიტყვაა და შესაძლოა წარმოიშვა Creek-ისა და ფრანგული სიტყვა cimarron-ის შერწყმით, რაც თავის მხრივ ნიშნავს შემდეგს: ერთ დროს მოშინაურებული ცხოველი კვლავ დაუბრუნდა ბუნებრივ მდგომარეობას. როდესაც Creek ინდიელებმა დატოვეს მათი მშობლიური საცხოვრებელი ტერიტორიები, ისინი გაერთიანდნენ სხვა განადგურებულ ინდიელ ტომებთან ერთად სამხრეთში, სადაც დღეს ფლორიდის შტატია. ისინი თავიანთ თავს უწოდებენ „წითელ ხალხს“ ან "Yatkitisci"-ს მიკოსუკიში (Mikasuki) და "Istica-ti"-ს Muskogee-ში.
XVIII საუკუნეში, მთელი კონტინეტის მასშტაბით, ევროპელი კოლონისტების დასახლებები და სასოფლო-სამეურენეო სავარგულები გაფართოვდა, რამაც გამოიწვია ინდიელი ტომების მასიური დისლოკაცია და სხვადასხვა ტერიტორიაზე. იმ პერიოდში ფლორიდის ნახევარკუნძული საფრანგეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ზოგიერთი ინდიელი ტომი სწორედაც ფლორიდაში გაიქცა, რადგან მათ არ უნდოდათ ბრიტანეთთან რაიმე კავშირის დამყარება. ფლორიდაში მიგრირებული ხალხი ცნობილი გახდა როგორც სემინოლები.
1980 წლისათვის სემინოლთა რიცხვი ფლორიდის შტატში დაახლოებით 2,000 იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ ფლორიდით არ შემოიფარგლებოდა. ისინი ასევე ოკლაჰომაშიც ცხოვრობდნენ. მესამე სემინოლთა ომის შემდეგ (1856 წელს) მათი რიცხვი 200-საც კი ვერ აღემატებოდა, თუმცა გადარჩენილებმა შეძლეს მობილიზება და თავიანთი ადგილის დამკვიდრება . სემინოლები საუბრობდნენ ორი ენით: Creek-თა და Mikasuki-ით. თუმცა დროთა განმავლობაში Creek ენა გახდა დომინანტი პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობებში. ამ ენის სწავლა აუცილებელი გახდა ყველასთვის.<ref name=":1">1)     Sturtevant, William C. (1971). "Creek into Seminole." In North American Indians in Historical Perspective, edited by Eleanor B. Leacock and Nancy O. Lurie, 92-128. New York: Random House.
 
2) Hudson, Charles (1976). The Southeastern Indians. Knoxville: University of Tennessee Press
ხაზი 16:
 
== დასახლებები ==
როგორც ყველა ტრადიცული საზოგადოებები, სემინოლები ცხოვრობდნენ მჭიდროდ დასახლებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებით გარშემორტყმულ ქალაქებსა და სოფლებში. მათ ჰქონდათ ცენტრალური მოედანი და შეხვედრის ადგილი, რომლებსაც ოთხივე მხრიდან საცხოვრებელი, რელიგიური თუ პოლიტიკური შენობები ესაზღვრებოდა. როცა სემინოლები ნახევარკუნძულის სამხრეთით გადაასახლეს და მოსახელბის რაოდენობა შემცირდა, ქალაქების იერსახე შეიცვალა და გადაიქცა ბანაკებად. როგორც წესი, აბორიგენული შენობები იაფიანი მასალით იგებოდა, ზაფხულში კი საერთოდ კედლის გარეშე რჩებოდა, რათა ჰაერს თავისუფლად ემოძრავა. ტროპიკებში გადასვლისას, ჭაობიანი გარემოს გამო სახლებს სპეციალური პლატფორმა გაუკეთეს. ასეთ გასაოცარ სტრუქტურას ეწოდება „chickee" <ref name=":1" />
[[ფაილი:Florida topographic map-en.svg|მინი|ფლორიდის ნახევარკუნძული]]
 
ხაზი 25:
 
=== საკვები ===
დღესდღეობით სემინოლები მიირთმევენ იგივე საკვებს და აქვთ მსგავსი მაღაზიები, რაც ჩვენი კულტურისთვისაა დამახასიათებელი. ისინი ტრადიცულ საკვებს ძირითადად დღესასწაულებზე აკეთებენ, გარდა სპეციალური სასმელისა (Sofk, რომელიც მზადდება პურის ქერისა ან მოხარშული სიმინდისგან), რომელიც მათ ყოველდღიურ ცხვორებაში გვხვდება. ძველად ისინი ხშირად იყენებდნენ ველურ მცენარეს რომელსაც Zamia ეწოდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სემინოლები არ იყენებდნენ „დღეში 3 საკვების“ ტენდენციას, რომელიც ევროპაში იყო გავრცელებული. ინდიელები მიირთმევენ საკვებს, როცა მშივრები არიან და ამიტომაც სახლში ყოველთვის არის მომზადებული წვნიანი.<ref name=":2" />
 
=== სამრეწველო და სავაჭრო ხელოვნება ===
ხაზი 34:
[[ფაილი:Chickee.jpg|მინი|სემინოლთა საცხოვრებელი სახლი - Chickee]]
ტრადიციულად ქორწილი მატრიარქატული ტიპის იყო (ანუ ქმარი საცხოვრებლად ცოლის ოჯახში გადადიოდა, რის შედეგადაც ცოლის ნათესავები ჭარბობდნენ ქმრისას) და პოლიგამიური (მრავალცოლიანობა) - ძირითადად სორორალური (კაცს ცოლად მეუღლის დებიც მოჰყავდა). ასეთი სახის ქორწინებები შტატის კანონების მიხედვით აიკრძალა XX საუკუნეში. დღესდღეობით უმეტესობა თავს არიდებს ნათესავთან ქორწინებას, თუმცა არიან ისეთი გამონაკლისები, რომლებიც არღვევენ კანონებს. დღეს დაშვებულია თემის გარეთ ქორწინება, თუმცა სემინოლთა უმეტესობა მაინც ინდიელზე ქორწინდება. ის ვინც უცხოტომის წევრზე შეუღლდებოდა ადგილობრივების დიდ გულისწყრომას იწვევდა. თუმცა XVIII საუკუნეში ბევრი „შერეული“ ქორწინება მოხდა, როდესაც ინდიელების ტომები და ურიცხვი სამხრეთ-აღმოსავლური ჯგუფები შეერთდა, რის შედეგადაც ფაქტიურად შეიქმნა სემინოლე. სემინოლთათვის განქორწინება ძალიან მარტივი იყო, როგორც ცოლისთვის ისე ქმრისთვის. თანამედროვე კანონმდებლობით განქორწინება უნდა მოხდეს ოფიციალურად, იურიდიულად.
სემინოელთათვის ჩვეულებრივია ის ფაქტი, რომ სტუმრად მოსული ნათესავი შესაძლებელია თვეობით დარჩეს. ბავშვის აყვანა და გაშვილება არსებობდა და არსებობს ორი მიზეზით. პირველი მიზეზი ისაა, რომ ყველას ჰქონოდეს შანსი გახდეს მშობელი. მეორე მიზეზი კი, დიდი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბანაკებში სტუმრის დასაბინავებლად, როგორც წესი, უცბად იწყობოდა დამატებითი Chickee (ტრადიციული სემინოლური სახლი) , რომლისთვისაც შენახული იყო ადგილი. დღესდღეობით თანამედროვე ოჯახებს მინიმუმ ერთი ოთახი აქვთ გამოყოფილი სტუმრისათვის. <ref name=":2">1)     Garbarino, Merwyn S. (1972). Big Cypress: A Changing Seminole Community. New York: Holt, Rinehart & Winston.
 
2) 1)     McReynolds, Edwin C. (1957). The Seminoles. Norman: University of Oklahoma Press
ხაზი 40:
 
=== მემკვიდრეობა ===
ტრადიციულად სემინოლური დასახლება კლანური სისტემით იმართებოდა. პირადი საკუთრება შესაძლებელი იყო ინდივიდუალური სურვილებით გასხვისებულიყო. დღეს კლანებს არანაირი ძალაუფლება არ აქვთ. მემკვიდრეობა კანონიერად წყდება. აღსანიშნავია, მათი ქონება ძირითადად მხოლოდ სახლებითა და მანქანებით შემოიფარგლება.
 
== სოციალურ - პოლიტიკური ორგანიზაციები <ref>1)     Garbarino, Merwyn S. (1988). The Seminole. New York: Chelsea House.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემინოლები“-დან