თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რედაქტიული
ხაზი 104:
არჩილის ცნობით, თეიმურაზი ბოლომდე უარზე იყო ლევანის გაგზავნაზე, მაგრამ კახელებმა გამოართვეს და გაუგზავნეს შაჰს. ცბიერმა შაჰმა თეიმურაზს ერთგულება შეუქო და თვითონაც თავისთან იხმო. აწ უკვე აღარ ენდო მეფე ირანის მბრძანებელს. პარიზის ქრონიკის ცნობით, „გაგზავნა ბატონმა თეიმურაზმა თავისი დედა და ორი შვილი ლევანი და ალექსანდრე, სხვა მრავალი ფეშქაში გაუგზავნა და სახვეწარი წიგნი კიდევ მისწერა, ყაენს იამა მისვლა და დიდი პატივი და დიდი საქმე მიაპყრა და უბრძანა დედოფალს, თქვენ აქ მოხვედით და მნახეთო და მრავალი წყალობა უქადა და ახლა შენს შვილს ბატონს თეიმურაზს წიგნი, მისწერეო, მოვიდეს მნახოსო, მრავალ წყალობას უზამო და შენც და იმას თქვენსავე საბატონოში გაგისტუმრებო. და ყაენმა დაბრუნებაც მოინდომა და ყიზილბაშთ უფროს კაცებს ეს ლაშქრობა არ უნდოდა, მაგრამ ქართველნი და კახნი ვინცა ვინ ყაენის კარზე იყვნენ დაიწყეს ლაპარაკი, ყაენი და ერანის ლაშქარი აქამდისინ გარჯილხართო, სამის დღის სავალი დარჩომილაო, ჩვენ და ჩვენი შვილები აქ მზევალთ შეგვინახეთო, თუ თქვენ ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო, რადგან ხელმწიფე აქამდისინაო მობრძანებულაო, საქართველოს მიბრძანდეს და ნახოსო და თავისი ერტგული და ორგული იცნოსო“. ფ. გორგიჯანიძეც თითქმის ასევე გადმოგვცემს ამ ამბავს: „დიდის რისხვიანობათა და მრავლის ლაშქრით ყაენი ყარაბაღში მოვიდა. რა ეს ანბავი ბატონმან თეიმურაზ გაიგონა, თავისი დედა ქეთევან დედოფალი და თავისი და ელენე და თავისი ორი შვილი ლევანი და ალექსანდრე სხვას მრავალს ფეშქაშითა, სახვეწარი წიგნები ყაენს მიაგება. ყაენს იამა და დაბრუნება მოინდომა და არც ყიზილბაშთ უნდოდა ეს ლაშქრობა, მაგრა ვინც ქართველნი და კახნი ახლდნენ, დაუწყეს ყაენს ხვეწნა, რომ ჩვენი შვილნი და თავადები აქ მზევლათ მოგვისხამსო, თუ შენს ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო; რადგან აქამდისნი მობრძანებულხარო, საქართველო ინადირეთო და რომელიც გეპრიანების, ისრე გარიგეთო და მასუკან ნადირობითა და შექცევით დაბრუნდითო“.
 
ამ ცნობასთან ახლოსაა „დიდმოურავნიანის“ ხელნაწერებით დაცული სატაურის ცნობა: „სხვა მრავალი ფეშქაში და სახვეწარი წიგნი მიაგება. ყაენმა ერთგულებაში ჩამოართო და უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ბევრი მაბეზღარი ჰყავდა ქართლის მეფეს და კახთ ბატონს და არარ დააბრუნეს“. ამ სამი ცნობის მიხედვით ყაენი განჯიდან უკან დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ ქართველთა მაბეზღარობამ გამოიწვია მისი გამოლაშქრება.
[[1614]], [[ირანი]]ს [[აბას I|შაჰის აბას I-ის]] ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. [[1615]], კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.
 
თეიმურაზი არ ეახლა შაჰ-აბასს. განრისხებული შაჰი კახეთისკენ დაიძრა. თეიმურაზი და ლუარსაბი გაერთიანდნენ და სცადეს გამკლავებოდნენ მტერს. კახელებში არეულობა შეიქნა. მტრის აგენტები თეიმურაზს დამორჩილებას ურჩევდნენ. ყიზილბაშები კახეთს შემოვიდნენ, მეფე ქართლისკენ გაემართა, მაგრამ შაჰის მდევარმა რაზმმა გზა გადაუჭრა. ჟალეთს, მდინარე იორზე თეიმურაზი შეება ყიზილბაშთა ჯარს და გაიმარჯვა. აქედან მუხრანს გადავიდა და ლუარსაბს შეხვდა. ლუარსაბი და თეიმურაზი დარწმუნდნენ, რომ წინააღმდეგობას ვერ შეძლებდნენ. ქართველ ფეოდალთა ნაწილი უკვე შაჰს ხლებოდა და მორჩილება გამოეცხადებინა. „განიპარნენ ნუგზარ და იესე ერისთავნი, ამილახორი ანდუყაფარ, ფეშანგი ფალავანდიშვილი, აღთანგი ხერხეულიძე და მოვიდნენ განჯას წინაშე ყეენისა“, წერს ვახუშტი. პარიზის ქრონიკის ცნობით, შაჰი „კახეთს მივიდა თვესა იანვარსა ა“. ე. ი. იანვრის პიირველ რიცხვებში, ხოლო ბერი ეგნატაშვილის მიხედვით 5 იანვარს აიღო თორღას ციხე.
 
შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში 1613 წლის შემოდგომაზე მოხდა. წლის ბოლოს კი სტამბოლში ჩავიდნენ საქართველოს ელჩები, მათ შორის არქიეპისკოპოსი თეოდოსი და სამეგრელოს წარმომადგენელი. სულთანს სპარსელების შემოსევის ამბავი აცნობეს და დახმარება სთხოვეს. ოსმალეთი დახმარებას ჰპირდებოდა თუ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები მასთან ზავს დადებდნენ და მათზე დაკისრებულ ხარკს გადაიხდიდნენ. 1614 წელს გურიელსა და 1615 წელს დადიანსა და ოსმალეტს შორის მოხდა საზავო მოლაპარაკება. დადიანმა და გურიელმა ხარკის გადახდა იკისრეს<ref>მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1971, გვ. 258-261</ref>. საქართველოს მეფე-მთავრები ირანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ოსმალეთი მათ დახმარებას დაპირდა. ჩანს ამ საქმეში თეიმურაზიც იღებდა მონაწილეობას. მაგრამ სანამ ოსმალეთის დახმარების დაპირებას მიიღებდნენ, შაჰ-აბასმა კახეთი დაიკავა. „გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა და შემუსრა ხელიტა თვისითა წმინდა გიორგი ალავერდისა და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯვარნი და შემოსძარცვნა პატიოსანნი თვალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭთა მისთა, და ყო სამკაულად მათდა და შეაგინნა წმინდანი ეკლესიანი კახეთისანი და წამოემართა ქართლსა ზედა“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 393</ref>. კახეთის მოსახლეობის ორი მესამედი გაწყდა. ნანგრევებად იქცა ქალაქები და სოფლები, ქვეყანა გავერანდა. [[1614]] წელს, [[ირანი]]ს [[აბას I|შაჰის აბას I-ის]] ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. საწერეთლოში — საჩხერეში შეეგებათ იმერეთის მეფე გიორგი და ქუთაისს მიიპატიჟა. გამძვინვარებული შაჰ-აბასი გორს მოვიდა და იმერეთის მეფისაგან ქართლ-კახეთის მეფეები მოითხოვა. მეფე გიორგიმ სტუმრების გაცემაზე უარი განაცხადა. იმერეთის ელჩები: აფხაზეთის კათალიკოსი და ლევან აბაშიძე ეახლნენ შაჰ-აბასს და სთხოვეს ლუარსაბსა და თეიმურაზს შერიგებოდა.
 
[[16141615]], [[ირანი]]ს [[აბას I|შაჰის აბას I-ის]] ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. [[1615]]წელს, კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.
 
სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. [[1625]], როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძის]] მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და ფაქტობრივად იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო [[1632]] შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ ([[1615]], [[1618]], [[1624]], [[1635]] და [[1649]]) შედეგი ვერ გამოიღო. [[1620]] წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და [[1626]] წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]] (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა [[ურბან VIII|ურბან VIII-თან]] ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. [[1658]] თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. [[1661]] ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და [[ალავერდი]]ს მონასტერში დაკრძალეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან