ფიზიკური კოსმოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
::<small>ტერმინის ზოგადი განსაზღვრებისთვის იხ. სტატია: [[კოსმოლოგია]].</small>
 
'''ფიზიკური კოსმოლოგია''' (ბერძ. κοσμολογία – სამყაროს ვსწავლობ)) [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკის]] განშტოებაა და შეისწავლის [[კოსმოსი|კოსმოსის]] სტრუქტურას, ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ ფუნდამენტულ შეკითხვებს, როგორიცაა სამყაროს შექმნა და [[ევოლუცია]]. კოსმოლოგია ჩართულია კოსმიურ სხეულთა მოძრაობისა და [[პირველადი საწყისი|პირველადი საწყისის]] შესწავლაში. ადამიანთა განვითარების ისტორიის დიდი ნაწილის მანძილზე ეს საკითხი [[მეტაფიზიკა|მეტაფიზიკის]] საგანი იყო. კოსმოლოგიას, როგორც მეცნიერებას, დასაბამი მისცა [[კოპერნიკი|კოპერნიკის]] პრინციპმა, რომლის მიხედვით ციური სხეულები დედამიწისთვის იდენტურ ფიზიკურ კანონებს ემორჩილებიან, და [[ნიუტონი, ისააკ|ნიუტონის]] მექანიკამ, რომელმაც საშუალება მისცა ადამიანებს გარკვეულიყვნენ ამ სხეულთა მოძრაობის კანონზომიერებებში. ''ფიზიკური კოსმოლოგია'', დღევანდელი გაგებით, დაიწყო მე-20 საკუნეში [[აინშტაინი, ალბერტ|ალბერტ აინშტაინის]] [[ფარდობითობის ზოგადი თეორია|ფარდობითობის თეორიისა]] და უკიდურესად შორეულ ობიექტებზე გაუმჯობესებული ასტრონომიული დაკვირვების მეთოდების განვითარებასთან ერთად.