ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 58:
[[1918]] წლის [[10 თებერვალი|10 თებერვალს]], ოფიციალურად ჯერ კიდევ რუსეთის შემადგენლობაში, [[ამიერკავკასიის კომისარიატი|ამიერკავკასიის კომისარიატმა]] მოიწვია [[ამიერკავკასიის სეიმი]], რომელიც რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული ქართველი დეპუტატებისაგან შედგებოდა. სეიმის თავმჯდომარედ არჩეული იქნა [[ნიკოლოზ ჩხეიძე|ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე]]. ამიერკავკასიის კომისარიატმა სეიმის მოწვევით ხაზი გაუსვა ამ რეგიონის რუსეთიდან გამოყოფას, თუმცა ოფიციალურად დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულა.
[[1918]] წლის [[3 მარტი|3 მარტს]] რუსეთმა [[გერმანია]]სთან და მის მოკავშირეებთან დადო [[ბრესტის ზავი]], რომელიც ითვალისწინებდა [[ბათუმის ოლქი|ბათუმის]],[[ყარსის ოლქი|ყარსისა]] და არტაანის ოლქების [[თურქეთი]]სათვის გადაცემას. ზავის პირობები ამიერკავკასიის კომისარიატთან შეთანხმებული არ იყო, რადგან მას არც რუსეთი, არც თურქეთი და გერმანია არ ცნობდნენ. [[თურქეთი]] ზავით გადაცემულ ოლქებს ითხოვდა, თუმცა ამიერკავკასიამ ეს მოთხოვნა უარყო და შეეცადა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა შექმნილი ვითარება. [[1918]] წლის მარტში ქალაქ [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]]
[[1918]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]] შექმნილი ვითარების გადასაწყვეტად შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა [[თურქეთი]]ს აგრესიის თავიდან აცილება. ამიტომ, [[1918]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]] გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ''ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის'' შექმნა. მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა [[აკაკი ჩხენკელი]]. სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება თურქეთთან საზავო მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე.
[[1918]] წლის [[28 მაისი|28 მაისს]] საქართველომ ხელი მოაწერა გერმანიასთან [[ფოთის ხელშეკრულება (1918)|ფოთის ხელშეკრულებას]], რითაც დაიწყო [[გერმანიის კავკასიური ექსპედიცია]] როგორც პოსტ-რევოლუციური არასტაბილურობის დამცველი [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სამხედრო ძალების წინააღმდეგ. აზერბაიჯანმა კი თავად აირჩია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] მოკავშირედ.
== იხილეთ აგრეთვე ==
|