ოსები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ →ოსთა დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე: clean up, replaced: დაარსეს → დააარსეს using AWB |
No edit summary |
||
ხაზი 13:
'''ოსები''' (საკუთარი სახელწოდება'' ირონი'', ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთში ''დიგორონი''), ერი [[კავკასია]]ში. საერთო რაოდენობა 700 ათასი, მათ შორის 445,3 ათასი ცხოვრობს [[რუსეთი|რუსეთის ფედერაციის]] [[ჩრდილოეთი ოსეთი|ჩრდილოეთ ოსეთის]] რესპუბლიკაში ([[2002]] აღწერის მიხედვით).
ლაპარაკობენ [[ოსური ენა|ოსურ ენაზე]], რომელიც შედგება ირონული,დიგორული,დვალური(თუალაგ) და
==ეთნოგენეზი==
ხაზი 20:
საბჭოთა მეცნიერებაში დამკვიდრებული იყო თვალსაზრისი, რომ ირანულენოვანი ოსები ჩრდილოკავკასიური ველებიდან გამოაძევეს თავდაპირველად ხაზარებმა, ხოლო შემდგომ თურქულმა ტალღებმა. გადავიდნენ რა, კავკასიის ქედზე ოსები ხვდებოდნენ ნახური და ქართველური მოდგმის ხალხებს. ოსური წარმომავლობის მეცნიერთაგან ოსთა ეთნოგენეზისა და მათი სამხრეთული მიგრაციების შესწავლის პირველი ცდა ზ. ვანეევის სახელს უკავშირდება. ოსი ავტორები ირანული მოდგმის ხალხების კავკასიის მთებში ინფილტრაციის პერიოდად ადრე რკინის ხანას მიიჩნევენ. ამგვარი მოსაზრებების დასამტკიცებლათ ისინი ეყრდნობიან ძირითადად არქეოლოგიურ მასალას და ლინგვისტურ მონაცემებს. ი. გაგლოითის ჰიპოთეზის თანახმად, სარმატები კავკასიის ქედის სამხრეთით ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე განსახლდნენ ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიელ მთიელთა უმეტესობას სწორედ სარმატები შეადგენდნენ. ამ დებულების განმტკიცებას იგი სტრაბონის ცნობით ცდილობს.
X-XIII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა ოსების ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო. XIII-XIV საუკუნეებში თათარ-მონღოლთა და [[თემურლენგი]]ს შემოსევათა შედეგად ბარის მოსახლეობამ
VI საუკუნიდან ოსებში გავრცელდა [[ქრისტიანობა]], XVII-XVIII საუკუნეებში ოსების მცირე ნაწილმა ისლამი მიიღო. ოსების ძირითადი საქმიანობა იყო [[მიწათმოქმედება]] და [[მეცხოველეობა]], მისდევდნენ [[ნადირობა]]სა და [[მეფუტკრეობა]]ს. განვითარებული იყო ხეზე და ძვალზე კვეთა, ლითონის მხატვრული დამუშავება, ქარგვა და სხვა. შექმნეს მდიდრული ხალხური სიტყვიერება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსური ნართების გმირული ეპოსი.
==ოსთა დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე==
ქართულ და რუსულენოვან საისტორიო საზოგადოებებში ოსთა ეთნოგენეზის, მათი პოლიტიკური ისტორიისა და მიგრაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით მწვავე პოლემიკის საგანია ოსთა საქართველოში ჩამოსახლებისა და დამკვიდრების ეტაპები. XX საუკუნეში ოს მკვლევართა ნაწილი მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციის უძველეს დროდ, III-IV ან VI-VII საუკუნეებს მიიჩნევდა, სხვა მეცნიერები
XIII საუკუნემდე, ალან ოსებთან საქართველოს ურთიერთობას ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რაც ერთობლივ ლაშქრობებში ან პირიქით სამხედრო დაპირისპირებაში იყო გამოხატული. მდგომარეობა შეიცვალა დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი გიორგი III ის მეფობის პერიოდიდან, როდესაც ოვსები საქართველოს ყმადნაფიცები უნდა გამხდარიყვნენ. იყო ასევე დინასტიური ქორწინებებიც, რაც ხელს უწყობდა ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებას, მაგრამ მასობრივი ოსური მიგრაციები წყაროებში არ ფიქსირდება. ქართული წყაროების თანახმად, ოსების პირველი მასობრივი შემოსვლა დავით ულუს მეფობის პერიოდში მომხდარა, როდესაც ბექა ყაენისაგან ლტოლვილი ოსები, ქართულ სამეფო კარს საქართველოში დმანისისა და ჟინვანის მიდამოებში დაუსახლებია. 1293 წელს როდესაც დავით მეფე ქეღათუ ყაენს ბიზანტიაში ლაშქრობაში ეხმარებოდა, ოსებს დაუწყიათ ქართლის აოხრება და რბევა, გორი აუღიათ და იქ დამსხდარან. [[გიორგი ბრწყინვალე]]მ ოსთა წინააღმდეგ საგანგებო ზომები მიიღო: ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა და ისინი ქართლში აღარ დასტოვა. [[ზაქარია ჭიჭინაძე|ზაქაარია ჭიჭინაძის]]
ქართული ფეოდალური საზოგადოების თითოეული კლასი თუ ფენა თავისი ინტერესების შესაბამისად სხვადსხვა პოზიციებიდან უდგებოდა ოსთა დასახლების საკითხს. მეფეს მათი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, თუ ისინი მას ემსახურებოდნენ. მეფეს შეეძლო ოსები თავისი ძალაუფლების განმტკიცებისათვის გამოეყენებინა, დაეპირისპირებინა ისინი მსხვილი ფეოდალებისთვის. ოსები ამ მხრივ მეფისათვის საიმედო დასაყრდენი შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგანაც თავადაც საჭიროებდნენ მფარველს. ასეთი მფარველი კი შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ სამეფო ხელისუფლება უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, ორივე მხრიდან ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფის ან კლასის ინტერესებიც იცვლებოდა სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მაგ. თუ საქართველოში გადმოსახლებული ფარეჯან ოვსთა მთავარი დავით მეფეს ერთგულებდა, მისი ძმა ბაყათარი XIII საუკუნის მიწურულს და XIV-ს დამდეგს აქტიურ საქმიანობას აჩაღებდა ქართლში ოსთა სამოქმედო არეალის გასაფართოებლად. იგი მოხერხებულად სარგებლობდა ერთი მხრივ, მონღოლებსა და დავით მეფეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით, მეორე მხრივ კი ქართულ ფეოდალურ წრეებს შორის არსებული წინააღმდეგობით.
რ. თოფჩიშვილის მოსაზრებით, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი საკმაოდ გვიან, XVII საუკუნის შუა ხანებიდან განსახლდა. ქართველ მეცნიერთა აზრით დვალეთში ოსთა დასახლება XV ს-ის ბოლოს დაიწყო და ის ძირითადად XVI ს-ში დასრულდა. XVII ს-ში დვალეთში მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება უკვე განხორციელებულია. მაგრამ როგორც ჩანს, ამ საუკუნეში ბევრ დვალს ეთნიკური თავისთავადობა კვლავ შენარჩუნებული აქვს, რადგან, მთის პირობებში კულტურლ-ეთნიკური ასიმილაცია, ბარისაგან განსხვავებით, ერთობ გაძნელებულია. ოსები დვალეთში ალაგირის ხეობიდან დასახლდენენ და მათი მიგრაცია XVIII ს-ის 70-80-იან წლებამდე გრძელდებოდა. ოსურმა ეთნოსმა ადგილობრივთა ეთნონიმი დვალი (ოსურად „თუალი“) საკუთარ ეთნონიმად აქცია. კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე
XVIII ს-ის მთელ მანძილზე ოსები შიდა ქართლის მთისწინეთში ფაქტობრივად არსად ცხოვრობდნენ. ოსთა მიერ შიდა ქართლის მთისწინეთის სოფლებში (უფრო ხშირად ნასოფლარებში) ჩასახლება იწყება XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში. XVIII ს-ის დასასრულსა და XIX ს-ის დასაწყისში ოსები იკავებენ პატარა ლიახვის ხეობის მთისწინეთის მნიშვნელოვან მონაკვეთს.
|