თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
თეიმურაზ ბატონიშვილი იზრდებოდა თავისი უფროსი ძმის დავითის უშულო მეთვალყურეობითა და მზრონველობით. მისი მზრუნველობა მეჭირნახულეობა მან გამოხატა გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგაც, როცა თეიმურაზი უმამულოდ და სხვა საშემოსავლო სახსრების გარეშე დარჩა<ref>დავითის წერილი კნორინგისადმი, 1802 წ, 19 მაისი, Акты, 11, გვ. 306</ref>.
 
===ოჯახი===
[[ფაილი:Elena Amilakhvari by Michael Zatsepin.jpg|მარჯვნივ|მინი|ელენე ამილახვარი, თეიმურაზ ბატონიშვილის ცოლი]]
[[1798]] წელს მომხდარა თ. ბატონიშვილის დაწინდვა ოთარ ამილახვარის ქალიშვილ ელენეზე. პლატონ იოსელიანი დაწინდვას უკავშირებს გიორგის მოგზაურობას თრიალეთისაკენ, რომელიც პლატონის მიხედვით 1778 (''წელი შეცდომით უწერია პლატონ იოსელიანს'') წლის ზაფხულში მომხდარა.
{{ციტატა|ამასვე დღესა დაწინდეს მისსა ქალსა ელენეზედ მეფის ძე თეიმურაზი, რომელსაც არა სურდა იგი ცოლად მიზეზისათვის მის, რომელ იყო პირველ დანიშნული მის ძმაზედ მემკვიდრეზედ დავით, რომელმანაც მამისა არა უთანხმოებით შეირთო ცოლად სომეხთა აბიმელიქის სვიმონისა ქალი.}}
ქორწინება თეიმურაზისა ელენეზე მოხდა, დავითის ქორწინების შემდეგ, ე. ი. [[1799]] წლის დასასრულს.
 
[[1803]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთში]] გაიქცა და იქ თავის ბიძა [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილთან]] ცხოვრობდა. [[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.