გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 103:
 
== გიორგი V ბრწყინვალე ისტორიოგრაფიაში ==
გიორგი V [[1346]] წელს გარდაიცვალა. მან შეძლო დაშლილი ქვეყნის კვლავ გაერთიანება, მისი მონღოლთა თითქმის საუკუნოვანი ბატონობისაგან გათავისუფლება და საქართველოს მთისა და ბარის ხელახლა გაერთიანება. მან დატოვა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ყველა ამ დამსახურებისათვის გიორგი V-ს ქართველმა ხალხმა გიორგი ბრწყინვალე უწოდა.
 
ანონიმი ქართველი მემატიანე — [[ჟამთააღმწერელი]] გიორგი ბრწყინვალის შესახებ წერდა: {{ციტატა|ესმა გიორგი მეფესა სიკვდილი ყაენისა და მის წილ დადგინება აბუსაიდისა, და წარვიდა ურდოსა. შეიწყნარეს, და განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი, და იწყო მთმან აღმოჭვირვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკვირველისა და საშინელისა თქუმად.}}
ხაზი 113:
ასეთ შეფასებას აძლევს გიორგი ბრწყინვალის მეფობას [[ისიდორე დოლიძე]]: {{ციტატა|მეფე გიორგი V საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამოჩენილი მოღვაწე და სახელმწიფო ხელმძღვანელი იყო. თამარ მეფის შემდეგ ფეოდალურ საქართველოს არ ჰყოლია სახელმწიფოს ასეთი დიდი საჭეთმპყრობელი. მისი სახელი და მოღვაწეობა ქება-დიდებითაა მოხსენიებული ქართულ მატიანეებსა და საისტორიო წყაროებში.}}
 
XIV საუკუნის საქართველოს ისტორია მონოგრაფიულად შეისწავლა ისტორიკოსმა ვაჟა კიკნაძემ. მისი ნაშრომი — საქართველო XIV საუკუნეში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პრობლემებთანპრობლემასთან ერთად, უშუალოდ გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობასაც მოიცავს. მონოგრაფია [[1989]] წელს გამოქვეყნდა.
 
[[1955]] წელს, [[ლონდონი|ლონდონში]], გამოქვეყნდა ინგლისელი მეცნიერის, დევიდ მარშალ ლენგის ნაშრომი — საქართველო გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, რომელშიც XIV საუკუნის საქართველოს ისტორიის მრავალი საინტერესო მომენტია გაშუქებული.
 
== ლიტერატურა ==