იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 86:
 
ზამთრის შემდეგ, ოჯახი იტალიაში დაბრუნდა. იულია მალევე დაორსულდა, თუმცა მისი ქმარი [[ძვ. წ. 12]] წლის მარტში მოულოდნელად გარდაიცვალა [[კამპანია (იტალია)|კამპანიაში]], 51 წლის ასაკში. იგი [[ავგუსტუსის მავზოლეუმი|ავგუსტუსის მავზოლეუმში]] დაკრძალეს. იულიამ ქმრის პატივსაცემად, მეხუთე შვილს, მარკუსს, პოსტუმუსი დაარქვა. იგი [[აგრიპა პოსტუმუსი]]ს სახელითაა ცნობილი. ბავშვის დაბადებიდან დაუყოვნებლივ, სანამ იულია ჯერ ისევ გლოვობდა, ავგუსტუსმა მას საქმრო შეურჩია<ref>Dio Cassius 54.31</ref> და თავის გერზე, [[ტიბერიუსი|ტიბერიუსზე]] დააქორწინა.
 
==== ტიბერიუსთან ქორწინება ====
აგრიპას სიკვდილის შემდეგ, ავგუსტუსმა გერის, ტიბერიუსის დაწინაურება დაიწყო, იმ რწმენით, რომ ეს ისევ საკუთარი დინასტიის ინტერესებისთვის იქნებოდა საუკეთესო. ძვ. წ. 11 წელს იულია და ტიბერიუსი დაქორწინდნენ, თუმცა მანამდე ამ უკანასკნელს მოუწია გაყროდა ვიფსანია აგრიპინას, აგრიპას ქალიშვილს მისი წინა ქორწინებიდან, ქალს, რომელიც ძალიან უყვარდა. ქორწინება თავიდანვე არ გამოირჩეოდა სიმყარით, ამას დაემატა ისიც, რომ ვაჟი, რომელიც იულიასა და ტიბერიუსს გაუჩნდათ, ჩვილობაშივე გარდაიცვალა.<ref>Suetonius, ''Vita Tiberii'' 7.3</ref> სვეტონიუსის მტკიცებით, ტიბერიუსს დაბალი შეხედულება ჰქონდა იულას პიროვნებაზე,<ref>"''Iuliae mores improbaret''", ''loc.cit''. Suetonius</ref> ხოლო ტაციტუსი აცხადებს, რომ იულა ტიბერიუსს ქედმაღლურად უყურებდა და მამამისს სემპრონიუს გრაკქუსის მიერ დაწერილი წერილიც კი გაუგზავნა, რომელშიც მას კიცხავდა.<ref name="Tacitus, Annals 1.53">Tacitus, ''Annals'' 1.53</ref> ძვ. წ. 6 წლისათვის, როდესაც ტიბერიუსი როდოსზე გადასახლდა, თუ უფრო ადრე არა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
 
== წინაპრები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან