იულია უფროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 85:
[[ნიკოლოზ დამასკელი]] და [[იოსებ ფლავიუსი]] გადმოგვცემენ, რომ აგრიპას ცოლობისას, იულია მასთან შესახვედრად მიემართებოდა, როდესაც იგი ტროაში წყალდიდობაში მოყვა და კინაღამ დაიხრჩო.<ref>Nicolaus of Damascus|Nicolaus, ([''Fragmenta der Griechischein Historiker''] 2 A: 421-2; [[Josephus]], ''Antiquities'' 16.2.2</ref> აგრიპა გაშმაგდა და ადგილობრივებს 100 000 დრაქმიანი ჯარიმა დააკისრა. ეს ჯარიმა მძიმე დარტყმა იყო, თუმცა აგრიპასთან გასასაჩივრებლად მიმართვა ვერავინ გაბედა. მხოლოდ მოგვიანებით, იუდეის მეფე [[ჰეროდე I დიდი|ჰეროდე]] მივიდა აგრიპასთან მოსაბოდიშებლად, რის შემდეგაც მან ჯარიმა გააუქმა. [[ძვ. წ. 16]] წლის გაზაფხულზე აგრიპამ და იულიამ აღმოსავლეთ პროვინციებში მოგზაურობა დაიწყეს, სადაც ისინი ჰეროდესაც ეწვივნენ. [[ძვ. წ. 14]] წლის ოქტომბერში წყვილი [[ათენი|ათენში]] ჩავიდა, სადაც მათ მეოთხე შვილი, აგრიპინა ეყოლათ.
 
ზამთრის შემდეგ, ოჯახი იტალიაში დაბრუნდა. იულია მალევე დაორსულდა, თუმცა მისი ქმარი [[ძვ. წ. 12]] წლის მარტში მოულოდნელად გარდაიცვალა კამპანიაში, 51 წლის ასაკში. იგი [[ავგუსტუსის მავზოლეუმი|ავგუსტუსის მავზოლეუმში]] დაკრძალეს. იულიამ ქმრის პატივსაცემად, მეხუთე შვილს, მარკუსს, პოსტუმუსი დაარქვა. იგი აგრიპა პოსტუმუსის სახელითაა ცნობილი. ბავშვის დაბადებიდან დაუყოვნებლივ, სანამ იულია ჯერ ისევ გლოვობდა, ავგუსტუსმა მას საქმრო შეურჩია<ref>Dio Cassius 54.31</ref> და თავის გერზე, [[ტიბერიუსი|ტიბერიუსზე]] დააქორწინა.
 
== წინაპრები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_უფროსი“-დან