ბენიტო მუსოლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 82:
[[1919]] წლის [[23 მარტი|23 მარტს]] [[მილანი|მილანში]] [[სან-სეპოლკოს მოედანი|სან-სეპოლკოს მოედანზე]] ერთ-ერთ კლუბში მუსოლინიმ შეკრიბა რამდენიმე ათეული თავისი მიმდევარი და ახალი პოლიტიკური ძალის სახით ჩამოაყალიბა "ბრძოლის კავშირი", რომელიც [[ფასცები|ფასციასავით]] მჭიდროდ იქნებოდა შეკავშირებული (ფასცია ე.ი. წნელის კონა - ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში). შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და "არდიტი"-ს ბატალიონების ყოფილი მეომრები ("არდიტი" ანუ "მამაცები" იყვნენ სპწეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდ ეკლეკტური პროგრამა, რომელშიც ნაციონალისტური მოწოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესება კაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია; ეკლესიის ქონების კონფისკაცია; დალმაციის ანექსია და წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა.
 
მუსოლინის ახალმა ორგანიზაციამ საზოგადოებაში ვერავითარი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ბევრმა ჩათვალა, რომ მუსოლინი იტალიურ [[ლენინი|ლენინად]] მოევლინათ და პროგრამაც ბოლშევიკური ჰქონდა. [[1919]] წლის არჩევნებში [[ფაშისტები|ფაშისტებმ]]<nowiki/>ა <nowiki/>ვერ გაიმარჯვეს და ყოფილმა თანაპარტიელებმა მუსოლინი "პოლიტიკურ გვამად" გამოაცხადეს. რამდენიმე დღის შემდეგ მუსოლინი დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან მხარი დაუჭირა დ'ანუნციოს ავანტიურას. (1919 წლის სექტემბერში ცნობილმა პოეტმა გარიელე დ'ანუნციომ, რომელიც ოფიცერი იყო, ვოლონტიორებთან ერთად თვითნებურად დაიკავა იუგოსლავიის პორტი ფიუმე და მთავრობას მოუხდა მათი იქიდან ევაკუაცია). მუსოლინის წარუდგინეს ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ შეთქმულებაში, მის რედაქციაში აღმოაჩინეს მთელი არსენალი, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ გაუჩერებიათ, რათა "მკვრადშობილი" ორგანიზაციის "ხელმოცარული" ლიდერი ტანჯულად არ გადაექციად.
 
ვერ გაიმარჯვეს და ყოფილმა თანაპარტიელებმა მუსოლინი "პოლიტიკურ გვამად" გამოაცხადეს. რამდენიმე დღის შემდეგ მუსოლინი დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან მხარი დაუჭირა დ'ანუნციოს ავანტიურას. (1919 წლის სექტემბერში ცნობილმა პოეტმა გარიელე დ'ანუნციომ, რომელიც ოფიცერი იყო, ვოლონტიორებთან ერთად თვითნებურად დაიკავა იუგოსლავიის პორტი ფიუმე და მთავრობას მოუხდა მათი იქიდან ევაკუაცია). მუსოლინის წარუდგინეს ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ შეთქმულებაში, მის რედაქციაში აღმოაჩინეს მთელი არსენალი, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ გაუჩერებიათ, რათა "მკვრადშობილი" ორგანიზაციის "ხელმოცარული" ლიდერი ტანჯულად არ გადაექციად.
 
[[1920]] წელს მუსოლინიმ მოახერხა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება და პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა. ამ დროისთვის ჯარის მასობრივი დემობილიზაციის შედეგად ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობა და დანაშაულის დონემაც იმატა, ისევე როგორც ინფლაციამ და ასეთ პირობებში ბოლშევიკური მიმართულების სოციალისტებს შეექმნათ ნოყიერი ნიადაგი მოქმებებისთვის: მთელი იტალია მოიცვა მძლავრმა გაფიცვებმა და საწარმოებში თვითმართველობის დამყარებამ, მთელი რეგიონები გადადიოდა კომუნისტების ხელში, მთავრობა კი ვერ აკონტროლებდა მდგომარეობას ქვეყანაში და თითქმის ყოველ თვე იცვლებოდა. ქვეყანა კომუნისტური გადატრიალების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.