გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
 
==არქიტექტურა==
გონიოს ციხე ფორმით სწორკუთხედია; მისი სიგრძე 228 მეტრი, ხოლო სიგანე 195 მეტრია. ციხის ფართობი 44.460 კვ. მ. უდრის. გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია.
 
გონია რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენ-დანაშენებით. ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განუცდია. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა (უსწორმასწორო წყობა). ეს უკანასკნელი XVI საუკუნის შუახანით თარიღდება, როდესაც როგორც წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ (ე. ი. დააშენეს) ახლად მიტაცებული გონია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გონიოს_ციხე“-დან