რეიჰანე ჯაბარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რეიჰანე ჯაბარი''' (დ. 1988 — გ. 25 ოქტომბერი 2014) — ირანელი ქ...
 
No edit summary
ხაზი 6:
 
ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს წარმომადგენელმა ირანში, აჰმედ შაჰიდმა გააკეთა მოხსენება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა, რომ ჯაბარი იყო დაქირავებული სარბანდის მიერ დიზაინის შეცვლის მიზნით და წაიყვანა ოფისში, ხოლო ადგილზე მისვლის შემდეგ, სარბანდმა სცადა სექსუალური ძალადობა ქალზე. ამის საპირისპიროდ, მსხვერპლის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ეს იყო წინასწარ განზრახვით ჩადენილი მკვლელობა, რადგანაც ჯაბარმა აღიარა, რომ დანა შეიძინა შემთხვევამდე ორი დღით ადრე.
 
== პატიმრობა და სასამართლო პროცესი ==
 
დაპატიმრების შემდგომ ორი თვის განმავლობაში ჯაბარი იყო იზოლირებულ ტყვეობაში, სადაც მას არ ჰქონდა საშუალება დაკავშირებოდა ოჯახს და არც ადვოკატს. 2009 წელს თეირანის სასამართლომ ბრალდებულის წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გამოიტანა. „ამნისტი ინთერნეიშენალის“ თანახმად, მართალია ჯაბარმა აღიარა, რომ მან ჩაარტყა დანა გარდაცვლილს, თუმცა ამტკიცებდა, რომ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ იმყოფებოდა ვიღაც და სწორედ მან მოკლა სარბანდი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეიჰანე_ჯაბარი“-დან