წყვეტის სიგნალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შექმნილია გვერდის თარგმნით "Interrupt"
 
No edit summary
ხაზი 4:
'''აპარატურული წყვეტა''' გამოიყენება მოწყობილობების მიერ, რათა ოპერაციული სისტემისგან ყურადღება მოითხოვონ.<ref>{{თარგი:Cite web|url=https://access.redhat.com/documentation/en-US/Red_Hat_Enterprise_MRG/1.3/html/Realtime_Reference_Guide/chap-Realtime_Reference_Guide-Hardware_interrupts.html|title=Hardware interrupts|date=|accessdate=2014-02-09}}</ref> აპარატურული წყვეტები შესრულებულია ელექტრონული გამაფრთხილებელი სიგნალებით, რომელიც პროცესორს ეგზავნება თვითონ კომპიუტერის შემადგენილი ნაწილი გარე მოწყობილობიდან, (მაგალითად დისკის კონტროლერი) ან გარე პერიფერიული მოწყობილობიდან. მაგალითისთვის, კლავიატურის ღილაკზე დაჭერას ან მაუსის გამოძრავებას მოქმედებაში მოჰყავს წყვეტები, რომლებიც პროცესორს ღილაკზე დაჭერის ან მაუსის პოზიციის წაკითხვას აიძულებენ. პროგრამულისგან განსხვავებით (აღწერილია დაბლა), აპარატურული წყვეტები ასინქრონულია და შესაძლებელია ინსტრუქციის შესრულებისას მოხდეს, რაც პროგრამირებაში დამატებით საზრუნავს მოითხოვს. აპარატურული წყვეტის წამოწყების აქტი მოხსენიებულია როგორც წყვეტის მოთხოვნა (ინგლ. interrupt request, IRQ).
 
'''პროგრამული წყვეტა''' გამოწვეულია თვითონ პროცესორში უჩველო გარემოებით ან ინსტრუქციების ნაკრებში განსაკუთრებული ინსტრუქციით, რომელიც შესრულებისას წყვეტას იწვევს. აქედან პირველს ხშირად ''მახეს'' ან ''გამონაკლისს'' უწოდებენ და ის გამოიყენება პროგრამის შესრულებისას მომხდარი ისეთი განსაკუთრებული შეცდომების ან მოვლენებისას, რომელთა გამკლავებაც თვითონ პროგრამაში ვერ მოხდება. მაგალითად, თუ პროცესორის არითმეტიკულ-ლოგიკურ ბლოკს რიცხვის ნულზე გაყოფა დაევალება, ეს შეუძლებელი მოთხოვნა "ნულზე-გაყოფა" გამონაკლისს გამოიწვევს და კომპიუტერი სავარაუდოდ გამოთვლას მიატოვებს ან შეცდომის ცნობას აჩვენებს. პროგრამული წყვეტის ინსტრუქციები ქვეპროგრამის გამოძახებების მსგავსად მუშაობენ და სხვადასხვა მიზნებისთვის გაომიყენებიან, მაგალითად, დაბალი დონის [[სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა|სისტემური პროგრამული უზრუნველყოფიდან]] მომსახურების (როგორიცაა მოწყობილობის დრაივერები). კიდევ, კომპიუტერები პროგრამული წყვეტის ინსტრუქციებს ხშირად იყენებენ დისკის კონტროლერთან დასაკავშირებლად დისკზე მონაცემების ჩაწერის ან წაკითხვის მოსათხოვად.
 
ყველა წყვეტას საკუთარი წყვეტის დამმუშავებელი აქვს. აპარატურული წყვეტების რაოდენობა შეზღუდულია პროცესორისთვის გაგზავნილი წყვეტის მოთხოვნების (IRQ) ხაზების რაოდენობით, მაგრამ შესაძლოა ასობით სხვადასხვაგვარი პროგრამული წყვეტა მოხდეს . წყვეტები კომპიუტერის მრავალდავალებიან სამუშაოსთვის, განსაკუთრებით რეალური დროის გამოთვლებში, ხშირად გამოყენებული მეთოდია. ასეთ სისტემებს წყვეტებით მომუშავეს უწოდებენ.<ref>{{თარგი:Cite web|url=http://www.sltf.com/articles/pein/pein9505.htm|title=Basics of Interrupts|date=|accessdate=2010-11-11}}</ref>