უფლისციხე (გორის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==უფლისციხე (ნასახლარი)==
თბილისდან 85 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ციხე-ქალაქის, [[უფლისციხე (ძეგლი)|უფლისციხის]] კომპლექსის მახლობლად, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა მხარეს სოფელ უფლისციხის ნასახლარია, ცოტა ზემოთ, რამდენიმე მეტრში კი მიტოვებული სოფლის [[სასაფლაო]]. სოფელი XX საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა, რომელმაც ნასახლარის სახე კლიმატის ცვლილების გამო მიიღო. ეს ადგილი, დიდი ხნის განმავლობაში, დასახლებული პუნქტი იყო. ამ სოფლის არსებობა, [[1957]] წლის შედგენილ [[ტოპოგრაფიული რუკა|ტოპოგრაფიულ რუკაზეცაა]] დადასტურებული, აქ ცხოვრობდა 200 ოჯახზე მეტი. ადრე, მდინარე მტკვარი, სოფელ ქვახვრელის[[ქვახვრელი]]ს მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინებოდა. გეოგრაფის, პროფესორი,პროფესორ [[გიორგი დვალაშვილისდვალაშვილი]]ს სტიტყვებით, „აქ კი იყო ბოსტნები, ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რეალურად ბოლო ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მდინარეთა ქსელის მიმართულების შეცვლას იწვევს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მდინარის წყლის რაოდენობის რამოდენიმეჯერ მომატებისას, ეს ადგილი გაჭრა და სოფელ უფლისციხის დასავლეთის მხარე გარესამყაროს მოწვიტა“. პროფესორი დვალაშვილი განმარტავს, რომ გარდა კლიმატური ცვლილებებისა, სოფლის სახნავ–სათესი სავარგულების მდინარის მიერ გადარეცხვა–ეროზია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გავრცელებულ ბუნებრივ კანონზომიერებას უკავშირდება. მდინარე მტკვარმა უფლისციხის კომპლექსაც საფრთხე შეუქმნა. [[2007]] წლამდე გვირაბში წყალი შედიოდა. შემდეგ კი, მდინარემ ძველ კალაპოტში გადაინაცვლა და დინება იქ დაიწყო, სადაც ადრე მოედინებოდა. მანამდე, კი ახალი სოფელი გაჩნდა მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს.
 
ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით 1977 წელს, მდინარის მარჯვენა მხარეს, ძველი უფლისციხიდან ახალ სოფელ უფლისციხეში გადასახლებული 76 ოჯახი ირიცხებოდა. ახალ დასახლებაში სახლები მდინარის სანაპირო ზოლში გააშენეს. “მათ არ მისცეს შესაბამისი რეკომენდაცია, რომ მდინარეს უნდა დაშორებოდნენ. მდინარესთან ახლოს თვითნებურად დასახლდნენ 90-იან წლებში. მდინარის პირას დასახლებული სახლები მდინარე მტკვარმა დატბორა, რადგან თავის კალაპოტში წავიდა,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი. ეს კი იმის ბრალია, რომ განსახლების პოლიტიკა ჯერ კიდევ არ არსებობს ქვეყანაში. რისკები ჯერ კიდევ დიდია, რადგან მდინარეები არასწორად დასახლებული პუნქტის მიმართულებით ინტენსიურად რეცხავს ნაპირს. “ამ ნასახლარზე იმიტომ აღარ დარჩა მოსახლეობა, რომ სავარგულები, მისასვლელი გზა გადაირეცხა. თუმცა საცხოვრებელი ადგილის დიდი ნაწილს ეროზია არ შეხებია. ხოლო მტკვრის მარცხენა მხარეს შეიქმნა სხვადასხვა საწარმო, აგრეთვე ახლოს გადიოდა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, ყოველივე ამის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინათ და ყოფილი სოფლის მახლობლად ახალ ადგილას დასახლებულიყვნენ” – განმარტავს დვალაშვილი და ამატებს, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესების შედეგი, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს 50 წელში გარემო და რა სავალალო შედეგების წინაშე შეიძლება დააყენოს მოსახლეობა. თუ ამ სოფლის მაგალითი არ იქნება გათვალისწინებული, მომავალში შესაძლებელია ასეთივე ნასოფლარები შეიძლება უამრავი გაჩნდეს. მდინარის ნაპირის ათვისება და იქ ჩარევა უნდა ხდებოდეს, გარკვეული კანონზომიერებით, ამტკიცებს გეოგრაფი დვალაშვილი. ეს დაუწერელი კანონია. მოსახლეობა ძველთაგანვე ერიდებოდნენ სტიქიურად საშიშ ადგილებს. მთის ფერდობს არ ჩეხდნენ და სტიქიური პროცესების გავრცელების სარისკო ზონაში არ აშენებდნენ სახლებს. წინასწარ აფასებდნენ იმ ადგილებს.