მემფისი (ეგვიპტე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 22:
 
ლეგენდის თანახმად, რომელიც უკავშირდება ქურუმ [[მანეთონი|მანეთონს]], ქალაქი ფარაონმა [[მენესი|მენესმა]] დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ძველი სამეფოს პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ქალაქს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] რეგიონის ანტიკურ ისტორიაში. მას [[ნილოსის დელტა]]ში სტრატეგიული პოზიცია ეკავა. მემფისის მთავარ ნავსადგურთან განლაგებული იყო სახელოსნოები, ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც სურსათ-სანოვაგესა და სხვა საქონელს მთელი სამეფოს მასშტაბით ანაწილებდნენ. მის ოქროს ხანაში, მემფისი ყვაოდა როგორც რეგიონის სავაჭრო და რელიგიური ცენტრი.
 
[[ჰეროდოტე]]ს ცნობით, მემფისიის გარშემო ფარაონმა [[მენესი|მენესმა]] ააგო [[ჯებირი (ნაგებობა)|ჯებირი]], რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.<ref>Herodot: Historien II. S. 99.</ref>
 
მემფისის მფარველად მიიჩნეოდა ღმერთი [[პტა]], ხელოსნების მფარველი. მისი დიდებული ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო. მისი სახელი ბერძნულად გამოითქმოდა როგორც Aί γυ πτoς (აი გი პტოს) , ამიტომ ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ აქედან იღებს სათავეს ქვეყნის თანამედროვე სახელი ეგვიპტე.