გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 94:
=== საგარეო პოლიტიკა ===
==== ურთიერთობა წმინდა მიწასა და ეგვიპტის სასულთნოსთან ====
[[იერუსალიმი]]ს ქართველთა ეკლესია-მონასტრები XIII საუკუნეში მუსლიმებმა მიიტაცეს. 1305 თუ 1310 მეფე [[დავით VIII]]-ის მცდლობით ქართველებმა [[ჯვრის მონასტერი|ჯვრის მონასტრის]] დაბრუნება შეძლეს, თუმცა სხვები კვლავ მაჰმადიანთა ხელში რჩებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
გიორგი V-მ თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებშივე მიაქცია ყურადღება იერუსალიმის ქართულ სავანეებს. პირველი ელჩობა მან ჯერ კიდევ 1316 წელს გაგზავნა (როცა ის ჯერ კიდევ [[გიორგი VI მცირე|გიორგი VI-ის]] მეურვედ ითვლებოდა), მეორედ კი — 1320 წელს. გიორგიმ ეგვიპტის სულთანს ძვირფასი საჩუქრები და წერილი გაუგზავნა. როგორც ჩანს, იგი ქართული სავანეების დაბრუნებასა და ყველა ქრისტიანის შეურაცხმყოფელი წესების, მათ შორის მომლოცველთათვის ცხენზე ნორმალურად ჯდომის აკრძალვის (მათ ორივე ფეხი ერთ მხარეს უნდა ჰქონოდათ) გაუქმებას ითხოვდა. სანაცვლოდ, გიორგი სულთანს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
ელჩებად გაგზავნილები იყვნენ პიპა ქსნის ერისთავის შვილი და დეკანოზი იოანე ბანდაისძე. სულთანმა გიორგის თხოვნა შეასრულა: ქართველებს ქრისტეს საფლავის კლიტენი დაუბრუნა და ცხენზე ამხედრების ქრისტიანთათვის შეურაცხმყოფელი წესიც გააუქმა. გარდა ამისა, ქართველი მომლოცველები ხარკის გადახდისაგან გაათავისუფლა და ნება დართო ქალაქში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}
 
გიორგი V-ს ეგვიპტის სასულთნოში დიდად აფასებდნენ. ჩვენამდე მოღწეული არაბული წყაროები მისი და მისი პერიოდის საქართველოს შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას იძლევიან. ეგვიპტის სახელმწიფო მდივნის, ალ-უმარის (1301-1349 წწ.) ნაშრომში „მაღალი ტერმინოლოგიის განმარტება“ დაცულია ეგვიპტის სულთნების საქართველოს მეფეებთან მიმოწერის წესი. სულთნები თავიანთ ოფიციალურ ეპისტოლეებში საქართველოს მეფეს შემდეგნაირად მიმართავდნენ: {{ციტატა|მაღალი ალლაჰი ხანგრძლივს ყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისას, დიდებულისა, გულადისა, მამაცის, ლომისა, მეთაურისა, მრავალგზის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთ მესიისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ-მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=23}}}}
 
ამ რამდენადმე ზეაწეული ტონით დახასიათებაში კარგად ჩანს გიორგი V, როგორც ნიჭიერი პოლიტიკოსი და დიპლომატი, კეთილად განწყობილი სხვა ხალხებისა და რელიგიებისადმი. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, ელ-უმარის ეს ცნობები გიორგი მეფეს „ფართო და თავისუფალი აზროვნების მქონებელ პოლიტიკოსად გვაგულისხმებინებს“.{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=203}}{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=85}}
 
==== ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან ====
[[საქართველოს სამეფო]] [[XIV საუკუნე]]შიც არაერთხელ გახდა დასავლეთევროპელთა ყურადღების ობიექტი. აღსანიშნავია [[რომის პაპი|რომის პაპების]] ცხოველი ინტერესი საქართველოსა და მისი მეფისადმი. შემორჩენილია როგორც კათოლიკე მისიონერთა მიმოწერა, ისე თავად პაპ [[იოანე XXII]]-ის 1322 წლით დათარიღებული წერილი მეფე გიორგისადმი, რომლებიც მრავალ საყურადღებო ცნობას შეიცავენ. საინტერესოა, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობისას სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადაიტანეს,{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=27}} ასევე, დასტურდება საქართველოში თბილისის საეპისკოპოსოს გარდა მეორე, სებასტოპოლისის, იგივე ცხუმის საეპისკოპოსოს არსებობაც, რომელიც [[1318]] წელს დაარსდა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=28}}