ბიტკოინი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბიტკოინი''' არის ციფრული ქონება და ელექტრონული გადახდის სა...
(განსხვავება არ არის)

11:47, 15 იანვარი 2016-ის ვერსია

ბიტკოინი არის ციფრული ქონება და ელექტრონული გადახდის საშუალება, რომელიც გამოიგონა სატოში ნაკამოტომ, რომელმაც 2008 წელს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა მეორე კომპიუტერს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით; შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ თავისუფლად განახორციელონ ტრანზაქცია ყოველგვარი შუამავლის ან საშუამავლო რგოლის გარეშე.