ეფესოს საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Christian council of Ephèsus in 431.jpg|მინი|400პქ|ფრესკაზე გამოსახულია ეფესოს საეკლესიო კრება, ბაზილიკა [[ლიონი|ლიონში]]]]
'''ეფესოს საეკლესიო კრება''' იგივეანუ '''მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება''' - [[მართლმადიდებლობა|''(მართლმადიდებლების]] მიერ აღიარებული)'' მესამე [[მსოფლიო საეკლესიო კრება]]., გაიმართა ქალაქ [[ეფესო]]ში ([[მცირე აზია]]) [[431]] წელს, იმპერატორ [[თეოდოსი II (ბიზანტია)|თეოდოსი მცირის]] ([[408]]-[[450]]) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, [[ნესტორი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ნესტორის]] ([[428]]-[[431]]) ცრუსწავლების განსასჯელად.
 
კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი [[ეპისკოპოსი]] შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე ალექსანდრიელი]], [[იუბენალ იერუსალიმელი]], [[მემნონ ეფესელი]] ([[რომის პაპი]] [[ცელესტინ I|ცელესტინე]], ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა ([[ნესტორიანელობა]]) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ [[ქრისტე]]ს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.