გალბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 72:
 
=== მკვლელობა ===
[[ოტონი]] ლუზიტანიას მართავდა და გალბას ერთ-ერთი ადრეული მხარდამჭერი იყო. იგი პიზონის შერჩევით იმედგაცრუებული დარჩა და უკმაყოფილო პრეტორიანელებთან მოლაპარაკებები დაიწყო. 69 წლის 15 იანვარს მათ იგი იმპერატორად გამოაცხადეს. გალბა მეამბოხეებთან შესახვედრად გაემართა, თუმცა იმდენად ღონეგამოცლილი იყო, რომ იგი ტახტრევნით გადაიყვანეს. სვეტონიუსის მიხედვით, გალბამ სიკვდილამდე ტილოს ჯავშანიც ჩაიცვა, თუმცა არ დაუფარავს, რომ ამდენ მახვილს იგი ვერ ააცილებდა.<ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Galba*.htmlსვეტონიუსი, Suetonius "Galba" Chapter''გალბა'' 19]</ref> იგი ოტონის კავალერიას გადააწყდა და კურციუსის ტბასთან მოკლეს. ერთი მცველი, ცენტურიონი სემპრონიუს დენზუსი მის დაცვას შეეწირა. პიზონი ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ მოკლეს. პლუტარქეს მიხედვით, სიკვდილის წინ გალბამ მკვლელებს კისერი მიუშვირა სიტყვებით „დაჰკარით, თუ ეს რომაელთა სიკეთისთვის იქნება!“
 
მისი მოკვლის შემდეგ, გალბას თავი ოტონს მიუტანეს. ამ უკანასკნელმა ის თავისი ბანაკის მიმყოლებს მისცა, რომლებიც საჯაროდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ მას. სვეტონიუსის სიტყვებით, „აზატმა პატრობიუს ნერონიანუსმა ას ოქროდ გამოისყიდა მათგან გალბას თავი და იმ ადგილას დააგდო, სადაც გალბას ბრძანებით მისი პატრონი სიკვდილით დასაჯეს. ბოლოს და ბოლოს, ხაზინადარმა არგივუსმა მისი თავიც და სხვა ნაწილებიც თავის კერძო ბაღებში, ავრელიუსის გზაზე დაკრძალა.“<ref>[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Galba*.htmlსვეტონიუსი, Suetonius "Galba" Chapter''გალბა'' 20]</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გალბა“-დან