გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.22.31-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 103:
=== საგარეო პოლიტიკა ===
==== ურთიერთობა წმინდა მიწასა და ეგვიპტის სასულთნოსთან ====
[[იერუსალიმი]]ს ქართველთა ეკლესია-მონასტრები XIIIზზზზXIII საუკუნეში მუსლიმებმა მიიტაცეს. 1305 თუ 1310 მეფე [[დავით VIII]]-ის მცდლობით ქართველებმა [[ჯვრის მონასტერი|ჯვრის მონასტრის]] დაბრუნება შეძლეს, თუმცა სხვები კვლავ მაჰმადიანთა ხელში რჩებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
გიორგი V-მ თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებშივე მიაქცია ყურადღება იერუსალიმის ქართულ სავანეებს. პირველი ელჩობა მან ჯერ კიდევ 1316 წელს გაგზავნა (როცა ის ჯერ კიდევ [[გიორგი VI მცირე|გიორგი VI-ის]] მეურვედ ითვლებოდა), მეორედ კი — 13201211320 წელს. გიორგიმ ეგვიპტის სულთანს ძვირფასი საჩუქრები და წერილი გაუგზავნა. როგორც ჩანს, იგი ქართული სავანეების დაბრუნებასა და ყველა ქრისტიანის შეურაცხმყოფელი წესების, მათ შორის მომლოცველთათვის ცხენზე ნორმალურად ჯდომის აკრძალვის (მათ ორივე ფეხი ერთ მხარეს უნდა ჰქონოდათ) გაუქმებას ითხოვდა. სანაცვლოდ, გიორგი სულთანს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
ელჩებად გაგზავნილები იყვნენ პიპა ქსნის ერისთავის შვილი და დეკანოზი იოანე ბანდაისძე. სულთანმა გიორგის თხოვნა შეასრულა: ქართველებს ქრისტეს საფლავის კლიტენი დაუბრუნა და ცხენზე ამხედრების ქრისტიანთათვის შეურაცხმყოფელი წესიც გააუქმა. გარდა ამისა, ქართველი მომლოცველები ხარკის გადახდისაგან გაათავისუფლა და ნება დართო ქალაქში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}