თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 150:
 
[[1843]] წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს ([[ფარნაოზ ბატონიშვილი|ფარნაოზი ერეკლეს ძე]]; [[გიორგი XII|გიორგის]] ძეები: თეიმურაზი, [[მიხეილ ბატონიშვილი|მიხეილი]], [[ილია ბატონიშვილი|ილია]], [[ოქროპირ ბატონიშვილი|ოქროპირი]], [[ერეკლე ბატონიშვილი|ერეკლე]]; [[იულონ ბატონიშვილი|იულონის]] ძეები: [[ლუარსაბ ბატონიშვილი|ლუარსაბი]] და [[დიმიტრი ბატონიშვილი|დიმიტრი]]; [[იოანე ბატონიშვილი|იოანეს]] შვილიშვილი - იოანე; [[ბაგრატ ბატონიშვილი|ბაგრატ გიორგის ძის]] შვილები: დავითი და ალექსანდრე; [[კონსტანტინე ბატონიშვილი (დავით II-ის ძე)|კონსტანტინე დავითის ძე]]; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც<ref>[http://www.nlr.ru/e-res/law_r/search.php Собрание (1825 - 1881) : Том 17 (1842) : Часть 1 : Законы 15766]</ref>.
 
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე თეიმურაზ ბატონიშვილი ითხოვდა ბროსეს დახმარებას მისი პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად არჩევისათვის.
 
{{ციტატა|მე ესე მსურს, რადგანაც, რომ აქა როსიის იმპერიისა ს. პეტერბურღის აკადემია ნაუკისაგან პოჩეტნი ჩლენათა ვარ მირებული, პარიჟის აკადემია ნაუკამაც მიმიღოს ამა სახითვე პოჩეტნი ჩლენად. და რადგანაც რომ ნორდიისა, ე. ი. (დანიის სამეფოისა) კოპენღანღენისა სამეფოსა შეკრულებასა შინაცა ანტიკვართასა პირველტა ჩლენთა შორის ვარ აღრაცხულ, და რუსეთის აკადემია ნაუკისაც და კოპენღანღენის ანტიკვართა შეკრებულებისაც დიპლომი მქონიან. და მსურს, რომ პარიჟის აკადემიამაც ინებოს ჩემი პოჩეტნი ჩლენობა.}}
 
შემდეგ ჩამოთვლის თავის დამსახურებას სააზიო საზოგადოების წინაშე. მაგრამ ეს სურვილი თეიმურაზისა, ვერ განხორციელდა — ავადმყოფობამ და სიკვდილმა უსწრო. 1845 წლის დასასრულიდან იწყება მისი ძლიერი დაცემა წყალმანკისაგან, რომელიც 1846 წლის თებერვალს იქამდე მივიდა, რომ თეიმურაზი რამდენიმე დღე უგრძნობლად იწვა. ექიმმა შეგალოვმა, მართალია აღკვეთა იგი, მაგრამ არა დიდი ხნით. 1846 წლის 23 ოქტომბერს თეიმურაზ ბატონიშვილი გარდაიცვალა. ხოლო 29 ოქტომბერს დასაფლავებულ იქნა ნევის მონასტრის ბაგრატიონთა სასაფლაოზე, თავისი ძმის დავითის გვერდით.
 
თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ მისი მდიდარი ქართული ბიბლიოთეკა გადაეცა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აზიურ მუზეუმს.
 
მარი ბროსე თავის ნეკროლოგში თეიმურაზის გარდაცვალების გამო სწერდა: «Память его неизгладимо останется в сердцах всех его знакомых, и особенно благодарного ученика его».
 
თეიმურაზ ბატონიშვილი [[1846]] წელს პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.