გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 57:
გონიოს ციხე ფორმით სწორკუთხედია; მისი სიგრძე 228 მეტრი, ხოლო სიგანე 195 მეტრია. ციხის ფართობი 44.460 კვ. მ. უდრის.
 
გონია რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენ-დანაშენებით. ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განუცდია. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა (უსწორმასწორო წყობა). ეს უკანასკნელი XVI საუკუნის შუახანით თარიღდება, როდესაც როგორც წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ (ე. ი. დააშენეს) ახლად მიტაცებული გონია.
ციხის კედლების ქვემო ნაწილი ბუმბერაზული თლილი ლოდებით არის ნაშენი. ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები, რომელთაც საშუალოდ 80 სმ. სიმაღლე აქვთ, სისქე კი 70 სმ. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი. ამ კედლის სისქე ზემო ნაწილში მეტრნახევარია.
 
რაც შეეხება ციხის კედლებისუძველეს ქვემოფენას, ნაწილიიგი ბუმბერაზული თლილი ლოდებით არის ნაშენი. ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები, რომელთაც საშუალოდ 80 სმ. სიმაღლე აქვთ, სისქე კი 70 სმ. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი. ამ კედლის სისქე ზემო ნაწილში მეტრნახევარია. არქოლოგიური მასალებისა და ბერძნულ-რომაულ მწერლობაში დაცული ცნობების მიხედვით წინაფეოდალური ხანით თარიღდება.
ამ ძველი კედლების თავზე მოჩანს უკვე წვრილი ქვების, შედარებით გვიანდელი დანაშენი. ეს დანაშენი აშკარად გამოირჩევა ძველი დანაშენისაგან.
 
კედლები საერთოდ საკმაოდ კარგად არის დაცული. კედლის ქვები ერთმანეთთან შეკრულია კირის დუღაბით. ადგილობრივი თქმულებით, ქვები ასე მოუზიდავთ: „კვარიათიდან გონიამდე ჩამწკრივებული ხალხი ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდა ქვებსო“. თქმულება, ალბათ, ეხება გვიანდელი დანაშენის წვრილი ქვების მოზიდვას, თორემ ქვედა კედლების დიდი ლოდების მოზიდვა კამეჩის ურმებითაც კი საძნელო იქნებოდა.
 
აქვე არის ბიზანტიური ეპოქის (VI-VII სს.) ნაშენობათა ფენა. გარკვეული სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გონიაში გენუელთა ყოფნის ხანაშიც (XIII-XIV სს.). ამ უკანასკნელთ რომ აქ მშენებლობა უწარმოებიათ, ამას ადასტურებს ის გადმოცემაც, რომელიც ამ ციხის „აშენებას“ გენუელებს მიაწერს. ამავე თვალსაზრისით საგულისხმოა ისიც, რომ თვით სახელწოდება გონია სახენაცვალი ფორმაა გენუა-სი.
 
ასე რომ, ოთხი სამშენებლო ფენა, თუ მეტი არა, გონიაში უდავოთ იჩენს თავს.
 
ციხის გალავანს გარედან მიშენებული აქვს ერთმანეთისაგან თითქმის თანაბარ მანძილზე დაშორებული 18 კოშკი; მათ შორის ყველაზე დიდია ოთხი კოშკი, რომლებიც აღმართულია გალავნის კუთხეებთან. თიოეულ კოშკთან ციხის შიგნით ქვის კიბეა.
 
ციხის შიგნით შუა მოედანზე შედარებით გვიანდელი ნაგებობის დიდი ჯამეა, ხოლო მიწაში გვირაბებია დარჩენილი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გონიოს_ციხე“-დან