ბაქარი და ბაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
ისევე როგორც ქართლის ცხოვრება ერიდება სახელი „ბაკურის“ ხსენებას, ასევე მოქცევაი ქართლისაიში არაა ნახსენები სახელი „ბაქარი“ და ისინი წარმოითქმის მხოლოდ ეპითეტებით. აღნიშნული განხეთქილება რომ რეალური მოვლენა იყო ამას ადასტურებს ორივე მატიანის გაერთიანებული ისტორიის სურათი.
 
===მცხეთის ტახტისთვის ბრძოლა===
;ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
ქართლის ცხოვრების მიხედვით მირიან მეფის შემდეგ გამეფდა მისი ძე სახელად '''ბაქარი'''.
Line 51 ⟶ 52:
 
და მოკუდ[ა] რევ დადაემარხა ცოლითურთ. და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან '''ბაკურ''' დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განეშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა. და მოკუდა და დაეფლა ქუემოსა ეკლესიასა. და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ. და მთავარებისკოპოსი იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით.}}
 
ქართლის მოქცევისაგან განსხვავებით ვრცელ ინფორმაციას იძლევა ქართლის ცხოვრება, სადაც მოთხრობილია თუ როგორ მოითხოვდნენბაქარის მაგივრად ბაკურის ტახტზე დასმას რევიანელები.
 
მეფე [[მირიან III|მირიანის]] ძის [[რევი|რევის]] შვილი. მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV საუკუნის II ნახევარში. „[[ქართლის ცხოვრება]]ში“ ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ, წარმოდგენილის ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად [[ბიზანტია|ბიზანტიაში]], ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია [[კავკასია|კავკასიელთა]] უმრავლესობა, მამამისს გაუქრისტიანებელი რომ დარჩა. ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა [[სომხები|სომხებთან]], რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და [[თრდატ]] სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას. მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ [[სპარსეთი|სპარსეთისა]] და [[ბიზანტია|ბიზანტიის]] მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი“) დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად“. როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ისე „ქართლის ცხოვრება“ ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.