სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ისტორია==
[[1856]] წლის 18 (30) მარტის [[პარიზის ტრაქტატისტრაქტატი]]ს პირობებს რუსეთის იმპერია ვერ ეგუებოდა. [[1877]] წელს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რევანშისათვის ხელსაყრელი დრო დადგა და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. საომარი მოქმედებები დაიწყო ორ ფრონტზე — [[ბალკანეთი|ბალკანეთსა |ბალკანეთსა]] და კავკასიაში[[კავკასია]]ში. ორივე ფრონტზე რუსეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია. [[1877]] წლის ნოემბერში რუსებმა ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ აიღეს [[პლევნა]], გადალახეს [[ბალკანეთის მთები]] და [[1878]] წლის 8 იანვარს [[ანდრიანოპოლი]] დაიკავეს. კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის არმიამ ასევე ვერ გაუძლო რუსეთის შეტევას. [[1878]] წლის 18 ნოემბერს რუსებმა [[ყარსი]] აიღეს. აჭარაში[[აჭარა]]ში [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროს გასწვრივ დაწყებული შეტევა წარმატებით ვერ განვითარდა, რადგან რუსებმა [[ციხისძირი]] ვერ დაიკავეს. ომი ისე დასრულდა, რომ ბათუმში ისევ ოსმალთა გარნიზონი იდგა.
 
1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) სტამბოლთან ახლოს დაბა სან-სტეფანოში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება<ref>«Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917». Москва. 1952</ref>.
 
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების მეცხრამეტე მუხლი ეხებოდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. მეცხრამეტე მუხლის ძალით ოსმალეთს რუსეთისათვის ომის დროს დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა ფული. ამ მიზნით განისაზღვრა თანხის ოდენობაც. სულ ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და ტერიტორიების უკან დაბრუნების სანაცვლოდ ოსმალეთს რუსეთისათვის უნდა გადაეხადა 1410 ათას ოთხას ათი) მლნ მანეთი. იმ ტერიტორიათა შორის, რომელიც რუსეთს დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა იყო: [[არტაანი]], [[ყარსი]], [[ბათუმი]], [[ბაიაზეთი]] და ტერიტორია [[სოღანლუღი|სოღანლუღამდე]]. საზავო ხელშეკრულების იგივე მეცხრამეტე მუხლში დაწვრილებით იყო აღწერილი ზემოთ ხსენებული ტერიტორიის საზღვრები. თუ ოსმალეთის რუსეთს დადგენილ თანხას არ გადაუხდიდა, საზღვარი რუსეთსა და ოსმალეთს შორის შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: არტაანი, ყარსი, ბათუმი და ბაიაზეთი რჩებოდა რუსეთის შემადგენლობაში. საზაზღვრო ხაზი იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე და გასდევდა მდინარეების [[ხოფისწყალი|ხოფასა]] და ჭოროხის[[ჭოროხი]]ს წყალგამყოფს, შემდეგ მიუყვებოდა მთებს, ისე რომ საზაზღვრო ხაზი ართვინის[[ართვინი]]ს სამხრეთით გადიოდა და ასე გრძელდებოდა მდინარე ჭოროხამდე (სოფლების ალატის და ბუშაგეტის მახლობლად). აქედან სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა მდინარეების [[თორთომი (მდინარე)|თორთომისა]] და ჭოროხის წყალგამყოფი მთების თხემს, გადიოდა სივრი-დაღის გადასასვლელზე, საიდანაც უხვევდა სამხრეთით და მიდიოდა ზივინამდე. ზივინის გზიდან სასაზღვრო ხაზი უხვევდა დასავლეთით, გადიოდა სოფელ არდოსტსა და ხორასანზე, საიდანაც დაეშვებოდა სამხრეთით სოღანლუღის მთებამდე, შემდეგ გასდევდა ალი-დაღის მთებს და სამხრეთიდან შემოუვლიდა ბაიაზეთს. მეცხრამეტე მუხლი ცალკე არ ადგენდა არტაანის, ყარსის, ბათუმის, ბაიაზეთის და ზოღანლუღამდესოღანლუღამდე ტერიტორიის ფასს. ბალკანეთში და კავკასიაში ოსმალეთისათვის დასაბრუნებელი ტერიტორიების საერთო ფასი განისაზღვრა 1100 (ათას ასი) მლნ მანეთით.
 
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების დადების დროისათვის ციხისძირსა და ბათუმში ისევ ოსმალეთის გარნიზონები იდგა.