მერმეროე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
ორმა მეთაურმა ქალაქს ალყა შემოარტა, თუმცა კავადის სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ცივმა ზამთარმა მათი ლაშქარი დააზარალა, მათ დროებით დაზავება გადაწყვიტეს და სპარსეთის ტერიტორიისაკენ დაიხიეს.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|pp=94–95}}.</ref>
[[ფაილი:ეგრისის სამეფო V-VI საუკუნეებში.jpg|მარჯვნივ|მინი|ეგრისის სამეფო]]
[[542]] წელს, [[540]] წელს განახლებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, შაჰმა [[ხოსრო I]]-მა მერმეროე ბიზანტიელთა ციხესიმაგრის, დარას წინააღმდეგ გაგზავნა, თუმცა, კორპიუსის მიხედვით, იგი დაამარცხა და დაატყვევა ციხისთავმა იოანე ტროგლიტამ.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|pp=111–112}}.</ref> მერმეროე კვლავ ჩნდება [[548]] წელს, როდესაც იგი [[ეგრისის სამეფო|ეგრისში]], ბიზანტიელთა და ეგრისელთა ერთიანი ჯარის მიერ ალყაშემორტყმული [[პეტრას ციხე|პეტრას ციხის]] დასახმარებლად წარგზავნილი დიდი არმიის ხელმძღვანელად გაიგზავნა. რადგანაც ბიზანტიელთა სარდალმა, [[დაგისთე]]მ მთებში გამავალი გზების საკმარისი რაოდენობის ჯარით დაცვაზე არ იზრუნა, მერმეროემ შეძლო ეგრისში შესვლა ბიზანტიური დაჯგუფებებისათვის გვერდის ავლით. მან პეტრა ალყისაგან გაათავისუფლა და მისი გარნიზონიც გააძლიერა, თუმცა არმიის მომარაგების პრობლემების გამო, იძულებული გახდა პერსარმენიაში, [[დვინი]]საკენ დაეხია, ხოლო ეგრისში 3 000 კაციანი ჯარი დაეტოვებინა პეტრას დასაცავად და დამატებით 5 000, ფავრიზის მეთაურობით — მისასვლელი გზის დასაცავად.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=117}}.</ref>{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=103}}
 
მომდევნო წელს, ეგრისელებმა და ბიზანტიელებმა ეს ჯარები გაანადგურეს და ბიზანტიელთა სარდალმა [[ბესა]]მ პეტრას ალყა შემოარტყა. [[551]] წლის გაზაფხულზე მერმეროე ხელახლა გაემართა პეტრას ალყისაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ბესამ ციხის აღება მის მისვლამდე შეძლო. სპარსელთა სარდალი ეგრისის დედაქალაქის, [[ნოქალაქევი|არქეოპოლისისაკენ]] შემოტრიალდა და გზად შორაპნისა და სკანდის ციხეები აიღო. მან არქეოპოლისს ალყა შემოარტყა, თუმცა მისი შეტევები მოიგერიეს და რადგანაც სპარსელები მომარაგების პრობლემებს გაიცდიდნენ, იგი იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ეგრისის ნაყოფიერი მხარისაკენ, [[მუხურისი (მხარე)|მუხურისისაკენ]] დაეხია, რომელიც მან თავისი სამხედრო ოპერაციების ბაზად აქცია.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=119}}.</ref> მომდევნო ზამთარს (551/552) მან გააძლიერა კონტროლი ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილზე ([[სვანეთი]]ს ჩათვლით), ხოლო ეგრისის მეფე [[გუბაზ II]]-სადმი მისი სამშვიდობო ინიციატივები უარყოფილ იქნა. [[552]] წელს, ჯარის დამატებითი ძალებით გაძლიერების შემდეგ, მერმეროემ შეუტია არქეოპოლისს, წებელდასა და მესამე უსახელო ციხეს, თუმცა ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა კვლავ მოახერხეს მისი მოგერიება და მუხურისისაკენ უკუგდება.<ref name="PLRE884"/><ref>{{harvnb|Greatrex|Lieu|2002|p=120}}.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერმეროე“-დან