მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის იბერიელი ცვლილებების გაუქმება (№2967056)
შინაარსი შეიცვალა 'მთვარეი კოსმოსშიარი ოღონდა კი არ გატყუებთ მართლა გ...'-ით
ხაზი 1:
მთვარეი კოსმოსშიარი ოღონდა კი არ გატყუებთ მართლა გეუბნებით
[[ფაილი:Full Moon Luc Viatour.jpg|thumb|250px|დედამიწიდან დანახული მთვარე]]
'''მთვარე''' — [[დედამიწა|დედამიწის]] ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ ([[ლათ.]] Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.
 
მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა“ ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.
 
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „[[ლუნა 2]]“ ([[1959]]). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „[[ლუნა 3]]“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „[[აპოლო 11]]“ ([[აშშ]], [[1969]]).
 
== მთვარის დაბნელება ==
 
{{მთავარი|მთვარის დაბნელება}}
მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება, როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და მზის სინათლე მას ვერ სწვდება. მთვარე თითქოს ციდან ქრება.
 
== მთვარის ბნელი მხარე ==
ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1959 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა ([[ლუნა-3]]) ფოტო არ გადაუღო.
 
== მთვარის ფორმა ==
დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას [[მზე]] მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს დედამიწის გარშემო შემობრუნებას. მთვარის „ფორმაცვლილებებს“ ფაზები ეწოდება.
 
როდესაც მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამ მოვლენას [[ახალმთვარეობა]] ეწოდება. მომდევნო ორი კვირის მანძილზე, მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა.
 
როდესაც მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად გამოჩნდება. ამ მოვლენას [[სავსემთვარეობა]] ეწოდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარის დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ უფრო მცირე ნაწილს ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს.
 
== მთვარის ფაზები ==
როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილები ჩანს. მთვარის ფორმა თხელი ნამგლის ფორმიდან, დისკოს ფორმამდე იმატებს, შემდეგ კი ისევ იკლებს. ძირითადად განირჩევა მთვარის ოთხი ფაზა: [[ახალი მთვარე]], პირველი მეოთხედი, [[სავსე მთვარე]] და უკანასკნელი მეოთხედი. მთელი ეს ციკლი დედამიწის 29,5 [[დღე-ღამე]]ს მოიცავს.
[[ფაილი:Moon phases en.jpg|მინი|center|1000 პქ]]
 
{{ვიქსიკონი}}
{{ასტრონომია}}
{{მზის სისტემა}}
 
[[კატეგორია:მთვარე|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთვარე“-დან