ვესპასიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
|დედა = ვესპასია პოლა
}}
'''ვესპასიანე''' ({{lang-la|Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus}} ''ტიტუს ფლავიუს კეისარი ვესპასიანუს ავგუსტუსი''; დ. [[17 ნოემბერი]], [[9]] — გ. [[23 ივნისი]], [[79]]<ref>Levick, ''Vespasian'', xxi & 4</ref>) — [[რომის იმპერია|რომის]] [[რომის იმპერატორების სია|იმპერატორი]] [[69]]-[[79]] წლებში. [[ფლავიუსები]]ს დინასტიის დამაარსებელი, რომელიც იმპერიას 27 წლის განმავლობაში მართავდა. ვესპასიანე წარმოშობით მდაბიო გვარის ოჯახიდან იყო,<ref name="ქსე">ქსე, ტ. 4. გვ. 381</ref>{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=67}} რომელმაც სენატორთა რანგს [[იულიუს-კლავდიუსების დინასტია|იულიუს-კლავდიუსების დინასტიის]] იმპერატორთა დროს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებას მიაღწია საჯარო სამსახურში და [[51]] წელს [[კონსული]]ც გახდა, ვესპასიანე ცნობილი მისი სამხედრო მიღწევებით გახდა: იგი იყო [[რომის II ლეგიონი]]ს ლეგატი რომაელთა ბრიტანეთში შეჭრისას<ref>Levick, ''Vespasian'', 16.</ref> და დაიმორჩილა იუდეა ებრაელთა [[66]] წლის [[იუდეველთა ომი|აჯანყებისას]].<ref>Levick, ''Vespasian'', 29–38.</ref>
 
როდესაც ვესპასიანემ ებრაელთა აჯანყებისას [[იერუსალიმი|იერუსალიმს]] ალყა შემოარტყა, იმპერატორმა [[ნერონი|ნერონმა]] თავი მოიკლა და იმპერია [[ოთხი იმპერატორის წელი|ოთხი იმპერატორის წლის]] სახელით ცნობილ სამოქალაქო ომში ჩაძირა. მას შემდეგ, რაც [[გალბა]] და [[ოტონი]] მიყოლებით გარდაიცვალნენ ხანმოკლე მმართველობის შემდეგ, [[69]] წლის აპრილში [[ვიტელიუსი]] მესამე იმპერატორი გახდა, რის საპასუხოდაც, [[ეგვიპტე (რომის პროვინცია)|რომაული ეგვიპტისა]] და [[იუდეა (რომის პროვინცია)|იუდეის]] ლეგიონებმა თავიანთი მთავარსარდალი, ვესპასიანე, იმპერატორად გამოაცხადეს [[69]] წლის 1 ივლისს.<ref>Levick, ''Vespasian, '' 43.</ref> იმპერატორის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ვესპასიანე შეუკავშირდა სირიის მმართველ მუციანუსსა და პანონიის სარდალ პრიმუსს, ხოლო იერუსალიმის ალყის გასაგრძელებლად თავისი ვაჟი, [[ტიტუსი]] დატოვა. პრიმუსი და მუციანუსი მეთაურობდნენ ფლავიუსების ძალებს ვიტელიუსის წინააღმდეგ, ხოლო ვესპასიანემ [[ეგვიპტე]]ზე დაამყარა კონტროლი. [[69]] წლის 20 დეკემბერს ვიტელიუსი დამარცხდა, ხოლო მომდევნო დღეს [[რომის სენატი|რომის სენატმა]] ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადა. ვესპასიანეს ტრიბუნობის წლები 1 ივლისიდან იწყება, როდესაც მან თავისი ძალაუფლების ლეგალურ წყაროდ სენატისა და ხალხის ნაცვლად თავისი ლეგიონები გამოაცხადა და ისინი ამომრჩეველ კოლეგიად გარდაქმნა.<ref>ODCW, ''Vespasian'' (2007).</ref>
 
ვესპასიანემ ჩაატარა ახალი ცენზი და განაახლა სენატის შემადგენლობა. მან სენატში არა მხოლოდ რომაელი და იტალიელი წარჩინებულები, არამედ, მნიშვნელოვანწილად, პროვინციელებიც შეიყვანა.{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=68}} ვესპასიანემ დიდი სიმტკიცით, მოთმინებითა და პრინციპულობით დაიწყო სავსებით მოშლილი ფინანსური პოლიტიკის მოწესრიგება. დაცარიელებული ხაზინის შესავსებად იგი არავითარ საშუალებას არ ერიდებოდა. აღადგინა ყველა გაუქმებული გადასახადი და შემოიღო ახლები.{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=69}} წყაროების თანახმად, ვესპასიანეს, პრაქტიკულად, არაფერი დარჩენია დაუბეგრავი. მან გადასახადი საპირფარეშოებზეც კი დააწესა. გადმოგვცემენ, რომ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მას უფროსმა ვაჟმა, ტიტუსმა უსაყვედურა, ვესპასიანემ შვილს ცხვირთან მიუტანა ამ გადასახადით მიღებული ოქროს ფული და უთხრა: აბა, დაყნოსე, სუნი თუ ასდისო.{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=69}} ამგვარად გაჩნდა ცნობილი გამონათქვამი — ფულს სუნი არ აქვს.
ვესპასიანეს ათწლიანი მმართველობის შესახებ მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. მან განახორციელა რომის ფინანსური სისტემის რეფორმა იუდეის კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ და რამდენიმე ამბიციური სამშენებლო პროექტის ინიციატივით გამოვიდა. სწორედ მისი აგებულია ფლავიუსების ამფითეატრი, რომელიც დღეს [[კოლოსეუმი]]ს სახელითაა ცნობილი. ასევე, აღადგინა გადამწვარი კაპიტოლიუმი, ააგო იუპიტერისა და მშვიდობის ტაძრები, ფორუმი, საჯარო ბიბლიოთეკა და სხვა.<ref>ქსე, ტ. 4, გვ. 381-382</ref> 68-69 წლების მოვლენების საპასუხოდ, ვესპასიანემ გააუმჯობესა არმიის დისციპლინა, გენერალ აგრიკოლას საშუალებით კი მან ბრიტანეთში იმპერიის ექსპანსია გააძლიერა. მისი პოლიტიკის სოციალურ საყრდენს პროვინციული არისტოკრატია წარმოადგენდა, რომლებზედაც იგი რომის მოქალაქეთა უფლებებს ავრცელებდა.<ref name="ქსე" /> [[79]] წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის ტახტი მისივე ვაჟმა, [[ტიტუსი|ტიტუსმა]] დაიკავა, რითაც ვესპასიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.
 
სიძუნწით განთქმული იმპერატორი მშენებლობისათვის ხარჯებს არ ერიდებოდა. სწორედ მან ააგო მრავალი ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაგებობა რომში. აღადგინა გადამწვარი კაპიტოლიუმი, ააშენა მშვიდობის ბრწყინვალე ტაძარი და მის გვერდით საჯარო ბიბლიოთეკა, ფორუმი. ქალაქი დაამშვენა გრანდიოზული ამფითეატრით ([[კოლოსეუმი]]), დაასრულა კლავდიუსის დროს დაწყებული კოლონადების მშენებლობა, აღადგინა და გაამშვენიერა ნერონის დროინდელი ნახანძრალი ქუჩები, მოაწესრიგა წყალსადენები, იტალიასა და პროვინციებში გაიყვანა გზები და ა. შ.{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=69}}<ref>ქსე, ტ. 4, გვ. 381-382</ref>
 
68-69 წლების მოვლენების საპასუხოდ, ვესპასიანემ გააუმჯობესა არმიის დისციპლინა, გენერალ აგრიკოლას საშუალებით კი მან ბრიტანეთში იმპერიის ექსპანსია გააძლიერა. მისი პოლიტიკის სოციალურ საყრდენს პროვინციული არისტოკრატია წარმოადგენდა, რომლებზედაც იგი რომის მოქალაქეთა უფლებებს ავრცელებდა.<ref name="ქსე" />
 
[[79]] წელს ვესპასიანე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას იუმორის გრძნობა სიკვდილის წინაც კი არ დაუკარგავს, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ვაიმე, ცუდად შევიქენ, მგონი ღმერთად უნდა ვიქცე!“ და შემდეგ: „იმპერატორი ფეხზე მდგომარე უნდა მოკვდეს!“ ამ სიტყვებით პირზე ღიმილით შეეგბა სიკვდილს.
 
მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის ტახტი მისივე ვაჟმა, [[ტიტუსი|ტიტუსმა]] დაიკავა, რითაც ვესპასიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.
 
== წყაროები ==
Line 41 ⟶ 49:
; მეორეული წყაროები
{{ქსე|4|381-382|ლ. სანიკიძე}}
* {{cite book |last=სანიკიძე|first=ლევან |year=[[1984]] |title=რომის იმპერია |publisher= თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა|location=[[თბილისი]] |isbn=|ref=CITEREFსანიკიძე(1984)}}
* Lissner, I. (1958). "Power and Folly: The Story of the Caesars". Jonathan Cape Ltd., London.
* Courtney, H. (1999). ''Vespasian'' (Roman Imperial Biographies), Routledge. ISBN 0-415-16618-7 (hbk). ISBN 0-415-33866-2 (pbk.).
Line 46 ⟶ 55:
* {{cite book |title=Vespasian (Roman Imperial Biographies) |author=Levick, B. |year=1999 |publisher=Routledge |location=Oxford |isbn=0-415-16618-7}}
* Roberts, J. (ed.) (2007). '[http://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780192801463.001.0001/acref-9780192801463-e-2307?rskey=hEJm2u&result=2307 Vespasian]' in ''Oxford Dictionary of the Classical World (e-reference edition).'' Oxford University Press.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* {{Commons category inline|Vespasianus|ვესპასიანე}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვესპასიანე“-დან