იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 66:
[[ძვ. წ. 39]] წლისთვის, იულიას დაბადებისას, ავგუსტუსს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული ტიტული „ავგუსტუსი“ და მისი სახელი იყო „გაიუს იულიუს კეისარი დივი ფილიუსი“, თუმცა ისტორიკოსები [[ძვ. წ. 27]] წლამდე მას მაინც ოქტავიანეს უწოდებენ. ამ დროისათვის იულია 11 წლის იყო. ოქტავიანე იმავე დღეს გაეყარა იულიას დედას, სკრიბონიას, როდესაც ის დაიბადა და მალევე წამოიყვანა მისგან.<ref>[[Dio Cassius]], 48.34.3.</ref> ოქტავიანე, რომაული ჩვეულების თანახმად, იულიაზე სრულ მშობლიურ კონტროლს ამტკიცებდა. როდესაც იულია უკვე საკმარისად გაიზარდა, რომ ესწავლა როგორ გამხდარიყო არისტოკრატი, იგი დედინაცვალთან, ლივიასთან გაიგზავნა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, მისი განათლების პროცესი მკაცრი და გარკვეულწილად, ძველმოდურიც იყო. [[სვეტონიუსი]] გვაწვდის ცნობას, რომ იულიას, დამატებით, დართვასა და ქსოვასაც ასწავლიდნენ.<ref>[[Suetonius]], ''Vita Augusti'' 64</ref> [[მაკრობიუსი]] აღნიშნავს „მის სიყვარულს ლიტერატურისა და დიდი კულტურისადმი, რაც მარტივად მოდის საოჯახო საქმეებში“.<ref>[[Macrobius]], ''Saturnalia: Julia's Wit'', 2.5.1-10</ref>
 
იულიას საზოგადოებრივი ცხოვრება უმკაცრესადმკონტროლდებოდაუმკაცრესად კონტროლდებოდა. მას მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდა ლაპარაკის უფლება, რომლებსაც მამამისი შეამოწმებდა.,<ref>Suetonius ''Vita Augusti'' 64</ref> თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოქტავიანე ქალიშვილისადმი დიდი სიყვარულითა და სინაზით იყო განმსჭვალული და იზრუნა, რომ მას საუკეთესო მასწავლებლები ჰყოლოდა. მაკრობიუსს შემონახული აქვს ავგუსტუსის ფრაზა: „არსებობს ორი ჭირვეული ქალიშვილი, რომლებსაც უნდა შევეგუო: რომის თანამეგობრობა და იულია“.<ref>''Inter amicos [Augustus] dixit duas habere se filias delicatas, quas necesse haberet ferre, rem publicam et Iuliam.'' Macrobius, ''Saturnalia'' 2.5</ref>
 
[[ძვ. წ. 37]] წელს, როდესაც იულია ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ოქტავიანეს მეგობრებმა, გაიუს მეცენატმა და [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა]]მ ხელშეკრულება გააფორმეს მის დიდ მეტოქესთან, [[მარკუს ანტონიუსი|მარკუს ანტონიუსთან]]. იგი დაიბეჭდა ჩანართითურთ, რომლის მიხედვითაც, ანტონიუსის 10 წლის ვაჟი, მარკუს ანტონიუს ანტილუსი იულიაზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც მაშინ სულ ორი წლის იყო.
 
შეთანხმებით გათვალისწინებული ქორწინება არასდროს შემდგარა, რადგანაც სამოქალაქო ომი დაიწყო. [[ძვ. წ. 31]] წელს [[აქციუმის ბრძოლა]]ში ოქტავიანემ და აგრიპამ დაამარცხეს ანტონიუსი და მისი ცოლი კლეოპატრა. ორივე მათგანმა ალექსანდრიაში თავი მოკლა. ოქტავიანე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან