ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 68:
 
=====საგარეო=====
ჩვეულებრივ დღეებში სახმარი კაბებისაგან განსხვავებით, საგარეოს სახელოებზე წააკერებდნენ ბოლომომრგვალებულ ყოჩებს, რომელთა ზომა ხელის ნების შესატყვისი იყო. შემკობის მხრივ საგარეო დანიშნულების კაბის ზოგიერთ ცალზე წარმოდგენილი მორთულობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ჩაჭრილი გულისპირის გასწვრივ ჩაამწკრივებდნენ ფერადი აბრეშუმის ნაჭრებს, „კალაპოტური“ წესით, რაც შემდეგში მდგომარეობდა: ნაირსახად დაჭრილ ფერადი აბრეშუმის ნაჭრებს ფერთა და ფორმების ურთიერთ შეხამებით მიაკერებდნენ. ფერადი ნაჭრების ასეთ წყობას სირმითა და მძივითაც დაამშვენებდნენ. გულისპირზე იცოდნენ აგრეთვე ლეკების მიერ დამზადებული ფოთლისებური ფორმის, სევადით შემკული ვერცხლის ღილების დაკერება, ანდა ღილ-ხრიკებით მისი შეკვრა, უფრო ხშირად კი გულისპირის ეს ნაწილი ღიად რჩებოდა, რომ შიგნითა მხრიდან ჩაცმული საგულის მოქარგული საყელო გამოჩენილიყო.
 
მხარ-სახლით გაწყობილ ზედატანს ან პირდაპირ მოაკერებდნენ ბოლოს ანდა მათ შორის სარტყელსაც დაატანდნენ.
 
=====საგულე=====
საგულეს სახელწოდებით ცნობილი იყო კაბის შიგნითა ჩასაცმელი. უმეტესად იგი შავი სატინისაგან მზადდებოდა. ძველი ფორმის საგულე საყელოსა და სახელოების გარეშე ყოფილა წარმოდგენილი. კაბაში გამოსაჩენი ადგილები საგანგებოდ ირთვებოდა. გულისპირი ორივე მხარეს სახელოდან ერთი მტკაველის დაშორებით გადაიჭრებოდა და გაუკეთდებოდა ნაოჭი, ე. წ. „ბოყოტის“ თავები (ნაოჭიან ადგილებს ისე გააკეთებდნენ და განალაგებდნენ, რომ სიგანეზე ჩამწკრივებულთ, ჩიბუხის თავის მიმსგავსებული ფორმები მიეღოთ). ნაოჭიანი თავები მორთული იყო მძივებითა და „თუშური ფულებით“. ასეთი ბოყოთისთავიანი ნაოჭი ხშირად მეორდება ფშაური ტანსაცმლის ქარგულობაში. განსაკუთრებით კი ძველებურ, ბოლოშეყრილ ნაოჭიან „ფასტამალაზე“ (წინსაფარი) სცოდნიათ მისი გამოყენება. ამ ტერმინს „ბოყოტი“ საინტერესო დამთხვევა აქვს სვანეთში გავრცელებულ „ბოყონალართან“, რაც საკაცო და საქალო შემოსაცმელ ჩოხისებური თარგის მქონე სამოსის გვერდებში ჩაყენებული „კუჭების“ აღმნიშვნელია. ზოგჯერ საგულეს უკეთებდნენ ნაკეცებს და ნოქვითაც ამკობდნენ. ასეთი საგულეები მალევე გასულა მოხმარებიდან. მათი ადგილი ენიანი საყელოსა და სახელოების მქონე საგულეებმა დაიჭირა. ენიანი საგულის ქარგულობაც განსხვავებული ყოფილა. ყელთან გრეხილს მიაკერებდნენ, რომელიც ბოლოში მთავრდებოდა ფესვით. საყელოზე ნოქვებით მოქარგვის გარდა, ფერადი დარაიას წაკერებაც ყოფილა წესად. ხშირად ამ ტიპის საგულეს ასარჩულებდნენ კიდეც. იცოდნენ საგულის ვერცხლის ფულებითა თუ დაფერილი ვერცხლის სამკაულით შემკობაც.
 
=====ფასტამალა=====
ფშაური ფასტამალა იკერებოდა ერთი არშინი მუქი ფერის ყარამანდულასა ან ლასტიკისაგან. მოხუცი მთხრობელების გადმოცემით, ფასტამალას თავისი არსებობის მანძილზე სამჯერ გამოუცვლია ფორმა. პირველად „ენიანი ფასტამალები“ ჰქონიათ. კისრიდან წამოღებული „ენები“ მაგრდებოდა „სარტყელში“, მერე მიაკერებდნენ ნაოჭშეყრილ „ბოლოს“.
 
====გარე სამოსელი====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან