არსენ ვენგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არსენ ვენგერი''' ({{lang-fr|Arsène Wenger}}; დ. [[22 ოქტომბერი]], [[1949]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] [[ფეხბურთი|ფეხბურთელი]] და მწვრთნელი. ამჟამად თავკაცობს [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|ლონდონის „არსენალს“]]. გუნდს ის [[1996]] წლიდან ხელმძღვანელობს, რაც სარეკორდოა „არსენალის“ ისტორიაში.
 
არსენ ვენგერს მიაწერენ ინგლისურ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებების განხორციელებას გვიან 1990-იან წლებში. მან ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელოითხელმძღვანელობით 3-ჯერ მოიგო [[ინგლისის პრემიერ-ლიგა]], 5-ჯერ [[ინგლისის საფეხბურთო თასი|ინგლისის ასოციაციის თასი]] და 5-ჯერ [[ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი|სუპერთასი]]. [[2006|2006]] წელს ვენგერის ხელმძღვანელობით „არსენალმა“ [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ფინალში გააღწია, [[სანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)|სანტიაგო ბერნაბეუზე]] [[მადრიდი|მადრიდის]] [[მადრიდის რეალი (საფეხბურთო კლუბი)|„რეალის“]] დამარცხების შემდეგ, თუმცა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გამართულ ფინალში მეთოფეებმა ასევე ესპანურ [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|„ბარსელონასთან“]] ანგარიშით 1-2 დათმეს .2003-04 წლების სეზონში ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგა მოიგო დაუმარცხებლად, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. წაუგებელი სერია შემდგომაც გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ „ოლდ ტრაფორდზე“ [[მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„მაჩესტერ იუნაიტედმა“]] შეწყვიტა, და მან 49 თამაში შეადგინა. ვენგერის დროს კლუბში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც [[დენის ბერგკამპი]] ,[[ტიერი ანრი]], [[ტონი ადამსი]], [[პატრიკ ვიერა]], [[მარკ ოვერმარსი]], [[ფრანსესკ ფაბრეგასი]], [[რობინ ვან პერსი]] და [[ალექსის სანჩესი]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==