ხიხანის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 45:
{{ციტატა|ხირხათის ციხე წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივე კუთხივ მახლობელ კლიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს. ზედაპირი მთისა სამი დღიური სივრცისა იქნება და გარშემოვლებულია ქვითკირის გალავნით. ალაგ-ალაგ გალავნებს სარკმლების აქვს ჩატანებული. ერთმანეთზე მოშორებით ხუთი მაღალი კოშკი დგას, ეს ციხე თავის დროზე უნახავს გენერალ გიორგი ყაზბეგს, 1894წ. აქ ასულა გრაფინია უვაროვა. ხიხანის ციხის ფართობი თითქმის 1 ჰექტრამდეა, ციხეს ჰკონია 4 კოშკი, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. როგორიცაა: თღონე, მარანი, ეკლესია.}}
 
ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).
 
ციხის ფართობი რამდენიმე ჰექტარს შეადგენს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, უმეტესი კი დამრეცი და ციცაბოა. ხირხათში მრავალი ნაგებობის ნანგრევია მოღწეული, მათგან ზოგი ნაწილობრივ არის შემონახული, ზოგიერთი კი სრულიად გასწორებულია მიწასთან.
 
ამჟამად ხირხათში ოთხი კოშკის ნაშთია შემონახული.
 
განსაკუთრებით ძლიერი დაზიანებით არის მოღწეული ის კოშკი, რომელიც ციხის ასასვლელთან მდებარეობს. შედარებით კარგად არის შემონახული ამ ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები სანახევროდ დანგრეულია. მათი უდიდესი ნაწილი დასავლეთ კედელთან ერთად ხევში ჩაქცეულა.
 
ამ კოშკის წინ ხუთი ქვევრია მიწაში დადასტურებული (ზოგი მთელი და ზოგიც დაზიანებითაა მოღწეული), ხიხანის მარანია: მარანი, როგორც ცნობილია, ძველად სპეციალურ შენობაში — საღვინე სახლში იყო მოთავსებული. ასეთი „საღვინე სახლი“ უნდა იყოს სწორედ ის ნაგებობა, რომლის ნაშთებიც აქ არის შემორჩენილი. ეს არის სწორკუთხედის ფორმის შენობა, რომლის სიგრძე 12 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 4,5 მეტრია. მისი ჩრდილო კედელი მიწამდეა გასწორებული, ხოლო სამხრეთი კედელი ერთ მეტრამდე სიმაღლითაა შემონახული.
 
აღმოსავლეთ კოშკიდან 42 მეტრის დაცილებით აღმართულია მეორე, მურყვამული ტიპის კოშკი. ეს ნაგებობა ამჟამად მხოლოდ ორი მაღალი კედლით (დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის) არის წარმოდგენილი. დასავლეთ კედლის სიგრძე 3,78 მეტრია, ჩრდილოეთისა კი 4,5 მ. მეორე კოშკი, ისე როგორც პირველი, რამდენიმე სართულიანი ყოფილა. სამი სართული ახლაც კარგად შეინიშნება, კედლებში დატანებულია სარკმლები.
 
მეორე კოშკიდან ჩრდილოეთით მომემართება კედელი, რომლის სიგრძე 33,5 მეტრს უდრის, სისქე — 0,5 მეტრს, ხოლო სიმაღლე — 3 მეტრს. ამის პარალელურად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიდის მეორე კედელი, რომლის სიმაღლე, შედარებით კარგად დაცულ ადგილას 6 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 77,5 მეტრამდეა. პარალელური კედლებით მოზღვრულ ტერიტორიაზე, რამდენიმე შენობის ნაშთია მოღწეული. პირველი მათგანი, რომელიც ძლიერ დაზიანებული სახით შემონახულა, ორგანყოფილებიანი ნაგებობა ჩანს. აქედან 3 მეტრის სიმაღლეზე სამხრეთ კალთაზე მიშენებული ყოფილა ნახევრად ოვალური მოყვანილობის ნაგებობა, რომელიც აგრეთვე, ძლიერ არის დაზიანებული. ამ ნანგრევის წინ შემონახულია ჭა, რომლის სიმაღლე 5,5 მეტრს უდრის, ხოლო დიამეტრი 1,5 მეტრს — იგი დილეგი უნდა იყოს.
 
აღნიშნული კედლის პირველი მინაშენიდან ხუთიოდე მეტრის დაშორებით შემონახულია მეორე შენობის ნანგრევი, რომლის სიგანე 3,5 მეტრს უდრის, სიგრძე კი 3,6 მეტრს. ამას მოსდევს ყაზარმული ტიპის ნაგებობა სიგრძით ექვსიოდე მეტრი.
 
==ისტორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხიხანის_ციხე“-დან