ზამბია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 148:
==== საკანონმდებლო ხელისუფლება ====
ეროვნული ასამბლეა შედგება 158 დეპუტატისაგან, რომელთაგან 150 ირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით და 8 ინიშნება პრეზიდენტის მიერ. გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა. პარლამენტის ყველა წევრი ირჩევა 5 წლიანი ვადით.<ref name="cia">{{cite web|author=[[ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო|CIA]].|publisher=[[The World Factbook]]|title=Zambia|url=https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/za.html|year=2014}}</ref>
 
== შეიარაღებული ძალები ==
ზამბიის შეიარაღებული ძალები შედგება ზამბიის არმიისგან, ზამბიის [[სამხედრო-საჰაერო ძალები]]სგან და ზამბიის ეროვნული სამსახურისგან. ზამბიის შეიარაღებული ძალები პირველ რიგში პასუხისმგებელია ქვეყნის თავდაცვაზე. იმის გამო, რომ ქვეყანას არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, მას არ ჰყავს [[სამხედრო-საზღვაო ძალები]].
 
ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ 16 წლის ასაკში და შევიდნენ არმიის რიგებში მშობლების თანხმობით. ამას გარდა 18 წლის ასაკში მათ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ არმიის რიგებში მოხვედრა. ქვეყანაში არ არსებობს გაწვევა. [[ჯარი|ჯარში]] მოხვედრის კანდიდატები უნდა იყვნენ ზამბიის მოქალაქენი და უნდა ჰქონდეთ 12 კლასის დამთავრების სერტიფიკატი. მსურველებმა ჩარიცხვის წინ ასევე უნდა გაიარონ [[აივ]]-ინფექციის ტესტი. ისინი ჯარში მსახურობენ 65 წლის ასაკამდე, რის შემდეგაც ხდება პენსიაზე სავალდებულო გასვლა.
 
1964 წელს ზამბიის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ყოფილი როდეზიის ჩრდილოეთის საჰაერო ფრთა გადაკეთდა ზამბიის საჰაერო ფრთად, რომელიც გაგრძელდა 1968 წლამდე და რის შემდეგაც შეიქმნა ზამბიის სამხედრო-საჰაერო ძალები.<ref>http://www.air-britain.com/zambia.pdf</ref>
 
სამხედრო-საჰაერო ძალების უპირველესი მოვალეობაა დაიცვას ზამბიის საზღვრები და საკუთარი საჰაერო სივრცე. ამას გარდა, ის ახორციელებს სამთავრობო დაწესებულებების ჰაერიდან დაცვის სხვადასხვა ფორმებს. ის ასევე ახორციელებს დაზვერვას, ჯარების გადასხმას, პოლიციის სატრანსპორტო მისიებს და მედიკამენტებისა და მედპერსონალის საჰაერო გადაყვანებს ძნელადმისადგომ რაიონებში. იგი ასევე უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას აუცილებლობის შემთხვევაში.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზამბია“-დან