მხარგრძელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ეს სხვა ბიჯნისია
ხაზი 2:
 
== საგვარეულო ისტორია ==
მხარგრძელები მსხვილი მემამულეები იყვნენ. მათ მამულს შეადგენდა ქვემო ქართლისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს ნაწილი ([[ლორე]]-[[ტაშირი]], [[გაგი (პროვინცია)|გაგი]], [[თმოგვი]], [[კაენი]], [[შამქორი]]), აგრეთვე შემოერთებული სომხეთის თემების მნიშვნელოვანი ნაწილი ([[ანისი]], [[დვინი]], [[ბიჯნისი]], [[გელაქუნი]], ტავუში, ტერუნაკანი, ერგევანქი, [[მაწნაბერდი]], ნორბერდი, ანბერდი, გეტაბაკქი, ჩარექი, ქარჰერძი და სხვა). აქედან მხარგრძელების უფროს შტოს (ზაქარიას სახლს) ეკუთვნოდა: ქართლში — ლორე-ტაშირი, სომხეთში შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი; უმცროს შტოს (ივანეს სახლს) — ქვემო ქართლის ნაწილი, სომხეთში [[ვასპურაკანი]]ს ნაწილი (დვინის მხარე); გაგელ-მხარგრძელები ფლობდნენ: ქვემო ქართლში გაგის მხარეს, შამქორს (განძამდე) და მათ მიმდებარე სომხეთის მიწებს; თმოგველ-მხარგრძელები — ჯავახეთში თმოგვის მხარეს. ივანეს სახლის მამულის ნაწილს XIII საუკუნის შუა წლებში, ავაგის გარდაცვალების (1250) შემდეგ, დაეუფლა შანშეს სახლი, რადგანაც ავაგს ვაჟი არ დარჩა.
 
გარდა სამემკვიდრეო მამულებისა, მხარგრძელებს ჰქონდათ აგრეთვე მეფის მიერ საკარგავად (ე. ი. სამსახურის პირობით, პირად მფლობელობაში) მიცემული მიწები, მაგ. ზაქარიას თამარ მეფემ საკარგავად უბოძა სახელმწიფო ქალაქი რუსთავი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხარგრძელები“-დან