დენთი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''დენთი''' — მტყორცნი თვისებების მქონე ფეთქებადი ნივთიერება. დენთის წვა განპირობებულია სითბოს გადაცემით შრიდან შრეზე და მდგრადია გარე წნევის ფართო ინტერვალში (1—10⁴ კგძ/სმ²). განასხვავებენ დენთის ორ სახეობას: ''უკვამლო'' და ''ნარევიან'' (შედგება საწვავისა და დამჟანგველისაგან) დენთს. ნარევიანი დენთის ერთ-ერთი სახეა ''კვამლიანი ანუ შავი დენთი''. შავი დენთი გოგირდის (10%), ხის ნახშირის (15%) და კალიუმის გვარჯილის (75%) მექანიკის ნარევია. ვარაუდობენ, რომ იგი პირველად ჩინეთში მიიღეს, საიდანაც შემდეგ დასავლეთში გავრცელდა
უკვამლო დენთი, რომლის ძირითადი კომპონენტია [[ნიტროცელულოზი]], იყოფა შემდეგ ტიპებად:
*''ბალისტიკური'', რომლის შედგენილობაში შედის 50—60% ნიტროგლიცერინი, დიეთილენგლიკოლდინიტრატი ან მათი ნარევი. გარდა ამისა მათ შემადგენლობაში შეყავთ არომატული ნიტრონაერთები, სტაბილიზატორები, აგრეთვე ბაზელინი, ქაფური და სხვა დანამატი, ბალისტიკურ დენთს იყენებენ ძირითადად ცეცხლსასროლ იარაღებში და მყარ რაკეტულ საწვავად;
*''კორდიტული'' (კორდიტული დენთის სხვადასხვა სახეობის შედგენილობები მოყვანილია ცხრილში) და
* ''პროქსილინური,'' რომლის შედგენილობაში შედის 91—96% ნიტროლულოზა, 1,2—5,0% აქროლადი ნაერთები (სპირტი, ეთერი და წყალი), 1,0—1,5% სტაბილიზატორი, 2—6% ფლეგმატიზატორი, 0,2—0,3% გრაფიტი და ალჩამქრობი დანამატები. იყენებენ ძირითადად ცეცხლსასროლ იარაღებში. ეს სახეობები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წარმოების ტექნოლოგიით. უკვამლო დენთს, შავ დენთთან შედარებით ახასიათებს უფრო მდგრადი წვა და მეტი მუშაობის უნარიანობა.
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|470}}
|