იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 95:
 
=== გადასახლებაში ===
ავგუსტუსმა უარი თქვა ქალიშვილის სიკვდილით დასჯაზე და იგი მკაცრ პირობებში გადაასახლა. იულიას სამყოფელი კუნძული პანდატერიით შემოიფარგლებოდა. მის მახლობლად ერთი კაციც კი არ იყო. იულიას ღვინის დალევაც ეკრძალებოდა.<ref name="კასიუსი">Dioდიონ Cassiusკასიუსი 55.10</ref><ref name="სვ65" /> თავად კუნძულის ფართობი 1,75 კმ²-ზე ნაკლები იყო. გადასახლებულს უფლება არ ჰქონდა სტუმარი მიეღო თუ მამამისი საგანგებოდ არ დართავდა ნებას. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის ზუსტად კითხულობდა რა ასაკის, სიმაღლისა თუ გარეგნობის იყო იულიასთან მიმსვლელი პირი. იმასაც კი იძიებდა, რა გარეგნული ნიშნები და ნაიარევი ჰქონდა სხეულზე.<ref name="სვ65">სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'', 65</ref> სკრიბონია, იულიას ბიოლოგიური დედა, შვილს თან ახლდა გადასახლებაში.<ref>[[Velleiusველეიუს Paterculusპატერკულუსი]], 2.100</ref><ref>Dio Cassiusname="კასიუსი" 55.10</ref> როგორც ამბობდნენ, ავგუსტუსმა მათ ამ სიტყვებით მიმართა: „ნეტავ არასდროს დავქორწინებულიყავ ან უშვილო მოვმკვდარიყავი“, რაც ჰექტორის ცოტათი არასწორ ციტირებას წარმოადგენს [[ილიადა]]დან.<ref name="სვ65" /> იულიას გადასახლება მუქ ჩრდილად გასდევდა ავგუსტუსის დარჩენილ წლებს.
 
ხუთი წლის შემდეგ იულიას ნება დართეს მატერიკზე დაბრუნებულიყო, თუმცა ავგუსტუსს მისთვის არასდროს უპატიებია და შვილს [[რეჯო-დი-კალაბრია|რეგიუმში]] დარჩენა უბრძანა. იმპერატორმა თავის ანდერძში მკაფიოდ განაცხადა, რომ იულია მის [[ავგუსტუსის მავზოლეუმი|მავზოლეუმში]] არ უნდა დაკრძალულიყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან