შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| არეალის ლეგენდა =
}}
<references />'''შიმპანზე''' (Pan) — [[ადამიანის მსგავსი მაიმუნები]]ს გვარი. შიმპანზეები არიან ორი აფრიკული სახეობიდან ერთ-ერთი უდიდესი მაიმუნები, რომლებიცრომლები არ გადაშენებულან. თავდაპირველად Pan გვარში გაერთიანებულები, ერთ სახეობად ითვლებოდნენ. თუმცა, 1928 წლიდან ისინი მიიჩნევიან ორ განსხვავებულ სახეობად: ჩვეულებრივ შიმპანზედ (P. Troglodytes), რომელიც მდინარე კონგოს ჩრდილოეთით ცხოვრობს და ჯუჯა-ბონობოდ (P. Paniscus), რომელიც სამხრეთში ცხოვრობს. P. Troglodytes თავის მხრივ ოთხ ქვესახეობად იყოფა. ისინი დაახლოებით მილიონი წლის წინ გაიყარნენ. ყველაზე აშკარა განსხვავება არის ის, რომ შიმპანზეები უფრო დიდები, აგრესიულები არიან, მამრები დომინანტები, ხოლო ბონობო უფრო მშვიდია და ქალები არიან დომინანტები. შიმპანზეს სახეობა მშობლიურ სამკვიდროში დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ბინადრობს.
 
შიმპანზეები ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავები არიან და გენეტიკური მასალის 98 %-ს იზიარებენ. მიჩნეულია, რომ ადამიანებს და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ყავდათ, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შიმპანზეები ჩვეულებისამებრ ოთხ ფეხზე გადაადგილდებიან, თუმცა შეუძლიათ ორ ფეხზე სიარულიც. ტოტებზე ძრომიალით კი ხეებზეც, სადაც ძირითადად იკვებებიან, ეფექტურად გადაადგილდებიან. ჩვეულებისამებრ მათ ხეებზე სძინავთ. ზოგადად არიან ხილისა და მცენარეების მჭამელები, მაგრამ ასევე იკვებებიან მწერებს, კვერცხებს და ხორცს. შიმპანზეები იმ იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც იყენებენ იარაღებს. ისინი ფორმას აძლევენ და იყენებენ ჯოხებს, რათა მწერები მათი ბუდეებიდან გამოიყვანონ ან მათლები ამოთხარონ. შიმპანზეებს ასევე ადამიანებისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე ნიშანი აქვთ. მდედრებს შეუძლიათ შვილების გაჩენა წლის ნებისმიერ დროს. მდედრების რეპროდუქციული ასაკი 13 წელია, ხოლო მამრები ზრდასრულებად 16 წლის ასაკში მიიჩნევიან. მიუხედავად, უდიდესი მსგავსებისა, შიმპანზეებს ადამიანები ძალიან აზარალებენ. ისინი კვლავაც საფრთხეში არიან მონადირეების მიერ და საცხოვრებლის განადგურების გამო.
ხაზი 115:
====სიკვდილის აღქმა შიმპანზეებში====
 
შიმპანზეების სიკვდილთან დამოკიდებულების დასადგენად ჩატარებული ორი კვლევის შედეგები წარმოადგენენ ერთ-ერთ პირველ მკაფიო არგუმენტს ადამიანების გარდა სხვა ცხოველებში გლოვის არსებობის შესახებ და ამყარებენ იმ აზრს, რომ ევოლუციურად ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგარი შიმპანზე იზიარებს მრავალ ადამიანისათვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას სიკვდილის მიმართ.<ref name=":0">Balter, M. (2010, April 26). Chimps Grieve Over Dead Relatives. Retrieved from <nowiki>http://www.sciencemag.org/news/2010/04/chimps-grieve-over-dead-relatives</nowiki></ref>
 
გვინეაში, ბოსოუს ტყეებში ჩატარებულმა დაკვირვებამ შიმპანზეებზე აჩვენა შიმპანზეებში დედების მიერ გარდაცვლილ შვილებზე ზრუნვის შემთხვევები. 2003 წელს რესპირატორული დაავადების ეპიდემიამ ბოსოუს ტყეებში 5 შიმპანზე იმსხვერპლა, რომელთა შორისაც ორი მცირეწლოვანი- 1 წლის ჯიმატო და 2 წლის ვევე იყვნენ. გარდაცვლილ სხეულებს დედები, შესაბამისად, 68 და 19 დღის განმავლობაში ზურგზე მოკიდებულებს დაატარებდნენ და უკვე გამოფიტულ სხეულებს ბუზებისგან იცავდნენ. თუმცა დაკვირვების შედეგების სათანადო ინტერპრეტაცია ვერ ხერხდება, რამდენადაც მკვლევარებს შეუძლიათ დააკვირდნენ მხოლოდ შიმპანზეების ქცევას და არა მათ გონებრივ მდგომარეობას, რაც ართულებს იმის დადგებას თუ რამდენად აცნობიერებდნენ დედები შვილების გარდაცვალების ფაქტს.<ref name=":0" />
 
მეორე კვლევა, რომელიც ასევე შიმპანზეების სიკვდილთან დამოკიდებულებას ასახავს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა. 2008 წლის ნოემბერში 50 წელს Blair Drummond Safari and Adventure Park-ის ბინადარი გადაცილებული შიმპანზე პენსი ლეტარგიით დაავადდა.  3 ზრდასრული შიმპანზე, რომელთა შორისაც იყო პენსის 20 წლის ქალიშვილი როუზი, მას გამუდმებით უვლიდა და ღამით საკუთარი „საძინებლების“ ნაცვლად მის გვერდითაც კი იძინებდა. პენსის სიკვდილამდე 10 წუთით ადრეც სხვები განუწყვეტლივ განაგრძნობდნენ მასზე ზრუნვას, ხოლო როუზი მთელი ღამის განმავლობაში დედასთან დარჩა. ერთ-ერთმა შიმპანზემ ჩიპიმ კი პენსის სიკვდილის შემდეგ მისი პირის ახლოდან დათვალიერებითა და კიდურების გამოძრავებით მისი სიცოცხლის ნიშნები შეამოწმა. მას შემდეგ, რაც მომვლელებმა მეორე დღეს პენსის სხეული წაიღეს, დანარჩენი შიმპანზეები თითქმის მთელი კვირის განმავლობაში დასუსტებულები იყვნენ და ცოტას ჭამდნენ. პენსის სიკვდილით შიმპანზეებში გამოწვეულმა რეაქციებმა, რომლებსაც უამრავი მკვლევარი ამ შემთხვევამდე მხოლოდ ადამიანებისათვის დამახასიათებლად მიიჩნევდა, კვლევით ჯგუფს უჩვენა შიმპანზეებში სიკვდილისადმი ადამიანების მსგავსი მიდგომა.<ref name=":0" />
 
====სიცილი====
 
შიმპანზეებს, რომლებიც ადამიანების ახლო ნათესავები არიან ასევე შეუძლიათ სიცილი, თუმცა მათი ვოკალური აპარატი განსხვავებულია, რაც იწვევს იმას, რომ მათ მიერ გამოცემული ხმა მეტად ემსგავსება ქოშინს. ამასთან, ისინი იცინიან, როგორც ჩასუნთქვებით, ისე ამოსუნთქვებით ადამიანები კი - მხოლოდ ამოსუნთქვებით.<ref name=":1">Jonson, S. (n.d.). Emotions and the Brain. Retrieved April 01, 2003, from <nowiki>http://discovermagazine.com/2003/apr/featlaugh</nowiki></ref>
 
შიმპანზეებისათვის მშობლისა და ნაშიერს შორის პირველი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ადამიანების მსგავსად ღიტინს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის მათთვის ერთგვარი სოციალური ურთიერთობის, კომუნიკაციის საშუალებაა და შიმპანზეები მისი მეშვეობით თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთობიან. შიმპანზე ვაშუ ოჯახის წევრებთან ღიტინით 37 წლის ასაკშიც კი კავდებოდა.<ref name=":1" />
 
2015 წელს შიმპანზეებზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სპონტანური სიცილი ადამიანებში უნდა ჩამოყალიბებულიყო ადამიანებისა და შიმპანზეების საერთო წინაპრიდან. დაახლოებითკვლევის 5სუბიექტი მილიონიიყო წლის46 წინშიმპანზე ზამბიის(აფრიკა) 46 შიმპანზე თამაშის პროცესში. ისინი არჩეულები იყვნენ ზამბიის(აფრიკა) 4 სხვადასხვა კოლონიიდან, რათა გამორიცხულიყო ინდივიდუალური განსხვავებები. გამოყენებულ იქნა სპეციალური კოდური სისტემით, რომელიც სახის მოძრაობის მცირე ცვლილებასაც კი აფიქსირებს.<ref name=":2">Davila-Ross M, Jesus G, Osborne J, Bard KA (2015) Chimpanzees (Pan troglodytes) Produce the Same Types of ‘Laugh Faces’ when They Emit Laughter and when They Are Silent. PLoS ONE 10 (6): e0127337. doi:10.1371/journal.pone.0127337</ref>
 
ადამიანების ანალოგიურ სახის კონფიგურაციებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ შიმპანზეები ადამიანების მსგავსად პოზიტიური განწყობის გამოსახატადაც იღიმიან და ამისათვის იყენებენ ზედა ტუჩს, რითაც უარყოფილ-იქნა წინამორბედი მოსაზრება, რომ შიმპანზეს „ღიმილი“ შიშის შედეგად გამოწვეულ ღრენას გამოხატავდა. ამასთან შიმპანზეებს შეუძლიათ სახის 14 სხვადასხვაგვარი გამომეტყველების მიღება ორივენაირად: ხმის გამოცემის თანხლებით და ხმის გარეშე. აგრეთვე, აქტიური თამაშისას, როდესაც სხვა შიმპანზეებთან ფიზიკური კონტაქტი აქვთ მეტად იყენებენ უხმო სიცილს, ხოლო როდესაც ფიზიკური კონტაქტი არ აქვთ-ხმოვანს, რაც წარმოადგენს ემპირიულ მტკიცებულებას საიმისოდ, რომ, შესაძლოა, სიცილის მრავალმხრივი მოდელები შიმპანზეების კომუნიკაციისათვის სხვადასხვაგვარი შინაარსის მიცემას ემსახურება და კომუნიკაციის უფრო მრავალფეროვან და შინაარსობრივად ზუსტ ხასიათს სძენს.<ref name=":2" /> 
კვლევის სუბიექტი იყო 46 შიმპანზე ზამბიის(აფრიკა) 46 შიმპანზე თამაშის პროცესში. ისინი არჩეულები იყვნენ ზამბიის(აფრიკა) 4 სხვადასხვა კოლონიიდან, რათა გამორიცხულიყო ინდივიდუალური განსხვავებები. გამოყენებულ იქნა სპეციალური კოდური სისტემით, რომელიც სახის მოძრაობის მცირე ცვლილებასაც კი აფიქსირებს.
 
ადამიანების ანალოგიურ სახის კონფიგურაციებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ შიმპანზეები ადამიანების მსგავსად პოზიტიური განწყობის გამოსახატადაც იღიმიან და ამისათვის იყენებენ ზედა ტუჩს, რითაც უარყოფილ-იქნა წინამორბედი მოსაზრება, რომ შიმპანზეს „ღიმილი“ შიშის შედეგად გამოწვეულ ღრენას გამოხატავდა. ამასთან შიმპანზეებს შეუძლიათ სახის 14 სხვადასხვაგვარი გამომეტყველების მიღება ორივენაირად: ხმის გამოცემის თანხლებით და ხმის გარეშე. აგრეთვე, აქტიური თამაშისას, როდესაც სხვა შიმპანზეებთან ფიზიკური კონტაქტი აქვთ მეტად იყენებენ უხმო სიცილს, ხოლო როდესაც ფიზიკური კონტაქტი არ აქვთ-ხმოვანს, რაც წარმოადგენს ემპირიულ მტკიცებულებას საიმისოდ, რომ, შესაძლოა, სიცილის მრავალმხრივი მოდელები შიმპანზეების კომუნიკაციისათვის სხვადასხვაგვარი შინაარსის მიცემას ემსახურება და კომუნიკაციის უფრო მრავალფეროვან და შინაარსობრივად ზუსტ ხასიათს სძენს. 
 
===შიმპანზეთა ინტელექტი===
Line 153 ⟶ 151:
====მეხსიერება====
 
შიმპანზეების მახსოვრობასთან დაკავშირებით ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგი ადამიანებთან შედარებით მათ ჩამორჩენილობაზე მეტყველებდა.<ref>Cell Press. (2007, December 9). Young Chimps Top Adult Humans In Numerical Memory. ''ScienceDaily''. Retrieved July 5, 2016 from www.sciencedaily.com/releases/2007/12/071203094823.htm</ref>
 
2007 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და 3 წყვილი დედა-შვილი შიმპანზე, რომლებსაც წინასწარ შესწავლილი ჰქონდათ არაბული ციფრები 1-9 თანმიმდევრულად. ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ Touchscreen მონიტორზე უნდა გამოჩენილიყო ეს ციფრები, რამდენიმე ხნის შემდეგ ცარიელი უჯრებით შეცვლილიყო და ცდისპირებს მათი სწორი თანმიმდევრობით დაწყობა მოეხერხებინათ.
 
კვლევის ზოგადი შედეგის მიხედვით, ახალგაზრდა შიმპანზეები იყვნენ უფრო სწრაფები ვიდრე მათი მშობლები და აგრეთვე ადამიანები, რაც მიუთითებს განვითარებული ფოტოგრაფიული მახსოვრობის, ეიდეტიზმის შესახებ შიმპანზეებში, რაც გულისხმობს დეტალურად ზუსტი სურათის დამახსოვრებას საკმაოდ კომპლექსური სცენებისა.<ref>Inoue, S., & Matsuzawa, T. (2007). Working memory of numerals in chimpanzees. Current Biology, 17(23), R1004-R1005.</ref>
 
====ენა შიმპანზეებში====
 
პირველი სერიოზული ექსპერიმენტი შიმპანზესათვის ენის შესასწავლად 1950-იან წლებში ჩატარდა. კეით და კატერინ ჰეიესებმა შიმპანზე ვიკი აღზარდეს სახლში ისე, როგორც ადამიანის ნაშიერი. ისინი მაიმუნის ტუჩებს ამოძრავებდნენ, რათა ესწავლებინათ სხვადასხვა სიტყვების წარმოთქმა, თუმცა 6 წლის განმავლობაში ვიკიმ მხოლოდ 4 სიტყვის - „mama”,  “papa”, “cup”, “up” ინგლისურთან მიმსგავსებულად გამოთქმა ისწავლა და 7 წლის ასაკში ვირუსული მენინგიტით გარდაიცვალა.<ref>Wayman, E. (2011, August 11). Six Talking Apes. Retrieved from <nowiki>http://www.smithsonianmag.com/science-nature/six-talking-apes-48085302/?no-ist</nowiki></ref> 
 
ვიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ხმოვანი ენა შიმპანზესათვის შესაბამისი არ არის, რადგან მიუხედავად მათი თანამედროვე, დახვეწილი ფსიქოლოგიური მეთოდებისა დიდ წარმატებას ვიკისთვის ენის შესწავლის საკითხში ვერ მიაღწიეს.<ref name=":3">Gardner, R. A., & Gardner, B. T. (1969). Teaching sign language to a chimpanzee. Science, 165(3894), 664-672.</ref>  მკვლევარების მიერ შიმპანზეების ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ისინი ინტენსიურად იყენებენ ჟესტების ენას. მაშინაც კი თუ ტყვეობაში აღმოჩნდებიან სწრაფად ავითარებენ თხოვნის გამომხატველ თუ სხვა ჟესტებს.<ref name=":4">Premack, D. (1971). Language in chimpanzees. Science, 172, 808-822.</ref>
 
1960-იან წლებში ცოლ-ქმარი გარდნერები ატარებენ ექსპერიმენტს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდა შიმპანზე [[Washoe (chimpanzee)|ვაშუს]] ასწავლონ ნიშნების ენა. მათ შეარჩიეს პროექტი [[American Sign Language]] (ASL), რომელიც სხვადასხვა რეგიონული ვარიაციებით ჩრდილოეთ ამერიკაში სმენადავეითებულების მიერ გამოიყენება. შიმპანზეს შერჩევა მოხდა პირდაპირ ველური ბუნებიდან და საექსპერიმენტო ასაკის დაგვიანების თავიდან ასაცილებლად შეირჩა ზედმეტად ახალგაზრდა შიმპანზე, რომელიც 8-14 თვის იყო და ახალი დაწყებული ჰქონდა ხოხვაც კი.<ref name=":3" />
 
ვაშუ ლაბორატორიაში 1966 წელს მიიყვანეს. ასაკობრივი უმწიფობის გამო პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებულ შედეგებს ვერ აღწევდნენ. პირველი ნიშანი, რაც ვაშუმ აითვისა იყო „come, gimme“, რაც მაჯების მოძრაობას მოიცავდა დაძახების მინიშნებით.  წვრთნის პირველი სამი წლის განმავლობაში ვაშუმ 85 სხვადასხვა ნიშნის შესწავლა მოახერხა.  151 ნიშნის შესწავლის შემდეგ კი იგი ამ ნიშნებს უკვე სხვა შიმპანზეებსაც ასწავლიდა.<ref name=":4" />
 
2 წლის შემდეგ „ლექსიკონი“ უკვე 175 სიტყვამდე გაზარდა.  ვაშუმ ასევე აითვისა სხვადასხვა ნიშნების კომბინირება მარტივი წინადადებების ასაწყობად. მაგალითად, „come, gimme“-ს ნიშნის “tickle”-ს ნიშანთან კომბინირებით მას შეეძლო მოეხმო თავისი მწვრთნელები, რათა მისთვის მოეღიტინებინათ.<ref name=":4" />  უფრო ხანგრძლივ პერიოდში ვაშუმ 800 ნიშნის შესწავლა მოახერხა.<ref>Allen, G. R., Gardner, B. T. (1980). "Comparative psychology and language acquisition". In Thomas A. Sebok and Jean-Umiker-Sebok. Speaking of Apes: A Critical Anthology of Two-Way Communication with Man. New York: Plenum Press. pp. 287–329.[[International Standard Book Number|ISBN]] <nowiki/>[[%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%3ABookSources/0306402793|0306402793]].</ref>
 
ვაშუს წარმატების შემდეგ ფსიქოლოგმა ჰერბერტ ტერასმა კოლუმბიას უნივერსიტეტიდან პროექტის განმეორება გადაწყვიტა. საექსპერიმენტოდ შეირჩა შიმპანზე ნიმ ჩიმპსკი, რომელსაც სახელი ირონიულად ლინგვისტ ნოამ ჩომსკის გამო დაარქვეს, რომელიც დეკარტეს მოსაზრების დამცველი იყო, რომლის მიხედვითაც ენა მხოლოდ ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი. ნიმი თავდაპირველად ადამიანების ოჯახში იზრდებოდა და შესაბამისად ვაშუს მსგავსად მას როგორც ადამიანს ისე ექცეოდნენ. მოგვიანებით ნიმი წაიყვანეს ოჯახიდან და მისი ენის გაკვეთილები გაგრძელდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. ნიმი თითქმის იმეორებდა ვაშუს წარმატებებს. აგრეთვე წინადადებებს  გრამატიკულად სწორი თანმიმდევრობით ალაგებდა, მაგალითად, შემასმენელს ქვემდებარეზე წინ აყენებდა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერების კადრებად გაშიფვრის შემდეგ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ის წარმატებები, რომლებსაც ექსპერიმენტის მიმდინარეობისას აღწევდნენ იყო ხშირად უბრალოდ მკვლევარების სიჩქარის ან მონაცემთა უზუსტობის შედეგი და  ნიმს ენა კი არ უსწავლია, არამედ მან უბრალოდ ისწავლა მასწავლებლების იმიტირება სხვადასხვა წამახალისებელი პრიზების მისაღებად. ასევე ნიმს არ შეეძლო კომუნიკაციის ინიცირება, მის მიერ აწყობილი წინადადებები ვერ იზრდებოდა სიგრძეში, განსხვავებით ბავშვებისაგან, რომელთა შემთხვევაშიც მათ მიერ ნასწავლ სიტყვების რაოდენობასა და წინადადებების სიგრძეებს შორის მტკიცე კორელაცია არსებობს.  ტერასმა აღიარა<ref>Wynne, რომC. შიმპანზეების(2008). ქცევებიAping იყოLanguage: მხოლოდa ტრენირებისskeptical შედეგიanalysis დაof ენაthe კვლავაცevidence რჩებოდაfor ადამიანისnonhuman განმსაზღრელ ელემენტად.
 
primate language. ''Skeptic (Altadena, CA)'', ''13''(4), 10-15.
</ref>ტერასმა აღიარა, რომ შიმპანზეების ქცევები იყო მხოლოდ ტრენირების შედეგი და ენა კვლავაც რჩებოდა ადამიანის განმსაზღრელ ელემენტად.<ref>Sobel, D. (1979, October 21). Researcher Challenges Conclusion That Apes Can Learn Language. Retrieved from <nowiki>http://www.nytimes.com/1979/10/21/archives/researcher-challenges-conclusion-that-apes-can-learn-language.html?_r=1</nowiki></ref>
 
===შიმპანზეების ურთიერთობა ადამიანებთან===
Line 192 ⟶ 193:
 
=== კვლევები და ექსპერიმენტები შიმპანზეებზე ===
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანის დნმ-ს 96% შიმპანზის გენომის ანალოგიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავება 10-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე თაგვისა და ვირთხის სახეობებს შორის, შესაბამისად ადამიანსა და შიმპანზეს შორის არსებული მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო განსხვავებების მიუხედავად ისინი ყველაზე ახლო ნათესავები არიან, რაც იმ აზრს დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც შიმპანზის გენომი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი გასაღებია ადამიანის ანატომიის, ევოლუციისა და რაც მთავარია გენომის შესასწავლად.<ref>http://news.nationalgeographic.com/news/2005/08/0831_050831_chimp_genes.html </ref>
 
ადამიანისა და შიმპანზის გენომის მსგავსებიდან გამომდინარე უამრავი კვლევა ჩატარდა ადამიანისთვის დამახასიათეელი ინფექციური დაავადებების, რეპროდუქციის, ენისა და ქცევის შესახებ. განსაკუთრებით მნიშნელოვანი აღმოჩნდა ისეთი ინფექციური დაავადებების შესწავლა და ვაქცინებზე მუშაობა, როგორებიცაა ჰეპატიტის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, და უამრავი სხვა.<ref>Chimpanzees in Research: Strategies for Their Ethical Care, Management, and Use. - http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK109752/ </ref> 
 
====შიმპანზეების როლი ჰეპატიტის კვლევაში====
 
შიმპანზეების მონაწილეობა გადამწყვეტი იყო ჰეპატიტის ვირუსის შესწავლის პროცესში არა მხოლოდ მსგავსების, არამედ იმ ფაქტის გამო, რომ ადამიანის გარდა, შიმპანზე ერთადერთი ცხოველია, რომლის A, B, C, D, და E ჰეპატიტით დაინფიცირებაც შესაძლებელია. შიმპანზეების კვლვის შედეგად განვითარდა და დაიხვეწა ადამიანებში ფართოდ გავრცელებული A და B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, რამაც მკვეთრად შეამცირა სისხლის გადასხმით მათი გავრცელების ტემპი და რაც მთავარია მიიღეს ვაქცინა, რითაც 92%-ით შემცირდა A და 82%-ით B ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი.<ref name=":0">https://www.faseb.org/Portals/2/PDFs/opa/Chimpanzees%20in%20Biomedical%20Research_IOM.pdf </ref>
 
რაც შეეხება C ჰეპატიტს, იგი ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დაავადებაა, რომლისგანაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამ ვირუსით უდრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე აივ ინფექციით. რეალურად 33-დან 1 ადამიანი 45-64 ასაკობრივ ზღვარში ისეა ინფიცირებული C ჰეპატიტით, რომ არც კი იცის ამის შესახებ. ასეთი საშიში და გავრცელებული დაავადების შესწავლაში კი ძალიან დიდი როლი შეასრულა შიმპანზეებზე კვლევების ჩატარებამ, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე დიდხანს მიმდინარეობდა. 1998 წლიდან 2007 წლამდე-მდე დაახლოებით 500 შიმპანზე იყო ჩართული მათთვის საზინო და მტკივნეულ კვლევებში, რასაც შედეგად ვირუსის შესწავლა და ანტივირუსული თერაპიის განვითარება მოჰყვა.<ref>An Assessment of the Use of Chimpanzees in Hepatitis C Research Past, Present and Future: 1. Validity of the Chimpanzee Model - Jarrod Bailey - http://www.neavs.org/docs/chimps_hep_c_research_1_bailey.pdf </ref>  
<references />
 
====მონოკლონალური ანტისხეულები====
 
შიმპანზეების როლი ასევე მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებებისა და სიმსიმვნის სამკურნალოდ გამოყენებადი მონოკლონარული ანტისხეულების თერაპიის შესწავლასა და ამ მხრივ განვითარებისათვის, რადგან მათი უჯრედული ზედაპირის რეცეპტორები და ციტოკინების თავისებურებები თითქმის ადამიანის იდენტურია. შიმპანზეებზე დატესტილი მონოკლონალური ანტისხეულებით იკურნება ისეთი დაავადებები როგორებიცაა B-უჯრედული არა-ხოჯკინის ლიმფომა, რამდენიმე ანთებითი და ართრიტული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ფსორიაზი და უამრავი სხვა.<ref name=":0" />
 
ამ და სხვა რამდენიმე წარმატებული გამოკვლევის და მნიშვნელოვანი სამედიცინო წინსვლის გამო შიმპანზეების გამოყენება ექსპერიმენტებში ძალიან ხშირი გახდა და დაიბადა იდეა, რომ მათი შესწავლით ადამიანისთვის დამახასიათებელ ისეთ რთულ დარღვევებსაც კი მოეძებნებოდა მკურნალობის გზა როგორებიცაა სიმსივნე, იმუნოდეფიციტი, ალცჰაიმერი და სხვა დაავადებები. თუმცა ეს იმედები მცდარი აღმოჩნდა, რადგან შიმპანზეებთან საერთო გენების დიდი პროცენტული რაოდენობის მიუხედავად კვლავ რჩება ათობით მილიონი დნმ-ს განსხვავებული თანმიმდევრობები და ამაზე ბევრად უფრო მეტი, მრავალფეროვანი გენების ექსპრესია, რაც შიმპანზეებისგან განასხვავებს ადამიანს და გაურდაუვალს ხდის იმ მარცხებს, რომლებიც მსგავს ესპერიმენტებს მოჰყვება.<ref>Why Chimpanzee-Testing in Medicine Had to End - John J. Pippin - https://www.independentsciencenews.org/health/why-chimpanzee-testing-in-medicine-had-to-end/ </ref>
 
====შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების შეზღუდვა====
ხაზი 213:
შიმპანზეების გამოყენებით ადამიანის ქცევების, ანატომიის და დაავადებების გამოკვლევებით მედიცინისა და ბიოლოგიის განვითარებასთან ერთად ხშირი აღმოჩნდა უშედეგო პროცედურებიც, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდა ამ ცხოველებს, რაც სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად გახდა საფუძველი იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა შიმპანზე უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თანდათან შემცირდა ისეთი შიმპანზეების რაოდენობა, რომლებიც ექსპერიმენტებს გაუძლებენ, რის გამოც უამრავმა მეცნიერმა უარყოფითად შეაფასა მათზე მსგავსი კვლევების ჩატარება.
 
შიმპანზეების რაოდენობრივი შემცირების გარდა ესპერიმენტების შეწყვეტა მოითხოვეს ეთიკის თვალსაზრისითაც, რადგან სწორედ ის ფაქტი, რომ შიმპანზეები ადამიანებთან ახლოს მყოფი სახეობები არიან, აქვთ განვითარებული გონება და ცნობიერება, მეცნიერებს აფიქრებინებთ, რომ მათი გამოყენება ისეთ კვლევებში, რომლებიც მათ რაიმე ზიანს აყენებს დაუშვებელია. Pascal Gagneux (ევოლუციური ბიოლოგი და პრიმატების ექსპერტი კალიფორნიის უნივერსიტეტში) აღნიშნავს, რომ შიმპანზეები არ არიან ლაბორატორიის ვირთხები ან თაგვები, ისინი უნიკალური ცხოველები არიან, რომელთაც სათანადო მოპყრობა და პირობები სჭირდებათ.<ref>http://news.nationalgeographic.com/news/2005/09/0906_050906_chimplabs.html</ref>
 
ზემოთ აღნიშნულ საფრთხეებს და ეთიკურ ფაქტორებს დაერთო ისიც, რომ ტექნოლოგია განვითარდა და უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება უკვე შიმპანზეების გარეშე გახდა შესაძლებელი, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი შენახვა და კვლევების ჩატარება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, გასაგები გახდება თუ რატომაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი აქტუალური შიმპანზეებზე აქტიურად კვლევების ჩატარების აკრძალვის საკითხი.
 
2010 წელს National Institutes of Health (NIH)-ისა და კონგრესის მოთხოვნით, მედიცინის ინსტიტუტმა (Institute of Medicine) და National Research Council-მა დაიწყეს ძირფესვიანი გამოძიება შიმპანზეების ბიომედიცინურ და ქცევით კვლევებში გამოყენების აუცილებლობაზე და ამ კვლევების როლზე უსაფრთხო და ეფექტური მედიცინის არსებობაში. ამ გამოძიების მიზანი იყო დაედგინათ თუ რამდენად საჭიროა შიმპანზეების ჩართვა იმ ნევროლოგიური, სოციალური და ქცევითი ფაქტორების დასადგენად, რომლებსაც ადამიანებში გავრცელებული დაავადებების განვითარებაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე აქვთ გავლენა.<ref>Chimpanzees in Biomedical and Behavioral Research: Assessing the Necessity. -  http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK91454/ </ref>
 
ამ კვლევის შედეგად შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების აკრძალვა არ მომხდარა, თუმცა დაწესდა გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები, რომლებიც ერთგვარ კრიტერიუმებს აწესებენ შიმპანზეებთან მოპყრობის შესახებ. ეს კრიტერიუმები შემდეგი მთავარი პუნქტებისგან შედგება:<ref>https://www.nationalacademies.org/hmd/~/media/Files/Report%20Files/2011/Chimpanzees/chimpanzeereportbrief.pdf</ref>
 
1. ჩატარებული კვლევებისგან მიღებული ცოდნა უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანთა ჯანმრთელობისათვის.
ხაზი 231:
===შიმპანზეების დღევანდელი სტატუსი===
 
შიმპანზეების რაოდენობის შემცირების პროცესი ამით არ დასრულებულა, შესაბამისად არც შეზღუდვის ღონისძიებები აღმოჩნდა საკმარისი მათ გადასარჩენად, ამიტომ შიმპანზეები სრულად დაცულ სახეობად გამოცხადდა და წითელ წიგნში (IUCN Red List) შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტების მსხვერპლობისგან დაცული იქნება ყველა ბუნებრივ პირობებში მცხოვრები, ველური და ლაბორატორიებში მყოფი შიმპანზე, რომელთა რიცხვიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ლაბორატორიებში 700-ზე მეტია. ლაბორატორიების შიმპანზეებს თანდათან მათთვის ბუნებრივ პირობებში გადაიყვანენ. აიკრძალა არა მარტო საზიანო პროცედურების ჩატარება და მათზე ნადირობა, არამედ მათი მომრავლება, გაყიდვა, შინაურ ცხოველად ყოლა, იმპორტ-ექსპორტი, შიმპანზეების სისხლით, უჯრედული და ქსოვილური ნიმუშებით ვაჭრობაც კი.<ref>http://www.natureworldnews.com/articles/15487/20150705/chimpanzees-finally-listed-endangered-both-wild-captive.htm</ref>
 
ბუნების მსოფლიო ფონდის (World Wide Fund for Nature; WWF) მონაცემებით დღესდღეობით 150-დან 250 ათასმდე შიმპანზეა მსოფლიოში შემორჩენილი, მათი უმეტესობა აფრიკის ტერიტორიაზე ბინადრობს, თუმცა ბევრად უფრო ფრაგმენტულად, გაფანტულად, მცირე ჯგუფებით ვიდრე აქამდე, რაც მათი გაქრობის წინაპირობაა. არსებობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ბენინის რესპუბლიკა, გამბია, ბურკინა-ფასო და სხვები, სადაც ეს სახეობა უკვე აღარ გვხვდება, რასაც მათი სამეცნიერო გამოყენების გარდა რამდენიმე სხვა მიზეზიც აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი არის შემცირება, ტყეების ჩეხვა, შიმპანზეების და სხვა ცხოველების იზოლირებაში მოქცევა, მათზე ნადირობა, ცოცხალი შიმპანზეების დაჭერა და შინაურ ცხოველად გაყიდვა. სერიოზული პრობლემაა ეპიდემიური დაავადებებიც, მაგალითად ებოლა, რომელმაც 2002 წელს დიდი რაოდენობით შიმპანზე და გორილა იმსხვერპლა და უამრავი სხვა საფრთხე, რომელთა თავიდან აცილებასაც ბუნების მსოფლიო ფონდი და წამყვანი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, აქტიურად ცდილობენ აფრიკაში დაცული ტერიტორიების შექმნით და გაძლიერებით, შიმპანზეზე ფოკუსირებული ეკოტურიზმის განვითარებით და შიმპანზეების არაკანონიერი ხოცვის შეჩერებით.<ref>http://wwf.panda.org/what_we_do/endangered_species/great_apes/chimpanzees/
 
ბუნების მსოფლიო ფონდის (World Wide Fund for Nature; WWF) მონაცემებით დღესდღეობით 150-დან 250 ათასმდე შიმპანზეა მსოფლიოში შემორჩენილი, მათი უმეტესობა აფრიკის ტერიტორიაზე ბინადრობს, თუმცა ბევრად უფრო ფრაგმენტულად, გაფანტულად, მცირე ჯგუფებით ვიდრე აქამდე, რაც მათი გაქრობის წინაპირობაა. არსებობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ბენინის რესპუბლიკა, გამბია, ბურკინა-ფასო და სხვები, სადაც ეს სახეობა უკვე აღარ გვხვდება, რასაც მათი სამეცნიერო გამოყენების გარდა რამდენიმე სხვა მიზეზიც აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი არის შემცირება, ტყეების ჩეხვა, შიმპანზეების და სხვა ცხოველების იზოლირებაში მოქცევა, მათზე ნადირობა, ცოცხალი შიმპანზეების დაჭერა და შინაურ ცხოველად გაყიდვა. სერიოზული პრობლემაა ეპიდემიური დაავადებებიც, მაგალითად ებოლა, რომელმაც 2002 წელს დიდი რაოდენობით შიმპანზე და გორილა იმსხვერპლა და უამრავი სხვა საფრთხე, რომელთა თავიდან აცილებასაც ბუნების მსოფლიო ფონდი და წამყვანი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, აქტიურად ცდილობენ აფრიკაში დაცული ტერიტორიების შექმნით და გაძლიერებით, შიმპანზეზე ფოკუსირებული ეკოტურიზმის განვითარებით და შიმპანზეების არაკანონიერი ხოცვის შეჩერებით.<ref>http://wwf.panda.org/what_we_do/endangered_species/great_apes/chimpanzees/
http://www.nature.com/news/us-government-gives-research-chimps-endangered-species-protection-1.17755
</ref>
 
===შიმპანზე ოლივერის უცნაური შემთხვევა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიმპანზე“-დან