Sahelanthropus: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
== აღმოჩენის ისტორია, ექსპედიციის წევრები. ==
[[ფაილი:Fa325593ead2200bd568c79130f3324b 473.jpg|მინი|აჰუნტა ჯიმდუბალმეი, ფანონე გონგდიბე, მაჰამატ ადუმი და ალენ ბუვილენი.]]
საჰელანთროპუს ჩადენსისის მეცნიერული მშობელი არის ფრანგი პროფესორი მიშელ ბრუნეტი პუატიეს უნივერსიტეტიდან. ამ პალეონტოლოგისთვის, რომელმაც აქამდე 1995 წელს აღმოაჩინა აბელის, პირველი ავსტრალოპითეკის ყბა დასავლეთ აფრიკაში, ტოუმაის აღმოჩენა იყო ერთგვარი დამაგვირგვინებელი კარიერისა, რომელიც ავღანეთის ველიდან კამერუნამდე გრძელდებოდა. თუმცა, ავტორი სტატიისა, რომელიც აღმოჩენის მესამე დღეს გამოქვეყნდა „La Table Ronde“-ში, იყო არა ბრუნეტი, არამედ ერთერთი სხვა აღმომჩენი, ალენ ბუვილენი. მიზეზი იყო ის, რომ 2001 წლის 19 ივლისს, როცა საჰელანთროპუსის თავის ქალა აღმოაჩინეს მიშელ ბრუნეტი პუატიეში იმყოფებოდა. ამ დღეს გათხრებში მონაწილეობდა მხოლოდ 4 პიროვნება. აქედან 3 ჩადიდან, აჰუნტა ჯიმდუბალმეი,  ფანონე გონგდიბე, მაჰამატ ადუმი და ერთი ფრანგი, ალენ ბუვილენი. სწორედ ახალგაზრდა ბაკალავრმა სტუდენტმა, აჰუნტამ აღმოაჩინა ტოუმაი.<ref name=":1">{{Cite web|url=http://chadcradlehumanity.monsite-orange.fr/|title=The Human Adventure|website=chadcradlehumanity.monsite-orange.fr|access-date=2016-07-06}}</ref>
 
მიშელ ბრუნეტმა რამდენიმეჯერ აღნიშნა აჰუნტას ღვაწლი და მას უწოდა „საუკეთესო ნამარხებზე მონადირე გუნდში“. თუმცა, ამ აღიარების საწინააღმდეგოდ, მისი და 3 თანაგუნდელის შრომა შედარებით დაფარული დარჩა.
 
ალენ ბუვილენი, ჩრდილოეთ კამერუნზე თეზისის ავტორი, წარმოადგენს ისეთ მკვლევარს, რომელსაც გათავისებული აქვს აფრიკა. მას შემდეგ, რაც იგი ასწავლიდა იაუნდეს უნივერსიტეტში (1978-1989 წწ), ის ჩადგა ნ’ჯამენას სამსახურში. ის ძალზედ დაინტერესდა ჩადის უდაბნოთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იყო ომებისა და არსებული ნაღმების გამო. მან მოაწყო 28 სამეცნიერო მისია, რომელთა დიდი ნაწილი ნამარხების ძიებას ემსახურებოდა.<ref name=":1" />
 
„ტოუმაი, ადამიანის თავგადასავლის“ პირველ ნაწილში დეტალურად აღწერილია აღმოჩენის პროცესი. გეოგრაფი მარტივად ხატავს წინაპრის პირველად ნახვასთან დაკავშირებულ ემოციებს. ასევე, აღწერს, თუ როგორი სიფრთხილით გაახვიეს ნამარხის ნაწილები ქაღალდში და პატარა ნიმუშები მოათავსეს პლასტმასის ბოთლებში მისმა თანაგუნდელებმა, როგორ იჭედებოდა ტრანსპორტი ქვიშაში. ასევე, ალენ ბუვილენი აღწერს ამ აღმოჩენის წინ მდგომ მოვლენებს. მან 1992 წელს მოიპატიჯა მიშელ ბრუნეტი, რომელსაც იმ დროისთვის დინოზავრის ნამარხები ჰქონდა აღმოჩენილი, რათა ჩაეტარებინა კონფერენცია დ’ჯამენაში. პუატიელმა პალეონტოლოგმა ჩადის უდაბნოში პირველი ექსპედიცია მოაწყო 1994 წლის იანვარში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Sahelanthropus“-დან