ბაქარი და ბაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35:
აღნიშნული ორი წყარო ერთის შეხედვით ერთი და იგივე პიროვნებაზე საუბრობს ოღონდ სახელის ოდნავი დამახინჯებით. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა პიროვნება პარალელურად მეფობდა ერთსა და იმავე დროს. ოღონდ ბაქარი იჯდა მცხეთის ტახტზე, ხოლო ბაკური კი მამამისის რევის ტახტზე უჯარმაში. ორ მატიანეთა მიერ მოთხრობილ სამეფო ისტორიის აღნიშნულ პერიოდში ორი დამოუკიდებელი ისტორია განპირობებული იყო მცხეთის ტახტის გამო წარმოშობილი ქიშპობით. ერთის მხრივ მასზე პრეტენზიას აცხადებდა რევის შთამომავლობა ბაკურის სახით, მხარდაჭერილი სომხეთის სამეფოს მიერ და მეორეს მხრივ მისი რეალური პრედენდენტი იყო მირიანის ძე ბაქარი, რომელიც კონსტანტინოპოლის მძევლობიდან პატივით დაბრუნებულს მირიან მეფემ თავად დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი.
 
===ბაქარი და ბაკური მეფეები===
ქართული მატიანეთა გადმოცემით იბერიის სამეფო ტახტი მირიანის შთამომავლობიდან ძეებს უნდა დაემკვიდრათ და იქიდან გამომდინარე რომ ძეებიდან ქართლში მარტო რევი იყო შესაბამისად თუ ბაქარი არ დაბრუნდებოდა ტახტზე რევი უნდა ასულიყო. მაგრამ ისტორია შებრუნდა და ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან დიდი პატივით ხოლო რევი კი მიიცვლება ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში. რევს კი რჩება ორი ძე '''ბაკური''' და '''თრდატი'''. სწორედ რევის გარდაცვალების შემდეგ იწყება ქიშპობა იბერიის ტახტის მემკვიდრეობაზე მირიანის ძის ბაქარისა და რევის ძე ბაკურს შორის. საბოლოოდ ბაქარის შთამომავლობას ''ბაქარიანებად'', რევის შთამომავლობას ''რევიანებად'', ხოლო მათი დის შთამომავლობას ''ფეროზიანელებად'' მოიხსენებენ.