კირილ ზდანევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ოჯახი: გასწორდა ორთოგრაფია, გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 8:
გიმნაზიისა და [[სკლიფასოვსკი, ნიკოლაი (პედაგოგი)|ნ. სკლიფასოვსკის]] ფერწერისა და ხატვის კურსების დამთავრების შემდეგ კირილი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში შევიდა. სწავლის პერიოდში ის დაუახლოვდა [[ავანგარდი|ავანგარდის]] წარმომადგენლებს რუსულ ხელოვნებაში. მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ხშირი დათვალიერებით კირილი სწავლობდა იმპრესიონისტებს, გატაცებული იყო [[პრიმიტივიზმი|პრიმიტივიზმით]]. არადადეგებზე და თავისუფალ დროს თბილისში ჩამოდიოდა. აქ, თავის ახალგაზრდა მეგობარ ზიგა ვალიშევსკისთან ერთად აღფრთოვანებული ათვალიერებდა თვითმყოფადი, მაგრამ უცნობი მხატვრის ფერწერულ ნამუშევრებს მუშამბაზე, მაღაზიის აბრებს და ფირნიშებს. [[1912]] წელს თბილისში მორიგი ჩამოსვლისას თავის ძმასთან, ილიასთან და მხატვარ მ. ლე-დანტიუსთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით შეურთდა [[ვალიშევსკი, ზიგმუნტ|ზიგმუნტ ვალიშევსკიც]], მოძებნეს ამ აბრებისა და ფირნიშების ავტორი - [[ფიროსმანი, ნიკო|ნიკო ფიროსმანაშვილი]].
 
===ფიროსმანის "აღმოჩენა"„აღმოჩენა“===
[[1912]] წელს კირილის ძმა, ილია, წერდა: “ჩვენ„ჩვენ მოვძებნეთ მხატვარი; მივედით სახლთან [[მალაკნები|მალაკნების ქუჩაზე]]. აქ მიგვითითეს ნიკოზე, რომელიც ტროტუარზე იდგა. ის ფუნჯით აკეთებდა წარწერას: “მოლოჩნაია”„მოლოჩნაია“. შემობრუნდა ჩვენსკენჩვენკენ, დიდი ღირსებით მოგვესალმა და გააგრძელა საქმიანობა, ხანდახან რეპლიკებით ჩაერთობოდა ხოლმე საუბარში. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან იდგა მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში და რბილი ფეტრის შლაპით, ტანმაღალი, მშვიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ მის ქმედებაში გარკვეული სიმწარე გამოსჭვიოდა”. თავის დღიურში კირილ ზდანევიჩი წერდა: “ილია„ილია ეუბნება ნიკოს - “თქვენსთქვენს სურათებში ქართული ხელოვნების ძვირფასი გრძნობაა ჩაქსოვილი. თქვენ აღმოაჩინეთ გზა და მიგვითითეთ საით უნდა წავიდნენ ქართველი მხატვრები”.
 
[[1913]] წელს, არდადეგებზე თბილისში ჩამოსულმა ილიამ ნიკოს შეუკვეთა თავისი პორტრეტი, რომელიც შემდგომში “ირემთან”„ირემთან“ ერთად გამოფინა მოსკოვში, რომ მის მიერ აღმოჩენილი ტალანტი გაეცნო სამხატვრო საზოგადოებისთვის. “ნიკო„ნიკო ფიროსმანაშვილმა, - ადამიანმა სევდიანი თვალებით, ეულად მოხეტიალემ, დიდმა მხატვარმა”მხატვარმა“ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ძმებ ზდანევიჩებზე.
 
==პარიზი==