პეტრას ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up
ხაზი 44:
მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც [[პეტრის საეპისკოპოსო]]ს კათედრალის ნაშთია.
 
პეტრის ლოკალიზაციის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებაც.
 
პეტრა-ქაჯეთმა დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული (ამ დროს მას შეეხო შვეიცარიელი არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე) დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა პირველი 1934 წელს ს. ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. [[1908]] წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). ნ. ხოშტარიას აზრით გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.
ხაზი 51:
'''პეტრას კათედრალი''' — პეტრას ციხეში არსებული კვადრატული ნაგებობა, მდებარეობს შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის სიახლოვეს (3-4 მეტრის მოშორებით). მოღწეული კედლების სიმაღლეა 2,5 მ. ამ ნაგებობაში პეტრელი მვდელთმთავრის საკათედრო ტაძარი უნდა ყოფილიყო. საეპისკოპოსო კათედრა VI საუკუნეში დაარსდა და კარგა ხანს არსებობდა (ერთიანდებოდა ფაზისის მიტროპოლიაში).
 
პეტრელ მღვდელთმთავრებიდან ცნობილია [[იოანე პეტრელი]] ეპისკოპოსი, რომელიც 692 წლის საეკლესიო კრებას დასწრებია.
 
პეტრელი ეპისკოპოსის იურისდიქცია საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ქვემო გურიის, აჭარისა და რიზეს მხარეც ერთ დროს მისი სამწყსო ყოფილა. მოგვიანებით, ერთიანი ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის ხანაში, როცა საეკლესიო პარტიკულარიზმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი შეიცვალა საეკლესიო ცენტრების ისტორიული გეოგრაფია და საეპისკოპოსო კათედრამ პეტრა-ქჯეთიდან ხინოწმინდაში გადაინაცვლა.
 
==ისტორია==
ბიზანტიელთა მიერ დიდი ციხე-ქალაქის აგებამდე აქ ლაზთა მცირე სიმაგრე (პროკოფი კესარიელის სიტყვით „უმნიშვნელო“) ყოფილა, მაგრამ მისი კვალი აღარ შეინიშნება.
 
ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე [[VI საუკუნე]]ში ბიზანტიის იმპერატორ [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე]]ს ბრძანებით ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს, რომელსაც ამ იმპერატორის საპატივცემულოდ „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს (535 წლის ნოველა).
 
პეტრა-ქაჯეთმა ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ს. ჯანაშია ამ ციხექალაქისციხე-ქალაქის როლს თბილისის როლთან აიგივებდა.
აქვე დაარსდა [[ლაზიკის ეპარქია|ლაზიკის ეპარქიის]] ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. პეტრას საეპისკოპოსო კათედრა [[კონსტანტინოპოლის საპატრიარქო]]ს ემორჩილებოდა. IX საუკუნეში პეტრას კათედრის გაუქმების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრმა [[ხინო]]ში გადაინაცვლა.
 
ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მდლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში [[ეგრისის დიდი ომი]]სა. ომის განმავლობაში პეტრასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი [[პეტრის ბრძოლები|ბრძოლა]] გაიმართა.
 
საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯისციხეს უწოდებდნენ.
 
ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის ცნობით XV საუკუნის 70-იან წლებში აქ კიდევ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეა“-ს (ქაჯეთის ციხე) უწოდებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრას_ციხე“-დან