ზღარბისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
92-ე საჯარო სკოლის მე-6 მეორე კლასის მოსწავლე
ხაზი 17:
}}
'''ზღარბისებრნი''' ({{lang-la|Erinaceidae}}) — [[ძუძუმწოვრები]]ს ოჯახი [[მწერიჭამიები]]ს რიგისა. ოჯახში 8 გვარის 20 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეოჯახში: [[ვირთაგვასებრი ზღარბები]] (Echinosoricinae) და [[ნამდვილი ზღარბები]] (Erinaceinae). ნამდვილ ზღარბებს აქვთ მოკლე კუდი, ზურგზე ეკლები, კანქვეშა რგოლური კუნთები, რომელთა შეკუმშვის შედეგად სხეული მრგვალდება. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ინდოეთსა და აფრიკაში. [[საქართველო]]ში თითქმის ყველგან გვხვდება ჩვეულებრივი ანუ [[ევროპული ზღარბი]] (Erinaceus europaeus), იკვებება [[მწერები]]თ, ჭიებით, პატარ-პატარა [[ხერხემლიანები]]თ ([[ხვლიკები]]თ, [[გველები]]თ და სხვა), სასარგებლო ცხოველებია, ანადგურებენ მავნე მწერებს.
დიდყურა ზღარბი ეტანება მხოლოდ ველებსა და ნახევრად უდაბნოებს. ცხოვრობს როგორც ქვიშიან, ისე თიხიან ნიადაგებში – გაურბის შავმიწა ნიადაგს. ზოგჯერ გვხვდება ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. ქვიშიან ნიადაგში შედარებით ღრმა სოროებს იკეთებს, სადაც დღე ისვენებ. ზოგჯერ კლდეების ნაპრალებსაც არ ერიდება, თუ ველებში მოხდა. ხშირად მსხვერპლი ხდება მინდვრის არწივებისა, რომლებიც ამ ზღარბს დღისით იჭერენ.
 
იკვებება მეტწილად ხოჭოებით, იკვებება აგრეთვე ბაყაყებით, ხვლიკებით და გველებიდაც. მეტად გაუმაძღარი რამ არის. მაგალითად, ს. ი. ოგნევის გადმოცემით ერთ დიდყურა ზღარბს 2 საათის განმავლობაში შეუჭამია 145 აპრილის ღრაჭა. ზამთარში სძინავს.
 
შვილებს შობს 4 – 7 მდე. ახალშობილი შვილები უსუსურებია და პირველ ხანებში არ შეუძლიათ მოკუნტვა, თვალები შემდეგ ეხილებათ. დედა ზღარბი ღორივით მიწვება მიწაზე და ისე აწოვებს ძუძუს შვილებს. შვილები გაზაფხულზე იბადებიან და ძილქუშის მიცემამდე ასაკოვანი ხდებიან.დიდყურა ზღარბის გავრცელების არეალი მოიცავს ხეთს და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეს. ნაპოვნია არარატის მთის ძირას ერევნის სამხრეთით. საქართველოში თითქოს აღმოჩენილია აბასთუმანში, რაც მოსალოდნელია.
ზღარბისებრნი არიან [[მონოფილია|მონოფილეტურები]].<ref name=Beck>{{cite journal | author = Robin MD Beck, Olaf RP Bininda-Emonds, Marcel Cardillo, Fu-Guo Robert Liu and Andy Purvis | year = 2006 | title = A higher level MRP supertree of placental mammals | journal = BMC Evolutionary Biology | volume = 6 | url = http://www.biomedcentral.com/1471-2148/6/93 | doi = 10.1186/1471-2148-6-93 | pmid = 17101039 | pages = 93 | pmc = 1654192}}</ref> სხვა მწერიჭამიეიდან მათთან ყველაზე ახლოს დგანან [[ბიგასებრნი]].<ref name=Rocaetal04>{{cite journal | author = Roca, A.L., G.K. Bar-Gal, E. Eizirik, K.M. Helgen, R. Maria, M.S. Springer, S.J. O'Brien, and W.J. Murphy | year = 2004 | title = Mesozoic origin for West Indian insectivores | journal = Nature | volume = 429 | issue = 6992| pages = 649–651 | url = | doi = 10.1038/nature02597 | pmid = 15190349}}</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზღარბისებრნი“-დან