გორის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდი დაცარიელდა
მომხმარებლის 37.232.11.238 ცვლილებების გაუქმება (№3100830)
ხაზი 1:
[[ფაილი:מצודת גורי 4581.jpg|მინი|250პქ|გორის ციხე]]
'''გორის ციხე''' — ისტორიული [[ციხესიმაგრე]] [[ქართლი|ქართლში]], ქ. [[გორი]]ს ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ [[ძვ. წ. I ათასწლეული]]ს უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად [[XIII საუკუნე]]ში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] 30-იან წლებში [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ მეფის]] მიერ. დღევანდელი სახე ციხემ [[1774]] წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე [[ერეკლე II]]-მ. ქართლ-კახეთის [[რუსეთის იმპერია|რუსეთთან]] შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ [[რუსეთი]]ს არმიის გრენადერთა [[ბატალიონი]] იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა [[1920]] წლის [[გორის მიწისძვრა (1920)|მიწისძვრამ]].
 
== ლიტერატურა ==
{{commonscat|Gori fortress|გორის ციხე}}
* ქსე, ტ. 3, გვ. 229, თბ., 1978
 
{{გორის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები}}
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:გორი]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გორის_ციხე“-დან